თავი 7.

31 8 5
                                    

- ვინ გნებავთ?(ვკითხე მე)
- პიცერიიდან ვარ, პიცა თქვენ შეუკვეთეთ?
- არა
- კარგით, ნახვამდის.

- დენისს, ვინ იყო?(გამომძახა იუნამ.)
- ვიღაც უცხო მამაკაცი იყო და მკითხა, პიცა თქვენ შეუკვეთეთო?
- რა შტერი ადამიანები მუშაობენ, იმასაც კი ვერ იგებენ პიცა ვინ შეუკვეთა.
- მართალი ხარ.
- გმადლობ.
- დედა, მე მეძინება და წავალ ჩემს ოთახში, დავიძინებ.
- კარგი.
- შეგიძლია დღეს ჩემთან დაიძინო? გთხოვ.(საწყალი თვალებით შევხედე)
- კი, შემიძლია.
- მადლობაა.

მე ჩემს ოთახში ავედი, გამოვიცვალე და საწოლში ჩავწექი. დედა თავის ოთახში ავიდა, საღამურები ჩაიცვა და ჩემთან შემოვიდა. გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა, მე კი წელზე მოვხვიე ხელები, თავი მის თმებში ჩავრგე და ტკბილად დავიძინე.

დილით ხმაური მაღვიძებს, იუნა ჩემს გვერდით არ წევს. თავიდან შემეშინდა, ავდექი და ჩავიცვი, ქვემოთ ჩავედი და დავინახე იუნა, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა. დავმშვიდდი...

უეცრად კი, საპირფარეშოდან  ჰანა გამოვიდა.

მისკენ დიდი სიხარულით გავექანე, ჩავეხუტე და ცრემლები წამომივიდა.

- ძალიან მომენატრე დედა.
- მეც მომენატრე, ჩემო პატარა ვარსკვლავო.
- როგორი საყვარლები ხართ!(სამზარეულოდან გამოგვძახა მომღიმარმა იუნამ.)

ჩვენ გაგვეღიმა და ტელევიზორთან დავსხედით, ჩემი ამბების მოყოლა დავიწყე, ჰანა კი მისმენდა.

- შეგიძლია შენი ნახატი მანახო?
- ოთახში მაქვს ჩამოკიდებული კედელზე, შეგიძლია ახვიდე და ნახო.

ჰანა ოთახში ავიდა და ჩემი ნახატი ნახა, დიდი ხნის შემდეგ ჩამოვიდა ღიმილით და გადმომცა, რომ ძალიან ლამაზი ნახატი იყო. მე გამიხარდა და გავიღიმე...

ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონზე მესიჯი მომდის, ჩემი საუკეთესო მეგობარი ნოელი იყო, მესიჯი გავხსენი და მივწერე.

- როგორ ხარ დენისს?
- კარგად, შენ?
- ნორმანულად, მადლობა.
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
- რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ მომენატრე.
- კარგი, 10წუთში მანდ ვიქნები.

ოთახში ავედი, კარადაში ტანსაცმელების მოქექვა დავიწყე და ბოლოს, ძლივს ავარჩიე სასურველი ტანსაცმელი.

სუნამო დავისხი, საათი გავიკეთე, თმები გავისწორე, ქვევით ჩავედი, მშობლები გავაფრთხილე სადაც მივდიოდი და სახლიდან გავედი.

ზუსტად 10წუთში ნოელთან ვიყავი.

- ნოელლლ!! (დავუყვირე, როგორც კი კარები გამიღო.)
- ჩემო საყვარელო (ძლიერად ჩამეხუტა და მისი ნაზი, პატარა ხელები მომხვია.)
- ჩემო პატარა ბაჭიავ, ძალიან მომენატრე.
- მეც მომენატრე.

მის სახლში შევედი და დივანზე მოვკალათდი, ყავა და ნამცხვრები მომიტანა. მივირთვი და ძალიან გემრიელი იყო.

მე და ნოელმა ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვიცეკვეთ, ვისეირნეთ, ვჭამეთ და მის სახლში დაღლილები დავბრუნდით. აქაც ბევრი ვისაუბრეთ, ფილმს ვუყურეთ, პიცა გავაკეთეთ ერთად და ცოტა დავლიეთ.

ძალიან დავიღალეთ, ამდენი ცხოვრებაში არ მილაპარაკია, მისეირნია და მიცეკვია.

დღეს ნოელთან ვრჩები. ხო, არ მოგესმათ. დღეს მასთან ვრჩები, რადგან კარგი მეგობრები ვართ.

- წავალ დედას დავურეკავ და ყოველი შემთხვევისთვის გავაფრთხილებ, რომ აქ ვრჩები.

- მიდი საყვარელო.



𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 Where stories live. Discover now