BTS - Imagines & Reactions

By parkmyeonghwa

25.6K 1.4K 207

ეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი... More

1. BTS-ის რეაქცია, როცა ეტყვი, რომ უზომოდ გიყვარს.
2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.
3. BTS-ის რეაქცია, როცა შუაღამით ტკბილეულის საყიდლად მაღაზიაში წასვლას სთხოვ.
4. BTS-თან კამათი და შერიგება.
5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.
6. BTS-ის რეაქცია, როცა ძილში ლაპარაკობ
7. BTS-ის რეაქცია, როცა პირველად ამზადებ კორეულ საჭმელს.
8. BTS-თან პირველი შეხვედრა.
9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.
10. წარუშლელი კვალი (J-Hope Imagine)
11. ზარი (Jungkook Oneshot)
12. BTS-ის რეაქცია, შენს სიმთვრალეზე.
13. ძილის დამბლა (Jimin Imagine)
14. გიტარის გაკვეთილი (Taehyung Imagine)
15. საჩუქარი (Taehyung Oneshot)
16. BTS-ის რეაქცია, როცა ქორწინების ხელშეკრულებას მიაწოდებ.
18. BTS-ის რეაქცია, როცა სხვა ბიჭთან დაგინახავენ.
19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.
20. JIMIN - ფაქტები
21. JIN - ფაქტები
22. შეყვარებული იუნგი
23. შეყვარებული თეჰიონი
24. შეყვარებული ნამჯუნი
25. შეყვარებული ჰოსოკი
26. შეყვარებული ჯონგუკი
27. შეყვარებული ჯიმინი
28. შეყვარებული სოკჯინი
29. BTS-ის მაკნეთა რეაქცია დაბალ შეყვარებულზე

17. BTS გეხმარება სწავლაში.

889 62 12
By parkmyeonghwa


სოკჯინი

სთხოვე ცოტა ხნით ხელი არ შეეშალა, რადგან დავალებები გქონდა დასაწერი, ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა და შორიახლოს ჩამოჯდა დივანზე. ნერვულად ისრესდი ცალი ხელით თავს, მეორეთი კი კალმის თავით რვეულზე აკაკუნებდი. ვეღარ მოითმინა და მოგიახლოვდა.

"ხომ არ დაგეხმარო?"

"შენ? დარწმუნებული ხარ? მათემატიკას ვწერ."

"სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი. ვცდი."

"კარგი. ტრიგონომეტრიულ განტოლებას ვხსნიდი."

"რას? განტოლებამდე სიტყვა ვერ გავიგონე."

"ტრიგონომეტრია?"

"ჰო აი ეგ. რა არის, იჭმება?"

სიცილი აგიტყდა, წამოდექი და თბილად ჩაეხუტე.

"გადაჯექი, წერას დავამთავრებ და რამეს მოგიმზადებ, ვჭამოთ. ტრიგონომეტრია უგემურია."

მასაც ეცინება და ისევ უბრუნდება თავის ადგილს. თუმცა ამჯერად საქმელზე ფიქრობს და მოუსვენრად ატრიალებს ხელში ტელეფონს.

"მალე მორჩები?"

"10 წუთიც."

იუნგი

სანამ იუნგი კომპიუტერთან იჯდა და სიმღერაზე მუშაობდა, დრო იხელთე და გაკვეთილზე ჩასაბარებელი ტექსტის სწავლა გადაწყვიტე. ჩურჩულით იმეორებდი ერთი და იგივეს და ნერვულად ურტყამდი ხელს წიგნს, როცა რაღაც დაგავიწყდებოდა. იუნგიმ შენიშნა შენი მდგომარეობა და დაგიძახა.

"დაგეხმარები თუ გინდა."

"აუ, მოიცადე რა. ნერვოზი მეწყება."

"მომაწოდე წიგნი და მე ჩავიბარებ."

წინააღმდეგობას არ უწევ, წიგნს აძლევ, მის გვერდით ოდნავ მოშორებით ჯდები და მოყოლას იწყებ. მთელი გაკვეთილის მოყოლის მერე, კმაყოფილი იხედები იუნგისკენ, ვინაიდან ერთი შეცდომაც არ დაგიშვია და არც არაფერი დაგვიწყებია.

"მადლობა. შენ რომ გაბარებდი უფრო მშვიდად ვიყავი და არ შემშლია."

პასუხს არ გცემს და თავდახრილი იყურება წიგნისკენ. აკვირდები და ხედავ, რომ თვალები დახუჭული აქვს. ალბათ ისტორია მოსაწყენი თემაა მისთვის და ჩაეძინა. ფრთხილად ართმევ ხელიდან წიგნს, ასევე ფრთხილად აწვენ დივანზე და პლედს აფარებ.

"იძინე. ისედაც რამდენი დღეა წესიერად არ გძინავს."

შენ კი სწავლას აგრძელებ.

ჰოსოკი

განწარებული სწავლობდი ლექსს და პარალელურად გულში იგინებოდი. ჰობიმ შეამჩნია როგორი დაძაბული იყავი და მოგიახლოვდა.

"რას სწავლობ?"

"ლექსს... რამდენიმე საუკუნის წინ დაწერილ უაზრო ლექსს."

"დაგეხმარო?"

"შენ რით უნდა დამეხმარო, ჩემს მაგივრად ხომ არ ისწავლი?"

ორივეს გეცინებათ შენს ნათქვამზე და წიგნს გართმევს.

"რეპი წაიკითხე. ასე უფრო დაგამახსოვრდება."

"რეპი?"

ჰობი იწყებს ლექსის კითხვას რეპის სტილში. ერთი ჩვეულებრივი და ძველი ლექსი უეცრად ნამდვილი ჰიპჰოპის შედევრს ემსგავსება.

"ასე სცადე."

"ჰობი... გენიოსი ხარ."

"მოდი ერთად გავრეპოთ."

მთელი საღამო მხიარულად სწავლობთ ლექსს და მეორე დღეს ყველაზე კარგ შეფასებას შენ ღებულობ.

ნამჯუნი

ნამჯუნმა გვერდით ჩაგიარა, როცა მათემატიკას წერდი, დაინახა რა გამწარებული ხსნიდი მაგალითებს და შენს პირდაპირ დაჯდა მაგიდასთან. ყურადღება არ მიგიქცევია, ცდილობდი კვადრატული განტოლება ამოგეხსნა.

"არასწორად გააკეთე. აი ეს უნდა ჩაგესვა აქ და პასუხი 23 იქნებოდა."

დახედე რვეულზე ნამჯუნის თითით ნაჩვენებ ადგილებს და გაოგნებულმა ახედე.

"ერთი შეხედვით მიხვდი?"

თავი დაგიქნია და თვალი ჩაგიკრა. თავი დახარე, პასუხი ჩაასწორე და ამოცანაზე გადახვედი. როცა ამოცანაზეც გაეჭედე, ისევ ნამჯუნს გახედე საცოდავი სახით.

"დაგეხმარო?"

"გეომეტრიული ამოცანები მიჭირს... ამიხსენი რა..."

შენს გვერდით სკამზე ჯდება, კალამს გათმევს და სავარჯიშო ფურცელზე იწყებს ამოცანის ამოხსნას. თან გასწავლის რას და რატომ აკეთებს. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამოცანას დახედო და მოუსმინო, ნამჯუნს აკვირდები და მისი ტუჩების მოძრაობას.

" ეს გაიგე?"

"კი."

"ვხედავ, რომ ვერ გაიგე. რაყომ მატყუებ?"

ხვდები, რომ ასე არაფერი გამოვა და აშკარად რეპეტიტორის აყვანა მოგიწევს.

ჯიმინი

პრეზენტაციას ამზადებდი გეოგრაფიაში და ნერვულად დაძვრებოდი საიტებზე. ჯიმინმა შეამჩნია როგორი დაძაბული იყავი და მოგიახლოვდა.

"გინდა დაგეხმარო? რა მოგიძებნო? მეც ვცდი."

"აზიის ცნობილი რეკრეაციული ზონები მინდა და მათი გავრცელების არეალი."

"რაო?"

ისეთი საწყალი სახე მიიღო, სიცილი აგიტყდა.

"კარგი დაივიწყე, თავად მოვძებნი."

"სხვა რამით დაგეხმარები."

"ჩაი დაადგი მაშინ და მერე მხრების მასაჟი არ მაწყენდა."

გაეხუმრე, თუმცა ჯიმინმა მართლა დაადგა ჩაიდანი ასადუღებლად და მხრების მასაჟის კეთებასაც შეუდგა. ყოველი მისი შეხებისგან უარესად იძაბებოდი და გონება გეფანტებოდა. ბოლოს ლეპტოპი დახურე.

"რამე მოხდა?"

"ჩაიც დაივიწყე და პრეზენტაციაც, შენთან ჩახუტებულს მინდა დაძინება ამაღამ."

არც ამ სურვილზე გეუბნება ჯიმინი უარს. მომავალ დღეს კი სასწავლებელში დამატებით ერთ კვირას იღებ პრეზენტაციის დასასრულებლად.

თეჰიონი

თემის დაწერის მცდელობაში უკვე მეოთხე ფურცელი დაკუჭე და მოისროლე. თეჰიონი ამ ყველაფერს უყურებდა. ყოველ მომდევნო გადაგდებულ ფურცელს ხელში იღებდა, შლიდა და კითხულობდა.

"გეფიცები, ესეც კარგია. რა არ მოგწონს?"

"ბანალურია. მინდა თემის წაკითხვისას ეტყობოდეს, რომ ჩემი დაწერილია. ამის ნაცვლად კი მწერლების ენით ვწერ. რა ვქნა?"

შენს გვერდით დაჯდა, ხელი გადაგხვია და ფურცელს დახედა.

"თემას ჰქვია 'სიყვარული და მისი გავლენა ყურადღების კონცენტრაციაზე.' მანამდე წერდი სიყვარული ხელს უწყობს კონცენტრაციასო. იქნებ პრობლემა ეგაა?"

"რას გულისხმობ?"

"პრაქტიკულად აგიხსნი."

თეჰიონი დგება, გიახლოვდება, უკნიდან ხელს გხვევს და შენს კისერთან იხრება. ვერაფერს ეუბნები, რადგან დარწმუნებული არ ხარ რას აკეთებს.

"წერა განაგრძე."

მის სიტყვებს ემორჩილები და წერას აგრძელებ, მაგრამ როგორც კი კისერზე მის სუნთქვას, მერე კი ტუჩების შეხებას გრძნობ, გონება გეფანტება და კალამი ხელიდან გივარდება. თეჰიონი გშორდება და შორიახლოს სავარძელში ჯდება მოხერხებულად.

"ახლაც ფიქრობ, რომ სიყვარული ადამიანს კონცენტრაციაში ეხმარება?"

წითლდები, თავს ხრი და რაღაცას ბურტყუნებ. თეჰიონს ეცინება, შენ კი ისევ კუჭავ ფურცელს და მისი იატაკზე დაგდების შემდეგ თავიდან იწყებ წერას.

ჯონგუკი

რაღაც ჩაილაპარაკე და წიგნი დახურე. ამის ნერვები აღარ გყოფნიდა.

"რა მოხდა?"

ჯონგუკი მოგიახლოვდა და წიგნს დახედა.

"ფიზიკის ამოცანას ვხსნიდი და გავიჭედე. დაივიწყე. ხვალ თავიდან ავახსნევინებ მასწავლებელს."

"მე აგიხსნი."

ჯონგუკის თავდაჯერებულობამ გაგაოცა. წიგნი გადაშალე და შეუტრიალე.

"დარწმუნებული ხარ? აი ეს ამოცანაა."

ჯონგუკმა ყურადღებით წაიკითხა ამოცანა და ცოტა ხნით ჩუმად იდგა. ყურადღებით დააკვირდი. უცებ ჯონგუკმა ჯიბეზე მიირტყა ხელი, იქიდან ტელეფონი ამოიღო და აფორიაქებული გამომეტყველება მიიღო.

"ჯიმინია. სასწრაფოდ მოდიო. მაპატიე, სხვა დროს დაგეხმარები."

სწრაფად ჩაიცვა ფეხზე და გარეთ გაიქცა. ტელეფონი აიღე და ჯიმინს დაურეკე. რა თქმა უნდა ჯონგუკმა მოგატყუა და ჯიმინი არაფერშუაშია, უბრალოდ ამოცანა ვერ გაიგო და ვერ აღიარა, რომ ვერ გაიგო. გაგეცინა მის საქციელზე, წიგნი დახურე და ქუქის დაურეკე.

"დაბრუნდი, ამოვხსენი უკვე ამოცანა."

ამას კიდევ დიდხანს ახსენებ და ყოველ გახსენებაზე ნერვებს უშლი.

Continue Reading

You'll Also Like

24.9K 2.2K 71
ဖတ်ကြည့်နော်😉😉
96.3K 15.6K 52
❝ ﹏ මට මේක කියන්නකෝ අග්‍ර..බියුටි ඇන්ඩ් ද බීස්ට් එකේ කුමාරයා ශාපයක් නිසා එච්චර කැත රාක්‍ෂයෙක් වුනේ නැත්තම් බෙල් වගේ දුප්පත් කෙල්ලෙක් දිහා අඩුම තරමෙ බ...
121K 12.6K 51
-من هەڵەم نەکرد بچکۆلەکەم، من تەنیا خۆشم ویستی... -تاک و تەنیا ئاواتی من داهاتووێک بوو لەگەڵ تۆ~ -عەشقی من بۆتۆ ئەو ئۆقیانووسە قوڵەیە کە دەمەوێ تێیدا...
6.3K 1.1K 23
පන්දුවෙන් වැඩදාන දගකාර හිතක් ලග ගන් එකෙන් වැඩ දාන සීතල හිතක් නතර උනොත් , #විරුශ් ...... 💞 For the love Of...