თავი 15.

40 7 20
                                    

დაშორებიდან 2კვირის შემდეგ ~

- დენისს, ორსულად ვარ.
- სერიოზულად?
- კი.

მან ორსულობის ტესტი მომაწოდა, მე კი რომ დავხედე, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა.

- მალე მამა გახდები დენისს.
- ვაიმე რა მაგარია!

სიხარულისგან წამოვხტი, ხტუნაობა დავიწყე, თან ცრემლები მომდის.

- კარგი ახლა ნუ გაგიჟდი, შეეშინდება ბავშვს და იფიქრებს, რომ გიჟი მამა ჰყავს.

მე იუნასთან მივედი და ნაზად ავიკარი ჩემს სხეულზე, თბილად ვეხუტებოდი და ჩემს მკლავებში მყავდა მოქცეული. შიგადაშიგ მუცელზე ვუსმევდი ხელს და ბავშვს ველაპარაკებოდი.

- როგორი საყვარელი და თბილი ხარ, მამიკო.
- შენსავით, პატარავ.
- ისე, ახლა დავუკვირდი, შენ ჩემზე უმცროსი ხარ და ჩემი ქმარი ხარ. (ჩაიცინა იუნამ.)
- მერე რა? სიყვარულმა ასაკი არ იცის. თან რამდენი წყვილი მინახავს, სადაც ბიჭი გოგოზე უმცროსია.
- ხო ისე, ეგეც მართალია.

ავტორის პოვ: ასე გადიოდა დღეები, იუნას მუცელი დროდადრო უფრო ეზრდებოდა. რო ვთქვა იუნა პრეტენზიული ორსული არის თქო, მოგატყუებთ.
დენისი მას ყველაფერს უსრულებს და ამით, შეგვიძლია გამოვიტანოთ ვარაუდი, რომ დენისი მართლაც კარგი მამაა და ბევრ სხვა მამას ჯობს.

დენისის პოვ: ოთახში ვზივარ და კომპიუტერთან ვთამაშობ, რა დროსაც იუნამ შემოაღო კარები და აღელვებული  თვალებით შემომხედა.

- რამე მოხდა პატარავ?
- ძალიან ვღელავ ერთ საკითხზე.
- რა საკითხზე?
- მაინტერესებს, როგორ მიიღებენ ჩვენს ურთიერთობას მადელინი და სოია.
- ვიცი, რომ ძალიან გაუკვირდებათ. კიდევ ის ვიცი, რომ არც ესიამოვნებათ ეს საკითხი. განსაკუთრებით კი ის, რომ მათი ძმა, მათი მამა გახდება.
- მათთან ნორმანულად ახსნაც არ გაჭრის, ჰანას გვანან და ყველანაირ სიტუაციას ამწვავებენ.
- მე დაველაპარაკები მაგ ორს. შემიძლია ადამიანთან დიპლომატიურად პრობლემის მოგვარება.
- ახხ, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა. მიყვარხარ დენისს.
- მეც უზომოდ მიყვარხარ პატარავ.

ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მთელი ნახევარი საათი ასე გაუნძრევლად ვიყავით.

მისი სურნელი, მისი პატარა და ნაზი ხელები, მისი ნაზი კანი და თვითონ ის, ყველაფერი საოცარია. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ის ახლა მე მეკუთვნის და მას ჩემი ცხოვრების მეგზური ჰქვია.
მართლა ღირდა ამდენი ტანჯვა და დეპრესიაში ყოფნა, ამან მართლაც კარგი შედეგი გამოიღო. მაინც ჩემი გახდა ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.


𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 Where stories live. Discover now