პროლოგი

1.1K 90 10
                                    

შემოდგომა,1989 წელი.ბუსანი.

შემოდგომის შუა რიცხვები იყო.ქარი ქალაქში დასეირნობდა,ხეები ფოთლებს იშორებდა,ხოლო მზე ღრუბლებში გამოჩენას არ ნანობდა.

ძველი სახლი,რომელშიც ხშირად ათენებენ ღამეს,უსახლკარო ადამიანები.

ჯონ ჯიჰუნი,რომელიც მხოლოდ 10 წლის იყო,დედასთან ერთად ცხოვრობდა.მამამ ისინი მიატოვა,რის გამოც დედამ თავის დამშვიდება ალკოჰოლით დაიწყო...

- დედა, - დაუძახა ბიჭმა,რომელმაც სამზარეულოში შეირბინა, - დღეს ცხოველები შევისწავლეთ.საუკეთესო ნიშანი დამიწერეს,აი,ნახე! - ჯიჰუნმა დედას რვეული გაუწოდა,რომელშიც შეფასება ეწერა,ამასობაში კი ქალი სოჯუს მომდევნო ჭიქას სვამდა.

- შვილო,გადი აქედან, - თქვა ქალმა მთვრალი ხმით და მაგიდაზე მუჭი დაარტყა.

- მაგრამ დედა! - ბიჭს ძალიან ეწყინა.მშობელი დედა ასე რატომ ექცევა საკუთარ შვილს?რა დაუშავა ამ 10 წლის განმავლობაში?

- გითხარი,წადი მეთქი! - ქალი ყვირილზე გადავიდა.ჯიჰუნს ცრემლები წასწდა და იქაურობას გაშორდა.

სასოწარკვეთილმა ქალმა შვილს თვალი გააყოლა,ხმაურიანად ამოიხვნეშა და სკამიდან ადგა.ის დიდ,ძველ კარადას მიუახლოვდა და კარები კრაჭუნით გამოაღო.შემდეგ მისგან ნივთების გადმოწყობა დაიწყო,მაგრამ როდესაც მსხვილი თოკი ნახა,ადგილზე გაიყინა.თვალები წითელი და ამომშრალი ჰქონდა,რადგან ცრემლები უკვე დიდიხანია გაუთავდა.ბოლოს თოკი აიღო და სკამისკენ გაემართა,რომელიც აქეთ-იქეთ ყანყალებდა.მისის ჯონმა სკამი აიღო და დაჟანგულ "ტრუბაზე" თოკის ჩამოკიდება დაიწყო.

- ნახვამდის,შვილო, - ბოლო ნაბიჯი და სხეული ჰაერში უხმაუროდ ჩამოეკიდა...

საღამოს 5 საათზე მზემ ჩასვლა დაიწყო.ჯიჰუნი,რომელიც მისი ოთახიდან გამოიქცა,დედასთან მისვლა გადაწყვიტა.

- დედიკო,მაპატიე! - კარგი განწყობით ყვიროდა ის,მაგრამ როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდა,სახიდან ღიმილი გაუქრა...შიშისგან ერთ ადგილას გაიყინა და ხის იატაკზე დაეცა...ბიჭმა მალევე ხმამაღალი ტირილი დაიწყო...ამ ტირილზე გამვლელები აქეთ-იქეთ დარბოდნენ,რომლებმაც პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს...

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now