თავი 11

589 64 6
                                    

პაკ ჯიმინმა თეჰიონს დაურეკა,რომ იუნგი და ამელი ერთ ადგილას წაეყვანა.როგორც აღმოჩნდა,კიმი მაშინ ზუსტად იმ ადგილზე მიდიოდა და უკვე განყოფილებიდან არცთუ ისე შორს იყო.ჯიმინმა ჰოსოკი და მეგობრები საჭირო მისამართზე გააგზავნა.გზა გრძელი აღმოჩნდა,რადგან შენობა მეორე რაიონში მდებარეობდა.

- და სად მოვედით? - იკითხა ამელიმ და ნაცრისფერ ქუჩას თვალი მოავლო.

- არ ვიცი,აქ თეჰიონი ბევრჯერაა ნამყოფი,და შემპირდა,რომ ერთხელაც ამ ადგილას ერთად მოვიდოდით,რომ რაღაც დაგვეთვალიერებინა, - ჰოსოკი მანქანიდან გადმოვიდა და მანქანის კარი ჩაკეტა.ეუცრად ხმაური და სადღაც უკან ხმამაღალი სიცილი გაისმა.ჰოსოკმა იარაღი ამოიღო და სასროლად მოემზადა,ხოლო იუნგიმ ამელი ზურგს უკან დაიყენა.

- ვოუ,ჯერ კიდევ მინდა სიცოცხლე, - აგურის ღობის კუთხიდან თეჰიონი გამოვიდა,რომელიც ფართოდ იღიმოდა.

- იდიოტი ხარ?რომ მესროლა? - ჰოსოკმა პისტალეტი დაუშვა და შვებისგან ამოიხვნეშა.

- რა ხდება? - როგორც იქნა ამელიმ თავი გამოყო,რომელსაც იუნგის ფართო მხრები ეფარებოდა. - იუნგი,რას შვრები?ვერაფერს ვხედავ! - პაკმა წარბები შეჭმუხნა და ბიჭს ხელი ჰკრა.

- ნუთუ, - მინმა კეფა მოიქექა.

- რას ვდგავართ?წავიდეთ, - კიმმა მეგობრებს ხელი დაუქნია და წინ გაემართა.

5 წუთის შემდეგ,ისინი საჭირო ადგილზე მივიდნენ.მათ დიდი სახლი დაინახეს,რომელიც დაახლოებით 30 წლის მაინც იქნებოდა,მეტის თუ არა.გარედან სახლი საშინელი ჩანდა,მაგრამ შიგნით რა იყო?

- ეს რა არის? - გაოცდა ამელი,რომელიც თეთრი ბოტასებით ქვიშაზე მიაბიჯებდა.

- ეს ის სახლია,რომელშიც ჯონ ჯიჰუნი ცხოვრობდა, - თეჰიონი შესასვლელთან მივიდა.

- ის ხომ საავადმყოფოში ცხოვრობდა,ხომ ასეა?

- ეს იმის შემდეგ,რაც დაიჭირეს.ხოლო ბავშვობა,როგორც ჩანს,აქ გაატარა, - ჰოსოკი სახლში შევიდა და რაღაც ფიცრებს ფეხი გადააბიჯა.

BLACK THREAD | M.YGWhere stories live. Discover now