თავი 3.

38 9 6
                                    

ოთახში ავედი, საწოლში ჩავწექი და თვალები დავხუჭე. უკვე დაძინების პირას ვიყავი, როდესაც ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.

სანამ მომწერა, როგორ მოხდა და გავახსენდი. დიდი ხანია არ მოუწერია.
ტელეფონი ავიღე და მესიჯი გავხსენი.

- დენისს, როგორ ხარ?
- ნორმანულად, შენ?
- მეც, რას შვები?
- დედაჩემის დაბადების დღეა და წესით უნდა ვერთობოდე, მაგრამ ვწევარ მოწყენილი.
- ცუდია. იცი? შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს.
- რა მოხდა?
- ჩემთან მოდი და მოგიყვები, თან ცოტა დავლიოთ და ხასიათზეც მოხვალ.
- კარგი, 15წუთში მანდ ვიქნები.
- გელი. *მესიჯის დაგულება*

სახლიდან გავედი და ძლივს მივაღწიე სანასთან. მონატრებულზე ძალიან ბევრი ვიჭორავეთ, ვიცინეთ, დავლიეთ, ვიცეკვეთ და ასე შემდეგ. ძველი ამბებიც გავიხსენეთ და ახლებიც მოვუყევით ერთმანეთს.

~სამი საათის შემდეგ~

სახლში ძლივს მივაღწიე, ძალიან დაღლილი ვარ და ფეხები არ მემორჩილება.

სახლში მისულს, გაბრაზებული იუნა დამხვდა კარებთან.

- სად ჯანდაბაში ეგდე ღამის ორ საათზე?
- სანასთან ვიყავი დედა.
- სანა ვინაა?
- ჩემი მეგობარი, არ გახსოვს?
- მემგონი კი და მასთან რა გინდოდა?
- უბრალოდ მოვენატრე, დამირეკა და მითხრა, რომ კარგი ამბავი ჰქონდა, თან ცოტას დავლევდით.
- რამდენი დალიე?
- სამი ჭიქა.
- ანუ მთვრალი არ ხარ, ძალიან კარგი და სანამ რა ამბავი გიამბო?
- მაგას ყოველთვის უნდოდა, რომ ექიმი ყოფილიყო. ხოდა, აიხდინა ეს ოცნება და ეხლა ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს, წარმატებული ექიმია.
- კარგია. ისე, შვილო *დედა ჩემს გვერდით დივანზე დაჯდა*
- გისმენ
- დავიჯერო ვინმე არ გიყვარს, ან არ მოგწონს? როდემდე უნდა იყო ესე მარტო.
- არა დედა, არავინ მომწონს.
- და მიზეზი?
- არვიცი... უბრალოდ ვერ ვიპოვე ჩემი მოსაწონი გოგო, პლიუს ისეთი, რომელიც ჩემს ხასიათებს გაუგებს.
- ეჰჰ, სამწუხაროა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იპოვი, როცა ამის დრო მოვა.
- იმედია.

დედა ჩემთან ახლოს გადმოჯდა, ხელები მხარზე მომხვია და მისკენ მიმიკრა. მე თავი მხარზე დავადე და გავინაბე. ის თმებზე მეფერებოდა, მე კი მეღიმებოდა და თავი სამოთხეში მეგონა.

იცით? მე ის მოვატყუე. არის ერთი ადამიანი, რომელიც მომწონს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი ვერავისთან და ვერც თავად მას ვეტყვი. რადგან, ეს არასწორია. მითუმეტეს, მას ყავს უკვე მისი კუთვნილი სატრფო. ამიტომაც ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ და მის დავიწყებას ვცდილობ. მაგრამ, რომ გითხრათ გამომდის თქო, მოგატყუებთ.

10წუთიანი თბილი ჩახუტების შემდეგ ჩამეძინა. იუნამ ეს შეამჩნია, ხელში ამიყვანა და ოთახში ავიდა. საწოლში ჩამაწვინა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

𝐹𝑜𝑟𝑏𝑖𝑑𝑑𝑒𝑛 Where stories live. Discover now