თავი 16.

24 7 11
                                    

ლამაზი დილა გათენდა, ფანჯარასთან მზის სხივები ეცემა, რომელიც ჩემს გაღვიძებას ცდილობს. ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის, გვერდით ვიხედები და ვხედავ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით არ წევს, მე ვიფიქრე რომ ის სამზარეულოში, ან მისაღებ ოთახში იქნებოდა, ამიტომ ვეცადე არ მენერვიულა. უცბად ავდექი, ტანსაცმელები გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი. სუნი მეცა, ეს ძალიან გემრიელი სუნი იყო. სამზარეულოში შევედი და დავინახე ჩემი ლამაზი გოგონა, რომელიც გემრიელად ფუსფუსებდა და საჭმელს ამზადებდა.

მასთან მივედი, ისე რომ არ შემეშინება, წელზე მოვხვიე ხელები და ბრთხილად ჩავეხუტე.

- დენისს, გაიღვიძე?
- კი პატარავ.
- როგორ გეძინა?
- შესანიშნავად, შენ?
- ძალიან კარგად. რას მიმზადებ?
- რამიონს.
- მომწონს, მაგრამ ხომ გთხოვე მსგავსი რაღაცეებით ნუ დაიღლები მეთქი.
- არაუშავს, დავიღალე მაინც სულ წოლით და ცოტა მეც ხომ უნდა გავაკეთო რამე.
- ხო მაგრამ..
- არავითარი მაგრამ, დაჯექი და საჭმელი მალე იქნება მზად.

~15 წუთის შემდეგ~

დენისის პოვ: ახლახანს სოიამ დარეკა და თქვა, რომ დღეს ეგ და მადელინი ჩვენთან მოდიან. ძალიან ვღელავ, არვიცი როგორ მიიღებენ ჩემი და იუნას ამბავს. მათი ძმა მათი მამა ხდება, ცოტა არიყოს და მიუღებელია, თან რთული დასაჯერებელიც. იმედია ამის გამო ძალიან არ გაბრაზდებიან, არმინდა იუნამ ინერვიულოს, ეს მასზეც ცუდად აისახება და ბავშვზეც.

იუნას პოვ: კარებზე ზარის ხმა გაისმა, ძლივს ძლივობით მივედი და კარები გავაღე. ბავშვებმა ჩახუტებამდე ჩემი მუცელი შეამჩნიეს და ძალიან გაუკვირდათ.

- ხო, სწორად ხედავთ ჩემო პატარებო, მალე კიდევ ერთი დაიკო ან ძამიკო გეყოლებათ.
- ვაიმე რა მაგარია -მხიარულად წამოიძახა მადელინმა.
- აუ, ამანაც ნერვები უნდა მიშალოს, ისე როგორც დენისმა და მადელინმა?

ყველას ერთიანად გაგვეცინა, ბავშვებს გადავეხვიე, დენისსაც ჩაეხუტნენ და დივანზე ჩამოსხდნენ, ჩვენც გვერდით მივუჯექით.

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin