BTS - Imagines & Reactions

By parkmyeonghwa

25.6K 1.4K 207

ეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი... More

1. BTS-ის რეაქცია, როცა ეტყვი, რომ უზომოდ გიყვარს.
2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.
3. BTS-ის რეაქცია, როცა შუაღამით ტკბილეულის საყიდლად მაღაზიაში წასვლას სთხოვ.
4. BTS-თან კამათი და შერიგება.
5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.
6. BTS-ის რეაქცია, როცა ძილში ლაპარაკობ
7. BTS-ის რეაქცია, როცა პირველად ამზადებ კორეულ საჭმელს.
8. BTS-თან პირველი შეხვედრა.
9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.
10. წარუშლელი კვალი (J-Hope Imagine)
11. ზარი (Jungkook Oneshot)
12. BTS-ის რეაქცია, შენს სიმთვრალეზე.
13. ძილის დამბლა (Jimin Imagine)
14. გიტარის გაკვეთილი (Taehyung Imagine)
15. საჩუქარი (Taehyung Oneshot)
16. BTS-ის რეაქცია, როცა ქორწინების ხელშეკრულებას მიაწოდებ.
17. BTS გეხმარება სწავლაში.
18. BTS-ის რეაქცია, როცა სხვა ბიჭთან დაგინახავენ.
19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.
20. JIMIN - ფაქტები
22. შეყვარებული იუნგი
23. შეყვარებული თეჰიონი
24. შეყვარებული ნამჯუნი
25. შეყვარებული ჰოსოკი
26. შეყვარებული ჯონგუკი
27. შეყვარებული ჯიმინი
28. შეყვარებული სოკჯინი
29. BTS-ის მაკნეთა რეაქცია დაბალ შეყვარებულზე

21. JIN - ფაქტები

924 29 29
By parkmyeonghwa

პროფაილი

სახელი: კიმ სოკჯინი (김석진)

დაბადების თარიღი: 04/12/92

სისხლის ჯგუფი: O (პირველი)

სიმაღლე: 179 სმ

დაბადების ადგილი: გვაჩონი, გიონგის პროვინცია, სამხრეთ კორეა.

ფაქტები

1. ჯინი სკოლაში ჩუმი ბავშვი იყო და ყოველთვის მარტო ჭამდა. მისი თქმით, ხმაურიანი სიტუაციები არ უყვარს.

2. ბავშვობაში დეტექტივობა უნდოდა. ახლაც გაოცებულია იმით, როგორ გახდა მომღერალი, როცა კორეაში საუკეთესო დეტექტივობაზე ოცნებობდა.

3. დებიუტამდე ჯინს კარგად აღზრილი მაკნეს იმიჯი ჰქონდა.

4. მისი საყვარელი ფერი ვარდისფერი იყო, მაგრამ ბოლო დროს ცისფერია. საყვარელი ციფრი კი - 4.

5. მისი საყვარელი საჭმელებია ლობსტერი, ხორცი, ნენმიონი (nengmyun), ქათამი და ყველაფერი შემწვარი.

6. ჯინს განსაკუთრებულად უყვარს მარიო და მისი ფიგურების კოლექციაც აქვს.

7. მისი საყვარელი სეზონი შემოდგომაა.

8. ჯგუფის დანარჩენი წევრების თქმით, ჯინი საათობით ესაუბრება ხოლმე ტელეფონით დედას.

9. ჯინს ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები.

10. ის რთულად იმახსოვრებს საცეკვაო მოძრაობებს, თუმცა თეჰიონი და ჰოსოკი ხშირად ეხმარებიან მას.

11. ჯინი და ჯიმინი ხშირად ერთად ვარჯიშობენ.

12. მას საკუთარ თავში ყველაზე მეტად სავსე ტუჩები მოსწონს.

13. ჯინი და თეჰიონი ერთად უყურებენ ხოლმე ანიმეებს.

14. ოდესღაც ჯინი ისეთ დიეტაზე იყო, რომლის დროსაც მხოლოდ ქათმის მოხარშული მკერდით იკვებებოდა თითქმის 1 წლის განმავლობაში.

15. როცა ჯინს შია, მარცხენა თვალი უთამაშებს ხოლმე.

16. ჯინს უყვარს საჭმელების მზადება და ახალი რეცეპტების ცდა. როგორც კი რამე ახალს მოამზადებს, პირველად ჰოსოკს ასინჯებს.

17. ერთხელ, როცა ჯინმა ჰოსოკს წყალმცენარეების წვნიანი მოუმზადა, ჰოსოკი გაოგნდა, რადგან წვნიანი დედამისის მომზადებულს ჰგავდა.

18. ჯინს იმდენად არ უყვარს ყავა.

19. მან რამდენჯერმე ახსენა, რომ ჭამის დროს ბედნიერია.

20. წლების წინ ჯინს უნდოდა ვალენტინობაზე დედამისისთვის შოკოლადი ეჩუქებინა, მთელი ფილა შოკოლადი გაადნო, მაგრა რატომღაც დაეწვა და დედამისი ძალიან გაუბრაზდა.

21. ჯინს შეყვარებული პირველად 13 წლის ასაკში ჰყავდა (კორეულად).

22. ჯინი გარკვეულ დონეზე ფლობს ჩინურ სასაუბრო ენას. ამასგარდა დაწყებით დონეზე იცის იაპონურიც.

23. ის მეგობრობს ToppDogg-ის Kidoh-თან, VIXX-ის Ken-თან, B1A4-ის Sandeul-თან, EXID-ის Hani-სთან და Mamamoo-ს Moonbyul-თან.

24. იუნგის თქმით, ჯინი პურველ რიგში მეოჯახე და ზოგადად იდეალური ქმარი იქნება.

25. ჯინს უყვარს ჯანსაღი საკვები პროდუქტები.

26. ის ხშირად აკეთებს ე.წ. 'ეგიოს' (საყვარლობებს).

27. ყველაზე ხშირად სახლს ჯინი ალაგებს.

28. ჯინს ცუდი მხედველობა აქვს, მაგრამ არ ატარებს მხედველობის სათვალეებს, რადგან ის თვითშეფასებას უკარგავს.

29. მისი თქმით, ის ყველაზე ახლოს თეჰიონთანაა.

30. ბითიესის წევრებს შორის ყველაზე მეტად გარეგნობას ჯინი უვლის.

31. ჯინი ეძებს გოგოს, რომელოც მომავალში კარგი ცოლი და მზარეული იქნება.

32. მისი ოჯახი შედგება მშობლებისა და უფროსი ძმისგან.

33. ჯინი სწავლობდა სკოლაში, სადაც მხოლოდ ბიჭები სწავლობენ. ამის მიუხედავად მან ვალენტინობაზე 16 ვარდი მიიღო.

34. ჯინმა მართვის მოწმობა ყველაზე ადრე აიღო და ხანდახან ქუქი მიჰყავდა სკოლაში.

35. მას კულინარიული შოუს წამყვანობა სურს.

36. თავდაპირველად ჯინი მსახიობი უნდა გამხდარიყო, მაგრამ Bang PD-ს რჩევით ვოკალისა და ცეკვის გაკვეთილებიც გაიარა.

37. დებიუტამდე ჯინი თეჰიონს პირველად სავარჯიშო დარბაზში შეხვდა. თეჰიონი მას მიუახლოვდა და უეცრად ცეკვა დაიწყო. აქიდან დაიწყო მათი სიახლოვე.

38. თავდაპირველად მას არ მოსწონდა იუნგი, მაგრამ საბოლოოდ ერთ ოთახში დასახლდნენ და როგორც ისინი ამბობენ, სამუდამოდ.

39. იუნგიმ ისიც თქვა, გოგო რომ ვყოფილიყავი, ჯინს ცოლად გავყვებოდი და კარგად მომივლიდაო.

40. მას საოცრად უყვარს, როცა მაკნე 'ეგიოს' აკეთებს.

41. როცა სთხოვეს დაესახელებინა 3 რამ, რაც უყვარს ოჯახის, მეგობრების, ფანების და მუსიკის გარდა, მან საწოლი, ბრინჯი და გართობა დაასახელა.

42. ჯინის აზრით ბითიესი სცენაზე შავი ფერისაა, სცენის მიღმა კი ვარდისფერი.

43. როცა ჯინს რამე აწუხებს, ნამჯუნს ესაუბრება, თუმცა ლიდერს მეორე დღეს აღარაფერი ახსოვს ხოლმე.

44. ჯინი ხანდახან ძილის დროს ხვრინავს.

45. სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა სძულდა.

46. მას დამალობანას თამაშში ბადალი არ ჰყავს.

47. როგორც ამბობს, აკნე ან სხვა სახის გამონაყარი არასოდეს ჰქონია.

48. ჯინს სეზონის მიუხედავად ძილში 'პიჟამა' აცვია.

49. უხარია, როცა ფანები ეუბნებიან, რომ საყვარელია.

50. ბიჭებს შორის ყვწლაზე ადრე ჯინი იღვიებს. როგორც წესი სხვებზე 2 საათით ადრე.

51. ძალიან უყვარს მოცვის სურნელიანი საპონი. ზოგადად მოცვის სურნელი მისი საყვარელი სურნელია.

52. მისი გაღიზიანება და გაბრაზება საკმაოდ რთულია.

53. სცენაზე მუდამ იმაზე ფიქრობს, ეოგორ დაამყაროს კონტაქტი ფანებთან.

54. ჯინს ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და საწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს.

55. ადრე თქვა ინტერვიუში, რომ ჯიმინს პრესს მოპარავდა.

56. კარაოკეში მისი საყვარელი სიმღერაა 2AM-ის This Song.

57. ჯინმა თქვა, რომ ძალიან გაბრაზდება თუ მის სათამაშოებს ვინმე გააფუჭებს და თან ამას არ აღიარებს. აღიარების შემთხვევაში მზადაა აპატიოს კიდეც დამნაშავეს.

58. თავისუფალი დღე რომ ჰქონოდა, ისურვებდა ჰყოლოდა მოსამსახურე, რომელიც მთელი დღე მის ბრძანებებს შეასრულებდა. მოსამსახურედ იუნგი აირჩია.

59. ჯინი ვერ უყურებს საშინელებათა ჟანრის ფილმებს.

60. მისი სურვილია ჯერ ქალიშვილი შეეძინოს და მერე ვაჟიშვილი. მას უნდა, რომ მის ბიჭს უფროსი და ჰყავდეს, რომწლიც ჯიბის ფულს მისცემს ხოლმე, რადგან მას ბავშვობაში საკუთარი ძმა პირიქით ართმევდა ფულს.

61. ჯინს უყვარს მარწყვი, თუმცა არ უყვარს მარწყვის ექსტრაქტინი საკვები (მაგალითად ნაყინი). ასევე მას არ უყვარს შოკოლადი, თუმცა უყვარს ყველაფერი, რასაც შოკოლადის გემო აქვს (ნაყინი, პუდინგი, ტორტი და ა.შ.)

62. ჯინს არ ეშინია მწერების, თუკი ისინი მას არ დააჯდნენ.

63. როცა ცეკვის მასწავლებელს სთხოვეს ჯინი დაეხასიათებინა, მან პასუხად უბრალოდ ამოიოხრა.

64. ბითიესის წევრთა თქმით, ჯინი ასაკით ყველაზე უფროსია, მაგრამ მაკნეს როლი აქვს მორგებული და ხშირადაც წუწუნებს.

65. ჯინს ძალიან უნდა თავი გამოსცადოს მსახიობის როლშიც.

66. ჯინს მოსწონს ქალური გოგონები.

67. მან თქვა, რომ მაღალქუსლიანებზე მეტად უპირატესობას გოგოს ჩაცმულობაში კომფორტულ ფეხსაცმელს ანიჭებს. თუმცა თუ გოგო მაღალქუსლიანებზე თავს კომფორტულად გრძნობს, პრობლემა არ აქვს.

68. ჯინი თვლის, რომდიდი ალბათობით მის ყურადღებას ვარდისფერ ფერებში ჩაცმული გოგონა მიიპყრობდა.

69. ჯინი არაა წინააღმდეგი წყვილის ტანისამოსი ატაროს შეყვარებულთან ერთად.

70. შეყვარებულთან ერთად სამზარეულოში ტრიალი სურს და ასევე შოპინგზე წასვლა. ასევე ამბობს, რომ კარგი იქნებიდა პარკში ბალახზე წამოგორებულიყო, თავი შეყვარებულის კალთაში დაედო და ცოტა ხნით ჩაეთვლიმა.

71. ჯინმა თქვა, რომ ქანდაკებაზე კოცნა მოეწონა.

72. ჯინია ოცნებაა ბიგჰიტის ყიდვა.

73. ჯინმა თქვა, რომ ნამჯუნის კოცნა ლაივის დროს არ მოეწონა (Vlive).

74. მისთვის მამა ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითია.

75. ჯინს არ უყვარს, როცა ქალურ მეტსახელებს ეძახიან, როგორებიცაა 'ომმა' ანდა 'პრინცესა'.

76. საკუთარ გარეგნობაში ბოლომდე დარწმუნებულია და ხაირად იმეორებს იმას, რომ სიმპატიურია.

77. მისი საყვარელი ამინდი გაზაფხული მზიანი ამინდი გახლავთ.

78. გოგო რომ ყოფილიყო, შეყვარებულად ჯიმინს აირჩევდა, რადგან თავად მორცხვია და ჯიმინის სოციალურობა იზიდავს.

79. ხანდახან ჯგუფის წევრები ხუმრობით 'ბებოს' ეძახიან.

80. ჯინი შეძლებული ოჯახიდანაა. ხშირად 'თრეინობის' პერიოდში მშობლების გამოგზავნილი ფულით ბიჭებს საჭმელებს უკეთებდა და ზრუნავდა მათზე ყველანაირად.

81. ჯინს უყვარა პოლაროიდით ფოტოების გადაღება და მათი შეგროვება.

82. M!Countdown-ზე პირველი გამოსვლისას ჯინს სცენაზე კინაღამ ჩასძვრა შარვალი.

83. ჯინი ხანდახან ძილში ლაპარაკობს და მღერის კიდეც. ერთხელ ჰოსოკს და იუნგის შეეშინდათ, როცა მან უეცრად ღამით სიმღერა დაიწყო.

84. ჯინი სკოლაში დამჯერი მოსწავლე იყო და საშუალოდ სწავლობდა.

85. მას ძალიან უნდა ქალაქგარეთ სეირნობა, საცალფეხო გზაზე სიარული და კინოთეატრში წასვლა მეგობრებთან ერთად.

86. მიუხედავად იმისა, რომ ყავა არ უყვარს, მაინც სვამს ხოლმე. უმეტესად მხოლოდ მოცვის იოგურტის არომატიანს სვამს.

87. ჯინმა თქვა, რომ კოლეჯში სწავლისას თავი დააკლა სახელმწიფო კანონებს, 8 საათი სწავლობდა და მაინც ვერაფერი გაიგო.

88. ჯინს ჰყავდა ძაღლი სახელად ჯანგუ, რომელიც 2017 წელს მოკვდა.

89. ახლა ჯინს შინაურ ცხოველებად ოდენგი და ომუკი ჰყავს (Sugar gliders).

90. ჯინმა უნივერსიტეტი დაამთავრა 2017 წლის თებერვალში. ის სწავლობდა ფილმის ფაკულტეტზე.

91. მისთვის მისაბაძი მაგალითი Bigbang-ის T.O.P.-ია.

92. 10 წელიწადში სურს ისეთი აიდოლი და პიროვნება იყოს, რომელიც თინეიჯერებისა და ახალგაზრდა ზრდასრული გოგონების გარდა მათ დედებსაც ეყვარებათ.

93. ჭამამდე მას ჩვევად საჭმლის დაყნოსვა აქვს.

94. ის ჭამისას არ იყენებს ხის ჩხირებს, რადგან მათი სუნი არ მოსწონს და ჩანთით მუდამ საკუთარს დაატარებს.

95. მას არ ეხერხება ტყუილი.

96. ჯინი გიტარაზე და პიანინოზე უკრავს. გიტარაზე დაკვრის სწავლა ახლახანს დაიწყო.

97. ჯინი პირველი ქეიპოპ აიდოლია, რომელმაც Vlive-ში 100 მილიონი გული მოაგროვა დაბადების დღის ლაივზე 2017 წელს.

98. მას ძალიან უყვარს ჰაეროვანი კოცნების გაგზავნა და როცა ვინმეს თვალს უსწორებს, გაუცნობიერებლად თვალს უკრავს.

99. ჯინი ყოველთვის იმარჯვებს, როცა ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდხანს შეძლებს თვალებში უყუროს სხვებს თვალის დაუხამხამებლად.

100. მას ჯგუფში ყველაზე ფართო მხრები აქვს (დაახლოებით 60სმ).

*ბონუსი*
ჯინი უმეტესად Diptyque -ს ბრენდის სუნამოს ისხამს. რამდენიმე მონაცემით Diptyque Philosykos -ს და L'OMBRE DANS L'EAU -ს.

Continue Reading

You'll Also Like

572K 35.3K 70
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
6.3K 1.1K 23
පන්දුවෙන් වැඩදාන දගකාර හිතක් ලග ගන් එකෙන් වැඩ දාන සීතල හිතක් නතර උනොත් , #විරුශ් ...... 💞 For the love Of...
82.1K 10.9K 40
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
24.3K 3.9K 29
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...