თავი 4

680 65 7
                                    

- ვან მი,დღეს შენ ხარ მორიგე, - მასწავლებელმა ვიენმა მოსწავლეს მიმართა. - თუ შეიძლება დაფა გაწმინდე,სანამ გაკვეთილი დაწყებულა.

- კარგი, - გოგონა ადგილიდან ადგა და ჩვარი აიღო.

- დაგეწევი! - ბიჭი ამხანაგს გაეკიდა.

- დამშვიდდით!

- დამენიძლავა,ახლა კი მოგებულს არ მაძლევს! - უყვიროდა ჯიჰო მის მეგობარს,რომელიც ვან მის ზურგს უკან იმალებოდა.

- უსამართლოდ თამაშობდი, - ჩჟეინს ისევ უნდოდა გაქცეულიყო,მაგრამ წყლიან ვედროს წამოედო,რომელიც უეცრად იატაკზე აღმოჩნდა და რომლის ირგვლივაც დიდი ტბა გაჩნდა.

- თქვენ რა,საერთოდ ნორმალურები ხართ?! - ვან მიმ ბიჭებს ბრაზიანად გახედა. - მორჩა,ახლავე ჩემთან ერთად საკუჭნაოში წამოხვალთ,იატაკის საწმენდებს აიღებთ და ყველაფერს მიალაგებთ!

- ბოდიში~, - ერთხმად წარმოთქვეს თვალებგაფართოვებულმა ბიჭებმა.

- მხოლოდ ბოდიშის მოხდით თავს ვერ დაიძვრენთ,წამომყევით.

გოგონამ სახიდან თმები გადაიწია და სერიოზული სახით საკუჭნაოსკენ გაემართა.მისდა გასაკვირად,ოთახი დაკეტილი დახვდა.

- დაკეტილია?უცნაურია,ჯიჰო,წადი გასაღები მოიტანე.

რამდენიმე წუთში ბიჭი გასაღებით დაბრუნდა და კარები გააღო.იატაკის საწმენდები კართან ახლოს ეწყო.

- იატაკის საწმენდები აიღეთ,მე კი მანამდე ჩვრებს ვნახავ, - გასცა ბრძანება მიმ და შუქი აანთო.როდესაც კარადისკენ შებრუნდა,ხმამაღალი ყვირილი გაისმა.ჯიჰომ და ჩჟეინმა იმწამსვე გაუშვეს ხელი საწმენდებს და გოგონასთან მიირბინეს.

- რა ... - ჯიჰომ დასრულება ვერ მოასწრო,რადგან იმწამსვე თვალები გაუფართოვდა.

- ამას...შეხედეთ, - ძლივს წარმოთქვა ჩჟეინმა.

შუაში სკამი იდგა,რომელზეც ერთ-ერთი ამ სკოლის მოსწავლეთაგანი იჯდა...ის ამ სკამზე მიმბული იყო...სახე ჩამოფარებული თმის გამო არ უჩანდა,მაგრამ გამხმარი სისხლი მკვეთრად შეიმჩნეოდა...სკოლის ფორმა უიმედოდ გაფუჭებული იყო...ლურჯი ჟილეტი აქა-იქ გახეულიყო...ქათქათა პერანგს კი ვარდისფერი შეფერილობა ჰქონდა...კალგოტკის ხვრელების გამო მუხლებზე შესაძლებელი იყო ჭრილობების შემჩნევაც...

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now