თავი 17.

29 7 18
                                    

~ 9 თვის შემდეგ ~

დღეს ის დღეა, როდესაც იუნამ იმშობიარა.

დაიბადა პატარა გოგონა, სახელად დაარქვეს იობენი.

სოია და დენისი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იუნას მშობიარობის შემდეგ, რადგან ხომ იცით, მშობიარობის შემდეგ სუსტდებიან დედები, ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ, რომ იუნას კომფორტი ჰქონდეს და არაფერმა შეაწუხოს. შიგადაშიგ ბავშვსაც ნახულობენ შორიდან.

გავიდა რამდენიმე დღე, იუნაც და ბავშვიც წამოიყვანეს საავადმყოფოდან.

დენისმა მუშაობა დაიწყო, აბა, პატარა ბავშვი რომ შეგეძინება მას ჭამა და ჩაცმა არუნდა? უნდა. ამ ყველაფრისთვის კი რა არის საჭირო? ფული. სოიამაც დაიწყო მუშაობა და მოკლედ, მამაც და დაიკოც ძალიან ეხმარებიან იმ პატარა არსებას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაიბადა.

- პატარავ, სახლში დავბრუნდი -პარკებით ხელში შემოვიდა დენისი სახლში.
- ჩემი ძვირფასი ბიჭი მოსულა.

დენისი იუნას გადაეხვია და ბავშვს ლოყები დაუკოცნა.

- აცადე ბიჭო ბავშვს ძილი, ისედაც ძლივს დავაძინე.
- არაუშავს თუ გაიღვიძებს, ხომ უნდა იცოდეს, რომ მამიკო სახლშია და ბევრი ტანსაცმელი მოუტანა მის პატარას.
- ზოგჯერ როგორი მაიმუნივით იქცევი ხოლმე რაა -ამბობდა და თან იცინოდა.
- შენი მაიმუნი ვარ.
- დიახ, მხოლოდ ჩემი და მეტი არავისი!

დენისმა და იუნამ ერთმანეთს აკოცეს. დიდხანს არ გაგრძელებულა ეს კოცნა, რადგან საქმეები იყო გასაკეთებელი სახლში.

იუნა ბავშვს აჭმევდა, დენისი ბავშვის ოთახის გარემონტებას ასრულებდა.

- ვაიმე როგორ დავიღალე, სულ ოფლში ვარ გაწურული -გამოვიდა ოთახიდან ნახევრად ჩამპალი დენისი და იქვე ახლოს ჩამოჯდა.
- დაასრულე?
- კი.

იუნა ოთახის სანახავად შევიდა

- ვაიმე, რა ლამაზად გაგიკეთებია ყველაფერი, ჩემო პრიცნო.
- ერთი მე ვარ პრინცი და მეორე შენ ხარ ანჯელინა ჯოლი.
- ეიი, ჩემს სილამაზეს რას უწუნებ?
- არაფერს, ძალიანაც ლამაზი ხარ, უბრალოდ გავიხუმრე.

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 / აკრძალული სიყვარული Where stories live. Discover now