BTS - Imagines & Reactions

By parkmyeonghwa

25.6K 1.4K 207

ეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი... More

1. BTS-ის რეაქცია, როცა ეტყვი, რომ უზომოდ გიყვარს.
2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.
3. BTS-ის რეაქცია, როცა შუაღამით ტკბილეულის საყიდლად მაღაზიაში წასვლას სთხოვ.
4. BTS-თან კამათი და შერიგება.
5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.
6. BTS-ის რეაქცია, როცა ძილში ლაპარაკობ
7. BTS-ის რეაქცია, როცა პირველად ამზადებ კორეულ საჭმელს.
8. BTS-თან პირველი შეხვედრა.
9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.
10. წარუშლელი კვალი (J-Hope Imagine)
11. ზარი (Jungkook Oneshot)
12. BTS-ის რეაქცია, შენს სიმთვრალეზე.
13. ძილის დამბლა (Jimin Imagine)
15. საჩუქარი (Taehyung Oneshot)
16. BTS-ის რეაქცია, როცა ქორწინების ხელშეკრულებას მიაწოდებ.
17. BTS გეხმარება სწავლაში.
18. BTS-ის რეაქცია, როცა სხვა ბიჭთან დაგინახავენ.
19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.
20. JIMIN - ფაქტები
21. JIN - ფაქტები
22. შეყვარებული იუნგი
23. შეყვარებული თეჰიონი
24. შეყვარებული ნამჯუნი
25. შეყვარებული ჰოსოკი
26. შეყვარებული ჯონგუკი
27. შეყვარებული ჯიმინი
28. შეყვარებული სოკჯინი
29. BTS-ის მაკნეთა რეაქცია დაბალ შეყვარებულზე

14. გიტარის გაკვეთილი (Taehyung Imagine)

743 51 5
By parkmyeonghwa

„წამოდი, გარეთ გავიდეთ" - შენს ყელს მისი თბილი სუნთქვა მოხვდა და უფრო ახლოს მოიწია შენსკენ. ჩვეულებრივი, წვიმიანი დღე იყო და შენს შეშლილ ბოიფრენდს გარეთ უნდოდა გასვლა.

„თეჰიონ, აზროვნებ? ქვეყანა ინგრევა გარეთ"-უთხარი სიცილით, მან კი ნაზი კოცნები მიმოფანტა შენს კისერზე. გარეთ იელვა და იქუხა, რაზეც შიშისგან ორივე შეუხტით.

„ხომ გეუბნებოდი?" -უთხარი ნიშნისმოგებით და ფანჯრისკენ გაიხედე.

„აბა რა ვაკეთოთ?" - დაიწუწუნა საყვარლად.

„არ ვიცი." - მიტრიალდი მისკენ და თვალებში ჩახედე. ხელი ლოყაზე შეახე და ისიც მორჩილად დაგეყრდნო სახით ხელზე.

„ვიცი!" - წამოიძახა და ეშმაკურად გაიღიმა. მისი ხელი მუხლიდან თეძომდე ამოგიცურდა და ბამბის თბილ მაირურში შემოცურდა.

„თეჰიონ!" - უთხარი მკაცრად და მისი ხელი მოისროლე. დაიწუწუნა, მაგრამ ხელი არ გაუწევია, ისევ დაგადო.

„მოდი, მაგის ნაცვლად გიტარაზე დაკვრას გასწავლი."- შესთავაზე და ოთახის კუთხიდან გიტარა მოიტანე.

„ხომ იცი, რომ მაგის დაკვრას ვერასოდეს ვისწავლი?" - გააქანა თავი, მაგრამ შენ მაინც შეაჩეჩე ხელში გიტარა.

„ხედავ? აი ასე უნდა გეჭიროს ინსტრუმენტი ხელში." -გიტარა გამოართვი და ისე დაიკავე, როგორც მას უნდა სჭეროდა ხელში.

„მოდი ეგ ინსტრუმენტი გადადე და მეორე დაიკავე" - გაგაშაყირა და თავადაც გაწითლდა საკუთარ სიტყვებზე.

„კარგი რა" - თვალები გადაატრიალე და გიტარა გაუწოდე.

„ჰო კარგი, ასე სწორად მიჭირავს?" - თქვა და შეგნებულად არასწორად დაიჭირა გიტარა. მერე გადააბრუნა და გიტარის უკანა ზედაპირზე ხელების ტყაპუნი დაიწყო. ნერვები მოგეშალა და მისკენ მიიწიე.

„კარგი რა, სერიოზულად გეუბნები"-ხელში გიტარა გაუსწორე და ეშმაკური ღიმილი დაეფინა სახეზე. მის გვერდით საწოლზე უნდა ჩამომჯდარიყავი, მაგრამ გაგაჩერა და კალთაზე მიგითითა. თავი გააქანე უარყოფის ნიშნად.

„კარგი რა! დაჯექი!"-შენივე ტონით გითხრა. დაღლილად ამოისუნთქე და კალთაში ჩაუჯექი. მისი სუნი გეცა და ერთიანად გათბი ამ სურნელით. სისხლი აგიჩქეფდა ძარღვებში.

„კარგი გოგო ხარ. რა კარგი მოსწავლე ხარ." - თქვა და გიტარა გადადო საწოლზე. მისი სახე შენს კისერს მიუახლოვდა, შენ კი მის ცხელ სუნთქვაზე ჟრუანტელმა დაგიარა.

„გიტარას თუარ აიღებ გადავჯდები"-უთხარი ჯიუტად და წამოდგომა დააპირე, მაგრამ მან სწრაფად დაავლო გიტარას ხელი და აღარ ამდგარხარ.

„კარგი, მასწავლებელო."-გითხრა ღიმილით და თვალებში შემოგხედა.

„ესე იგი... ეს აკორდია A, ანუ ლა-მაჟორი." -თითები სათანადო სიმებზე დაადებინე, მაგრამ სიმებს ხელი გაუშვა და წელზე მოგხვია.

„მორჩი რა..."-უთხარი თითქმის ჩურჩულით და ლოყებს შიგნიდან უკბინე, რათა აღგზნება დაგემალა და არასასურველი ხმები არ გამოჰპარვოდათ შენს ბაგეებს.

„რატომ? მასწავლებელს ხელს ვუშლი გაკვეთილის ჩატარებაში?"

მან გიტარა გადადო და ყურის ბიბილოზე გიკბინა ვნებიანად. სწორედ იმიტომაა თეჰიონი ასეთი მიმზიდველი, რომ ასე უნამუსოდ წელავს დროს და გაწვალებს. მის მოქმედებაზე კვნესა გამოეპარა შენს ბაგეებს, რაზეც ჩაეცინა და კისერზე ენა დაგისვა. შენც დანებდი და თმებში ხელი შეუცურე.

„აი ასე ძვირფასო. ჯანდაბას ეგ გიტარა."-ხელი მოგხვია წელზე, ახლოს მოიწია და შენს ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. საწოლზე ერთად დაეშვით და დაუსრულებლად ტრიალებდით. ხან ის იყო ზემოდან, ხან შენ. უხეში კოცნების მწკრივი ჩააყოლა ტუჩებიდან კისრამდე, შემდეგ კი მკერდამდე, რაზეც კიდევ ერთი კვნესა აღმოგხდა.

„შეიძლება ეს გიტარის გაკვეთილები ყოველდღე ჩავატაროთ?"-გკითხა ოდნავ ხრინწიანი ხმით და დაწყებული საქმე განაგრძო... ის, რაშიც თეჰიონი საუკეთესო იყო...

Continue Reading

You'll Also Like

2.4K 119 26
Gwen's whole life has been about one thing, hockey. Growing up Gwen didn't have it easy and always had to work hard at what she wanted. She had put a...
81.8K 10.9K 40
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
59.5K 8K 32
Após a morte de seu pai Edward Teach, um dos maiores e mais respeitados piratas da região do Caribe, Mon assume como capitã do navio Concorde. Bem qu...
3.8K 727 18
Zero Sugar is not sweet......, but good for Health ! Binthew Fanfiction { Start - 14 May, 2024 - } ဤ FanFiction သည် စာရေးသူ၏ စိတ်ကူးအတွေးသက်သက်...