BTS - Imagines & Reactions

By parkmyeonghwa

25.6K 1.4K 207

ეს გახლავთ კორეულ ჯგუფ ბითიესთან დაკავშირებული რეაქციების და იმეჯინების კრებული. მინდოდა თავი მომეყარა ყოველი... More

1. BTS-ის რეაქცია, როცა ეტყვი, რომ უზომოდ გიყვარს.
3. BTS-ის რეაქცია, როცა შუაღამით ტკბილეულის საყიდლად მაღაზიაში წასვლას სთხოვ.
4. BTS-თან კამათი და შერიგება.
5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.
6. BTS-ის რეაქცია, როცა ძილში ლაპარაკობ
7. BTS-ის რეაქცია, როცა პირველად ამზადებ კორეულ საჭმელს.
8. BTS-თან პირველი შეხვედრა.
9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.
10. წარუშლელი კვალი (J-Hope Imagine)
11. ზარი (Jungkook Oneshot)
12. BTS-ის რეაქცია, შენს სიმთვრალეზე.
13. ძილის დამბლა (Jimin Imagine)
14. გიტარის გაკვეთილი (Taehyung Imagine)
15. საჩუქარი (Taehyung Oneshot)
16. BTS-ის რეაქცია, როცა ქორწინების ხელშეკრულებას მიაწოდებ.
17. BTS გეხმარება სწავლაში.
18. BTS-ის რეაქცია, როცა სხვა ბიჭთან დაგინახავენ.
19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.
20. JIMIN - ფაქტები
21. JIN - ფაქტები
22. შეყვარებული იუნგი
23. შეყვარებული თეჰიონი
24. შეყვარებული ნამჯუნი
25. შეყვარებული ჰოსოკი
26. შეყვარებული ჯონგუკი
27. შეყვარებული ჯიმინი
28. შეყვარებული სოკჯინი
29. BTS-ის მაკნეთა რეაქცია დაბალ შეყვარებულზე

2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.

1.2K 81 1
By parkmyeonghwa


სოკჯინი

ოთახში აღელვებული შეხვედი და ჯინის წინ ნერვულად ისრესდი ხელებს... რამოდენიმეჯერ გკითხა რაში იყო საქმე და ბოლოს შენგან პასუხიც მიიღო.

"შენთვის ასაკი არ მითქვამს აქამდე... სკოლაში ვსწავლობ."

ამ სიტყვების თქმასთან ერთად თავი დახარე. ჯინი თავიდან შოკში იყო, რადგან ამას არ ელოდა, შენ ხომ არც ვიზუალურად და არც აზროვნებით არ ჰგავდი არასრულწლივანს. მერე კი მოგიახლოვდა და ხელები მხრევზე ნაზად დაგადო.

"მისმინე. ძალიან მიყვარხარ და შენ ეს იცი, უბრალოდ არ მინდა ამ ურთიერთობამ რომელიმეს ზიანი მოგვაყენოს. თან არ მინდა ან შენ ან ჯგუფის დანარჩენ წევრებს ასე მოგექცეთ. შენს მე-19 დაბადების დღეს დაველოდოთ და ერთად ავღნიშნოთ გრანდიოზულად, მანამდე კი ვიმეგობროთ, კარგი?"

სიტუაციის განსამუხტად ლოყაზე გჩქმეტს და წყვეტს გაგამხიარულოს.

"რა ჰქვია ორ გოჭს?"

"არ ვიცი."

"ღორი."

ფანჯრის წმენდის ხმაზე იცინის და შენც ვერ იკავებ თავს.

იუნგი

მასთან სტუდიაში შედიხარ ფრთხილი ნაბიჯებით და მის გვერდით სკამზე მძიმედ ეშვები. გამჩნევს, ყურსასმენებს იხსნის და შენსკენ ტრიალდება.

"იუნგი... მინდოდა ამის სათქმელად უფრო შესაფერისი დრო შემერჩია, მაგრამ გადავწყვიტე, რაც მალე გეტყოდი, უკეთესი იქნებოდა."

"ნუ მაშინებ, რა მოხდა?"

"მე... გახსოვს გითხარი 9-დან 3-მდე არ მცალია ხოლმე, უნივერსიტეტში ვსწავლობ მეთქი? სინამდვიკეში სკოლის მოსწავლე ვარ..."

გაოცებულია და ცდილობს შენი ნათქვამი გადახარშოს. თავს ხრი და ის ამჩნევს, რომ აშკარად აღელვებული ხარ.

"ეს არ ცვლის ჩემს გრძნობებს შენდამი, რადგან შენში თავიდანვე ზრდასრულ და მიზანდასახულ გოგონას ვხედავდი. უბრალოდ უკეთესი იქნებოდა ეს თავიდანვე მცოდნოდა. მიყვარხარ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ წელს დაგელოდები. შენთან ურთიერთობას არ ვწყვეტ, უბრალოდ დღეიდან რაღაც დროით მეგობრების სტატუსი გვექნება."

ის მშვიდად გიხსნის სიტუაციას და მის სიტყვებზე მშვიდდები. ამის შემდეგ ახალ სიმღერას გასმენინებს და ყველანაირი დარდი გიქარწყლდება.

ჰოსოკი

ჰოსოკის წინაშე იდექი და ელოდებოდი მის რეაქციას მისთვის მიწოდებულ იბფორმაციაზე. მას მერე, რაც გამოუტყდი, რომ არასრულწლოვანი ხარ, უკვე რამოდენიმე წუთი ჩუმად იყო და ხმის ამოღებას ვერცერთი ბედავდით. ეტყობოდა, რომ გაოცებული იყო, მაგრამ სიტუაციის განსამუხტად გაიღიმა და საუბარი მშვიდად დაიწყო.

"კარგი, ასე ნუ განიცდი. ეს არაფერს ცვლის. უბრალოდ ხომ გესმის, რომ ცოტა ხნით ურთიერთობის გაწყვეტა მოგვიწევს ოფიციალურად. მიყვარხარ და მოუთმენლად დაველოდები იმ დღეს, როცა სრულწლოვანი გახდები და კვლავ შევძლებთ ერთად ყოფნას. დამპირდი, რომ იქამდე არ მოიწყენ. ვიმეგობროთ, კარგი?"

შენს გამსახიარულებლად სულელურ ცეკვას იწყებს და სულ მალე მთელი დაძაბულება გეხსნება.

ნამჯუნი

ურეკავ და ეუბნები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი და ისიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ახერხებს შენთან შესახვედრად დრო გამონახოს. ერთმანეთს იმ კაფეში ხვდებით, სადაც ხშირად ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. სადღაც მიყრუებულ უბანში, უცხო თვალისგან მოშორებულ და მყუდრო გარემოში.

"ჯუნი... ვაპურებდი შენთვის ადრეც მეთქვა, მაგრამ შემეშინდა, რომ დაგკარგავდი. მე... უნივერსიტეტის კიარა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვარ."

თითებს ნერვიულად ხლართავ ერთმანეთში, მერე კი ყავის ფინჯანს ხვევ ხელებს და თავს ხრი. ნამჯუნს წამიერად თითქოს ბრაზი ეტყობა სახეზე, მაგრამ მერე ეს ბრაზი ჩაფიქრებული გამომეტყველებით იცვლება. ცოტა ხნით ხმას არ იღებს, მაგრამ მერე სიჩუმეს მშვიდი ხმით არღვევს.

"ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ? უბრალოდ ჩვენ ხომ კორეაში ვართ და ალბათ იცი რა შეხედულებაა აქ მაგასთან დაკავშირებით. თან ამ ურთიერთობით არ მინდა ან შენ ან ბითიესს ზიანი მოგადგეთ. გპირდები, რომ აუცილებლად დაგელოდები და ოდესმე ერთად ვიქნებით. მანამდე კი უფრო უსაფრთხო იქნება მეგობრებად თუ დავრჩებით. ჩემი ხომ გესმის?"

ყველანაირად ცდილობს ლოგიკური და მორალური კუთხით აგიხსნას სიტუაცია. შენც ეთანხმები ყველაფერში და აცნობიერებ, რომ სწორად მსჯელობს. ორივემ იცით, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება, ამიტომ ყავის სმას უკვე მხიარულად განაგრძობთ.

ჯიმინი

როცა ჯიმინმა კარი გააღო და შენ დაგინახა, წამით შეეშინდა რამე ხომ არ მოხდაო. სახლში შეგიპატიჟა და უკან აღელვებული გამოგყვა.

"ჯიმინ... დაგპირდი არასოდეს მოგატყუებ მეთქი, მაგრამ ბოლომდე გულახდილი არ ვყოფილვარ შენთან. სინამდვილეში არ ვარ სრულწლოვანი და სკოლაში ვსწავლობ."

თავდაპირველად არაფერს ამბობს და დივანზე ჯდება. თვალს ვერ გისწორებს. გგონია, თითქოს სადაცაა ატირდება ან გეტყვის 'წადი და აღარ დაბრუნდე'-ო. თუმცა უეცრად შენსკენ იწევა ხელით, ხელზე გექაჩება და მის გვერდით დივანზე გსვამს. სახეზე ძალიან თბილი და მზრუნველი ღიმილი აქვს, რომლისგანაც ცოტაც და შეიძლება თავად აგეტიროს.

"მისმინე... მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები. შენი სიტყვები არაფერს ცვლის ჩემში. უბრალოდ ამ ურთიერთობამ პრობლემები რომ არ შეგვიქმნას, სჯობს ცოტა ხნით ფორმალურად დავშორდეთ ერთმანეთს. ყურადღება სწავლაზე გადაიტანე და გპირდები, დრო სწრაფად გაივლის. სკოლის გამოშვებაზე მოვალ და ყველას თვალწინ გულში ჩაგიკრავ."

ჯიმინი ამჩნევს, რომ ტირილის პირზე ხარ, ამიტომ უეცრად წყვეტს 'შეგიღუტუნოს' გვერდებზე. ცრემლები უმალ გიქრება თვალებიდან და ისტერიულ სიცილს იწყებ. სულ მალე გავიწყდება სევდა და ჯიმინთან ერთად იწყებ სამომავლო გეგმების დალაგებას.

თეჰიონი

"მეხუმრები არა?"

თეჰიონი იცინოდა შენს ნათქვამზე, მაგრამ როცა სერიოზული სახით უარის ნიშნად თავი გააქანე, მისი სახიდან სიცილი გაქრა. იმ წუთიდან, როცა მის ოთახში შეხვედი და განუცხადე, რომ არასრულწლოვანი ხარ, არ იცოდა რა ეფიქრა ან რა ეთქვა. დაბნეული იყო და ცოტათი შეშინებულიც.

"თეჰიონ, ასე ნუ ღელავ. ჩვენ ხომ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რაც პრობლემებს შეგვიქმნიდა."

შენმა სიტყვებმა დაამშვიდა და გონება მოაკრებინა.

"მესმის თავიდან რატომ ვერ მითხარი ამის შესახებ. ალბათ შეგეშინდა ჩვენი ურთიერთობა არ დასრულებულიყო. მინდა იცოდე, რომ ჩემთვის შენს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უმჯობესი იქნება დროებით მეგობრებად თუ დავრჩებით. ხომ გესმის, რომ სხვაგვარად არ გამოვა? გპირდები, რომ აუცილებლად დაგელოდები, ოღონდ შენც არ შეიყვარო არავინ, კარგი?"

მის საცოდავ სახეზე გეღიმება და თანხმობის ნიშნად თავს უქნევ. იქით გიწევს მისი დამშვიდება და სთავაზობ კომპიუტერული თამაშებით გახალისებას. აი რატომაც უყვარხარ ასე ძალიან.

ჯონგუკი

ჯონგუკი შენი ნათქვამით იმდენად შოკირებული იყო, რომ არ იცოდა რა ეთქვა. წამით ძალიან აფორიაქდა.

"ქუქი, არაფერს მეტყვი? ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი, მაგრამ შემეშინდა არ დამეკარგე."

ჯონგუკმა იგრძნო, რამდენად გჭირდებოდა ახლა მისი მხარდაჭერა და შეეცადა გონება მოეკრიბა.

"საყვარელო. ვიცი, რომ ძალიან წუხხარ და განიცდი, მაგრამ არ გიბრაზდები. მესმის ასე რატომ მოიქეცი. არც ისე დიდი დროა დარჩენილი შენს სრულწლოვნებამდე. ოდესღაც მეც ველოდებოდი მოუთმენლად იმ დღეს, როცა 19 წლის გავხდებოდი, ამიტომ შენი კარგად მესმის. სანამ დრო არ მოვა, ყველანაირად ამოგიდგები მხარში, როგორც მეგობარი."

ხვდები, რომ თავადაც დასამშვიდებელია, მაგრამ შენს ნუგეშს ცდილობს. თვლი, რომ კარგად გამოსდის და მისი გრძნობები შენამდე აღწევს.

"ძალიან მიყვარხარ ჯონგუკ. იცოდე ჩემი სკოლის გამოშვება ერთად უნდა აღვნიშნოთ."

შენი ღიმილის დანახვისას ხასიათზე მოდის და კომპიუტერულ თამაშში შეჯიბრებას გთავაზობს.

"მეგობრები ხშირად ეთამაშებიან ერთმანეთს სანაძლეოზე. წაგებულმა ბითიესის ახალი ალბომის ყველა ვერსია იყიდოს."

"შენ რომ წააგო ალბომებს იყიდი?"

"მე არ წავაგებ."

ორივეს გეცინებათ მის თავდაჯერებულობაზე და სათამაშო დისკს ერთად არჩევთ.

Continue Reading

You'll Also Like

29.7K 2.8K 20
ဝိုင်.....🍷 မြည်းစမ်းရုံနဲ့ ရူးနှမ်းစေမယ့် ဝိုင်... ဦးကိုကိုရဲ့ နှုတ်ခမ်းက ချိုပေမယ့် အဆိပ်တွေနဲ့.. ဒါပေမဲ့ ကျွန်တော်ကြိုက်တယ်..။ ❗ZhanYi Fanfic 20...
19.3K 2.8K 22
⚠BDSM ⚠dominance Love in a dark heart Sex can be intense, but we can't even imagine the love in that heart..🏳️‍🌈 〰️Please read this carefully〰️ ⚠...
2.7K 105 32
Born into a strange pairing Jaune is the Natural Born son of Roboutte Guilliman and Yvraine, This union would make the Imperium stronger during their...
18.5K 1.7K 61
ဖတ်ကြည့်နော်😉😉