თავი 2.

39 9 0
                                    

- ძმაო, სტუმრები ცეკვავენ და წამოდი ჩვენც ვიცკევოთ.
- უფროსებს ხოარ ჩავეკხვეხებით?
- მერე რა? კიარ მოგვკლავენ, უბრალოდ ვიცეკვოთ. თან ვიცი, რომ შენ ძალიან კარგად გამოგდის ცეკვა.
- საიდან მოიტანე? ვერ ვცეკვავ მე კარგად.
- ნერვებს ნუ მიშლი და ადექი, ჩავიდეთ ქვევით და ვიცეკვოთ.
- კარგი ხო.

ავდექი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩემს დას ჩავყევი ქვევით, მისაღებ ოთახში.
სტუმრებთან შევედით, კიდევ ერთხელ მივესალმეთ და ცეკვა დავიწყეთ. ვალსის მუსიკა იყო ჩართული და რადგანაც არც ერთმა ვიცოდით ამის ცეკვა, უბრალოდ მივამსგავსეთ და ისე ვიცეკვეთ. მე ერთი ხელი წელზე მოვხვიე ჩემს დას, მეორე ხელი კი მის ხელს ჩავკიდე. მანაც თავისი მეორე ხელი კისერზე მომხვია და ასე ვცეკვავდით.

არვიცი რატომ, მაგრამ ყველა ჩვენ გვიყურებდა. ან ძალიან სასაცილოდ ვცეკვავდით, ან უბრალოდ აინტერესებდათ. დედა კი უბრალოდ იდგა და იღიმოდა...

მე და სოია ცეკვსიგან დაღლილები სავარძელში ჩავჯექით. მე კი ერთი ჭიქა ღვინო ავიღე, დედაჩემი დავლოცე და დაბადების დღე მივულოცე, შემდეგ კი ღვინო დავლიე. დედა კიდევ ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. ისეთი თბილი იყო, რომ არ მინდოდა ეს დასრულებულიყო. მინდოდა ეს მთელი დღე გაგრძელებულიყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე არ მოხდებოდა.

სადღაც 15-20 წუთის გასვლის შემდეგ, სტუმრებს ჩემზე ვუყვებოდი რაღაცეებს. რადროსაც დავინახე, თუ როგორ მივიდა ჰანა იუნასთან, წელზე ხელი მოხვია, თავისკენ აიკრო და ტუჩებში ნაზად აკოცა. ყველა მათ ვუყურებდით, მე კი გაოცებული ვიყავი, ცრემლები მომდიოდა და სადაცაა სიმწრისგან რაღაცას დავლეწავდი იქვე.

უცბად ჩემი უმცროსი დაიკო მადელინა შემოვარდა, დიდი ხანი უყურებდა მათი ზასაობის სცენას, ბოლოს ნერვები მოეშალა და რაც შეეძლო ხმამაღლა თქვა

- აღარ მორჩებით?
- *იუნამ აქეთ გამოიხედა* რას გულისხმობ საყვარელო?
- დედა, უკვე რამდენი ხანია შენი და დედიკოს ზასაობას ვუყურებთ ხალხი. დავიღალეთ, კიდევ დიდხანს გააგრძელებთ ამ ყველაფერს?!
- ხომ იცი შვილო, მე ესეთი რაღაცეების ხალხში არ მცხვენია.
- თუ არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ უბრალოდ გახვიდეთ აქედან! არავინ გაძალებთ აქ ყოფნას! არ მაქვს უფლება ჩემი ცოლით დავტკბე? *გაბრაზებული თვალებით გამოიხედა ჰანამ და ხმამაღლა თქვა*
- კარგი საყვარელო დაწყნარდი, სტუმრები, რომ წავლენ მერე გავაგრძელოთ.

ამ ნათქვამზე საშინლად გავბრაზდი და სიმწრისაგან ძლიერად ჩავახველე, რის გამოც ხალხის ყურადღება მივიქციე. მაგრამ მალევე, მათი ყურადღება დედაჩემის ნათქვამმა მიიქცია.

- ბოდიშს გიხდით ამ სანახაობისთვის, უბრალოდ შევყევით და აქაურობა სულ დაგვავიწყდა.

ამაზე ყველამ გაიცინა, მე კი უბრალოდ ავდექი და აქაურობას მოვშორდი.

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 Where stories live. Discover now