BTS - Imagines & Reactions

By parkmyeonghwa

25.6K 1.4K 207

ეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი... More

1. BTS-ის რეაქცია, როცა ეტყვი, რომ უზომოდ გიყვარს.
2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.
3. BTS-ის რეაქცია, როცა შუაღამით ტკბილეულის საყიდლად მაღაზიაში წასვლას სთხოვ.
4. BTS-თან კამათი და შერიგება.
5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.
6. BTS-ის რეაქცია, როცა ძილში ლაპარაკობ
7. BTS-ის რეაქცია, როცა პირველად ამზადებ კორეულ საჭმელს.
8. BTS-თან პირველი შეხვედრა.
9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.
10. წარუშლელი კვალი (J-Hope Imagine)
11. ზარი (Jungkook Oneshot)
12. BTS-ის რეაქცია, შენს სიმთვრალეზე.
13. ძილის დამბლა (Jimin Imagine)
14. გიტარის გაკვეთილი (Taehyung Imagine)
15. საჩუქარი (Taehyung Oneshot)
16. BTS-ის რეაქცია, როცა ქორწინების ხელშეკრულებას მიაწოდებ.
17. BTS გეხმარება სწავლაში.
18. BTS-ის რეაქცია, როცა სხვა ბიჭთან დაგინახავენ.
20. JIMIN - ფაქტები
21. JIN - ფაქტები
22. შეყვარებული იუნგი
23. შეყვარებული თეჰიონი
24. შეყვარებული ნამჯუნი
25. შეყვარებული ჰოსოკი
26. შეყვარებული ჯონგუკი
27. შეყვარებული ჯიმინი
28. შეყვარებული სოკჯინი
29. BTS-ის მაკნეთა რეაქცია დაბალ შეყვარებულზე

19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.

1K 59 12
By parkmyeonghwa

სოკჯინი

თვალებს არ უჯერებდა, როცა ინტერნეტში სტატიაზე დართული თქვენი საერთო ფოტო ნახა საზიზღარი კომენტარებით ფანებისაგან. ყველაზე დიდი დარტყმა მისთვის ის აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ წინა დღიდან მოყოლებული იცოდი, მაგრამ არ იმჩნევდი და ფართოდ იღიმოდი მის წინაშე.

"ძალიან ვწუხვარ. არ მინდოდა ჩვენს სოყვარულს ასეთი ტკივილი მოეყენებინა შენთვის."

"არა, მართლა კარგად ვარ. ვიდრე შენ გვერდით მყავხარ, სულერთია რამდენი ადამიანია ჩემს წინააღდეგ."

თვალებზე ცრემლები ადგება და ძლერად გეხუტება.

"არ შეხვიდე ინტერნეტში და აღარც არაფერი წაიკითხო იქ. მთავარი ისაა, რომ მიყვარხარ და შენს დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ."

"ვიცი, და მაგიტომაც მიყვარხარ... ოღონდ ასე ძლიერად ნუ მიჭერ ხელს, ვეღარ ვსუნთქავ."

შენს სიტყვებზე ორივეს გეცინებათ, მერე კი ჯინი შენთვის სადილს ამზადებს და გიბრაზდება, როცა ცდილობ დაეხმარო.

იუნგი

იუნგისთვის სიურპრიზი არ ყოფილა რეაქცია, რომელიც მოჰყვა თქვენი ერთად ყოფნის შესახებ დაწერილ სტატიას. ძალიან მტკივნეული იყო იმ ყველაფრის წაკითხვა, რაც ჯერ თავად სტატიაში ეწერა, მერე კი კომენტარებში.

"იუნგი, რას აკეთებ?"

ვერც კი შეამჩნია როგორ შეხვედი სტუდიაში. ტელეფონი გვერდით გადადო, რომ არ დაგენახა რასაც აკეთებდა. მერე კი წამოდგა და ჩაგეხუტა.

"ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ?"

"მეც მიყვარხარ. რამე მოხდა?"

იუნგი არც ისე ხშირად ამბობდა ასეთ სიტყვებს. უმეტესად თავის გრძნობებს სხვანაირად გამოხატავდა. დაეჭვდი, მაგრამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

"აქ მოსვლამდე ინტერნეტში ხომ არ შესულხარ?"

ხვდები რატომაც გისვამს ამ კითხვას და ისიც იცი, რომ აშკარად განიცდის, ამიტომ ატყუებ, რადგან დღეს მთელი დღის ერთად გატარებას გეგმავდით და ამ დღის გაფუჭება არ გინდა.

"არა, არ შევსულვარ. რამე საინტერესოა?"

ტელეფონს გართმევს, თიშავს და მაგიდაზე დებს.

"დღეს მთელი დღით ჩემი ხარ. არავითარი ინტერნეტი."

გული გიჩუყდება მის მცდელობაზე დაგიცვას, მაგრამ ცრემლებს იკავებ და ეხუტები.

"მე ისედაც ყოველდღე შენი ვარ იუნგი."

ჰოსოკი

როცა უთხარი რაც მოხდა, შენს თვალებში ერთგვარი შიში ამოიკითხა. ამან ცოტა არ იყოს ააღელვა ისიც.

"ახლა რა მოხდება?"

შენს კითხვაზე უეცრად მაჯაზე წაგავლო ხელი, მოგქაჩა და ძლიერად მოგეხვია. ასე ძლიერად ალბათ არასოდეს ჩაგხუტებია და თავი იმ მომენტში საოცრად დაცულად იგრძენი.

"არაფერი მოხდება. არ დავუშვებ რამე მოხდეს. იცოდე, არავის მოუსმინო და არაფერი მიიტანო გულთან ახლოს. მთავარია მე მიყვარხარ."

"მეც მიყვარხარ ჰობი."

იცი როგორი ხასიათიც აქვს და ხვდები, რომ მომხდარს სავარაუდოდ შენზე მეტად განიცდის, თუმცა ამ მომენტში ის იმდენად მტკიცეა და მამაკაცური, რომ ნამდვილად არაფრის გეშინია მის გვერდით.

ნამჯუნი

ნამჯუნის გვერდით იდექი სტუდიაში, ვიდრე ის კომპიუტერთან სიმღერაზე მუშაობდა. სწორედ ამ დროს მეგობარმა კაკაოში სტატიის ლინკი გამოგიგზავნა და დააყოლა 'ოღონდ შენ არ ინერვიულო'-ო. როგორც კი სტატია გახსენი, რეაქცია ვერ გააკონტროლე.

"ეს რა ჯანდაბაა?"

იმდენად გაოცებული უყურებდი ტელეფონის ეკრანს, რომ ნამჯუნმა მოხერხებულად აგართვა ხელიდან ტელეფონი და თავადაც დახედა.

"საიდან გაიგეს? ან ეს ფოტო საიდან აქვთ?"

"ჯუნი, მაპატიე... ალბათ ჩემი მეგობრებიდან რომელიმემ გაავრცელა. ძალიან ვწუხვარ."

საოცრად დამნაშავედ გრძნობდი თავს. სტატიაში არსებული სელფი შენი პირადი სნეფჩეთიდან იყო, რომელზეც წვდომა მხოლოდ შენს რამდენიმე მეგობარს ჰქონდა.
ნამჯუნმა შეამჩნია, რომ ცოტაც და აგეტირებოდა. სკამი უკან დასწია, ხელი მოგკიდა და მიხერხებულად ჩაგისვა კალთაში, მერე კი ხელები შემოგხვია.

"არა, თავი არ დაიდანაშაულო. შენ არაფერშუაში ხარ. ჩემი ნების წინააღმდეგ ხომ არ აგიტვირთავს ეგ ფოტო? ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით."

კისერზე მოჰხვიე ხელები და თბილად ჩაეხუტე უსიტყვოდ. მანაც შემოგხვია საპასუხოდ წელზე ხელები. ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი და მთავარი ეს იყო.

ჯიმინი

პირველი, რაც ჯიმინმა გაიფიქრა სტატიის დანახვისას ის იყო, ნახე თუარა შენ ეს სტატია და როგორ გრძნობდი ახლა თავს. რა თქმა უნდა ის მაშინვე შენთან მოემართება და როგორც კი კარს აღებ, ძლიერად გეცუტება.

"ჯიმინ, რა გჭირს? 3 საათის წინ ხომ გნახე ბოლოს? ამ დროში ასე ძაან მოგენატრე?"

შენს ხუმრობაზე არ ეცინება და ხვდები, რომ სავარაუდოდ მანაც ნახა სტატია. ხმას არ იღებს და ხელსაც არ გიშვებს. ბოლოს ბედავს გკითხოს.

"ნახე სტატია?"

"კი, ვნახე".

ხელს გიშვებს და თვალებში გიყურებს.

"მაპატიე... მე გიხდი ბოდშს ჩვენი ფანების ნაცვლად... ალბათ გული გატკინეს, მაგრამ იცოდე, რომ ამას შეგნებულად არ აკეთებენ. ისინი უბრალოდ ჩემზე ღელავენ, რადგან არ გიცნობენ. მე გავაცნობ შენს თავს და მიხვდებიან რა კარგიც ხარ..."

თვალებზე ცრემლები გადგება და ამჯერად შენ ეხუტები მას ძალიან ძლიერად.

"მიყვარხარ ჯიმინ... არმი ჩემი ოჯახია და ჩემი ოჯახისგან არაფერი მწყინს იცოდე..."

ამ სიტყვებზე ცრემლებს ვერ იკავებს, შენ კი მომდევნო რამდენიმე საათი ცდილობ ხასიათზე მოიყვანო. არადა რა საყვარელია მაშინაც კი, როცა ტირის.

თეჰიონი

ერთად იყავით და კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდით, როცა მეგობრებმა ერთბაშად მოაყარეს მესიჯები, 'როგორ არ გრცხვენია, ამას როგორ გვიმალავდი'-ო, ჯერ დაიბნა, მერე კი ინტერნეტში შევიდა და სტატიას მოჰკრა თვალი. ძალიან გააბრაზა ჟურნალისტის სიტყვებმა შენს შესახებ. ეცადე შეგეჩერებინა, მაგრამ თეჰიონმა ლამის ორმეტრიანი ტექსტი გამოაქვეყნა ფანკაფეზე იმის შესახებ, რომ არავის აქვს უფლება ასე უხეშად ჩაერიოს სცვის ცხოვრებაში და საყვარელი ადამიანები გამოულანძღოს.

"თეჰიონ, გთხოვ, ემოციებს ნუ აჰყვები. ყველაფერი კარგად იქნება."

"არ იქნება, სანამ ადვოკატს არ დავურეკავ და ამ ჟურნალისტს არ ვუჩივლებ შენს შესახებ ნათქვამი სიტყვებისთვის."

იცოდი, რომ გაბრაზებული თეჰიონი საკმაოდ ფიცხი და ემოციური იყო, ამიტომ ტელეფონი გამოართვი, გაუთიშე და ოთახის მეორე ბოლოში მდგარ სავარძელზე მოისროლე მოხერხებულად.

"არავითარი ტელეფონი და ადვოკატი! სანამ ამ თამაშში არ დაგამარცხებ, მანამდე აქ იჯდები!"

ჯერ გაოგნებული გიყურებს, მერე კი ეცინება და ავიწყდება სტატია. ალბათ იმიტომაც უყვარხარ ასე ძალიან, რომ შენს გვერდით შეუძლია ჩვეული მხიარული და უდარდელი თეთე იყოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ამბავს დაოვიწყებს. ის აუცილებლად ყველანაირად დაგიცავს და სანერვიულოც არაფერი გექნება.

ჯონგუკი

ალბათ ყველაზე მეტად ახალი ამბოთ ქუქი დაიბნეოდა, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავად დადო ინტერნეტში შემთხვევით თქვენი საერთო სელფი მემბერთან გადაღებული სელფის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო ლამის იმ წამსვე წაშალა, არმის რას გამოაპარებდა?

"მისმინე, ნაწყენიც ვარ ახლა, აღელვებულიც და ცოტა გაბრაზებულიც, მაგრამ ამაზე ნერვიულობა რას მოგვიტანს ჯონგუკ? ჯობია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას."

წუხილით სავსე მზერით გიყურებს და ხვდები, რომ ძალიან ნანობს შეცდომას. ძალიან უყვარხარ და შენი დაზარალება არ სურს.

"დამპირდი, რომ ინტერნეტში არ შეხვალ და კომენტარებს არ ნახავ."

"გპირდები ქუქი."

"დამპირდი, რომ არც არმის გაუნაწყენდები. ეცადე გაუგო მათ..."

"გავუგებ, ნუ ღელავ. ისინი ხომ ჩემი ოჯახის წევრებიც არიან?"

შენი ღიმილი ბნელ გამომეტყველებას უნათებს და ძლიერად გეხუტება.

"მოგიყვე რატომ შემიყვარდი?"

"არ გინდა... ასჯერ მაინც მაქვს მოსმენილი უკვე."

"ჰოდა კიდევ ერთხელაც მოისმენ."

გეცინება და ცდილობ გააჩერო, მაგრამ მოყოლას იწყებს და შენც იძულებული ხარ მოუსმინო, რადგან რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს მოსმენილი, ამ ისტორიის მოსმენა ძალიან გიყვარს და სინამდვილეში არასოდეს გბეზრდება.

-------------
დიდი ხანია არაფერი დამიდია, რადგან გულწრფელად არ მეცალა ამ პერიოდში, თუმცა დღეიდან ვეცდები რეაქციებისა და იმეჯინებოს დადება გავაგრძელო. ❤ გმადლობთ ერთგულ მკითხველებს მოთმინებისთვის. ❤

Continue Reading

You'll Also Like

13.7K 3K 46
විනාශ කරදැමූ කිරි සිහිනයක් වෙනුවෙන් බැදි වෛරයක් නිසා පරම්පරාවක්ම නසන්නට ශපථ කළ නේත්‍රාවකගේ පළිගැනීමට මැදිවූ සෙනෙහසක අන්දරය....... රුහිරු බැදි බැමි~
121K 12.5K 51
-من هەڵەم نەکرد بچکۆلەکەم، من تەنیا خۆشم ویستی... -تاک و تەنیا ئاواتی من داهاتووێک بوو لەگەڵ تۆ~ -عەشقی من بۆتۆ ئەو ئۆقیانووسە قوڵەیە کە دەمەوێ تێیدا...
70K 17.9K 61
💚❤ පෙරවදන් කුමකටද...... පසු වදනින් මුණගැසෙන තුරු.......❤💚 🆃︎🅷︎🅴︎ 🅸︎🅽︎🅵︎🅸︎🅽︎🅸︎🆃︎🆈︎...........❤️‍🔥❤️‍🔥
172K 26.4K 21
"နွေအရောင်တွေဟာ ဝိုင်လိုပဲ..."