თავი 21.

11 3 16
                                    

დენისის პოვ:
და დაე, დადგა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გადამწყვეტი დღე. დღე, როდესაც მინდა იუნა სამუდამოდ და ოფიციალურად ჩემი გავხადო. ამაში კი სანა, ნოელი და სოია დამეხმარებიან.

დილით ადრე გამეღვიძა, გვერდით გავიხედე და იუნას ტკბილად ეძინა ჩემზე მოხუტებულს. ცოტახანი მას ვუყურებდი, შემდგომ კი ავდექი, ჩუმად მოვემზადე და სახლიდან გავედი. იუნას კი წერილი დავუტოვე, სადაც ეწერა, რომ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა სამსახურში და არ ენერვიულა.

სანას სახლისკენ გავეშურე, სოია და ნოელიც უკვე იქ იყვნენ და მელოდებოდნენ.

ძლივს მივაღწიე მათ სახლამდე, ისე დავიღალე რომ ძლივს ვსუნთქავდი. ზარი დავრეკე და კარები ჩემმა პატარა ბაჭიამ, ნოელმა გამიღო. მას გადავეხვიე და სახლში შევედი.

- ჩემი ძვირფასი მამიკო მოსულა.
- მასე ნუ მეძახი, თორემ ვდირთავ.

ამაზე ყველას გაეცინათ. შემდეგ სანა მოვიდა ჩემთან, მასაც გადავეხვიე და მისი გაკეთებული პიცა გავსინჯე. ცოტახანი მე, ნოელი, სოია და სანა დივანზე ჩამოვჯექით. ჯერ ისე ვსაუბრობდით, შემდეგ კი გეგმები დავაწყვეთ.

მოკლედ, მე იუნა რესტორანში უნდა დავპატიჟო, იქიდან კი ზღვის სანაპიროზე გადავიყვანო და ჩემს გეგმას შევუგდე, ხელი ვთხოვო. იმედია დამთანხმდება და ყველაფერი ზუსტად ისე გამოვა, როგორც საჭიროა.

მოსაღამოვდა, სახლში დავბრუნდი, იუნას დავუკოცნე ლოყები და დივანზე წამოვწექი. იუნამ რამიონი მომიმზადა, მივირთვი და ჩემს საქმეს შევუდექი.

- იუნ, დღეს მინდა რესტორანში დაგპატიჟო და წამოხვალ?
- რათქმაუნდა ძვირფასო, შენთან ერთად ყველგან წამოვალ.
- მაშინ გაემზადე და წავიდეთ, ადგილი უკვე დაჯავნშილი მაქვს.

იუნას პოვ:
ძალიან გამიხარდა დენისის ეს შემოთავაზება. უცბად ავვარდი ოთახში და კარადიდან ტანსაცმელების ქექვა დავიწყე. ყველანაირი ტანსაცმელი მოვიზომე და საბოლოოდ, ერთი საათის შემდეგ ეს ავარჩიე.  

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 Where stories live. Discover now