ᝰFIRST HUNTᝰ

By SANTIAGOSANCIO

2.4K 584 216

ᝰჯიმინი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი ომეგაა. სინამდვილეში კი მას ვამპირების ამოცნობა შეუძლია. საუკეთეს... More

ᝰპროლოგიᝰ
ᝰchapter 1ᝰ
ᝰchapter 2ᝰ
ᝰchapter 3ᝰ
ᝰchapter 4ᝰ
ᝰchapter 5ᝰ
ᝰchapter 6ᝰ
ᝰchapter 7ᝰ
ᝰchapter 8ᝰ
ᝰchapter 9ᝰ
ᝰchapter 10ᝰ
ᝰchapter 11ᝰ
ᝰchapter 12ᝰ
ᝰchapter 13ᝰ
ᝰchapter 14ᝰ
ᝰchapter 15ᝰ
ᝰchapter 16ᝰ
ᝰchapter 17ᝰ
ᝰchapter 18ᝰ
ᝰchapter 19ᝰ
ᝰchapter 20ᝰ
ᝰchapter 22ᝰ
ᝰchapter 23ᝰ
ᝰchapter 24ᝰ
ᝰchapter 25ᝰ
ᝰchapter 26ᝰ
ᝰchapter 27ᝰ
ᝰ chapter 28ᝰ
ᝰchapter 29ᝰ
ᝰchapter 30ᝰ
ᝰchapter 31ᝰ
ᝰchapter 32ᝰ
ᝰchapter 33ᝰ
ᝰchapter 34ᝰ
ᝰchapter 35ᝰ

ᝰchapter 21ᝰ

39 16 6
By SANTIAGOSANCIO

როცა ჩემს საწოლში დასაძინებლად შევგორდი, ზაფხულის ქარიშხალს უკვე გადაევლო. ფხიზლად მეძინა და მალევე გამეღვიძა - წინა ღამის გასეირნებისგან გამოყოლილი ბედნიერი ჟრუანტელი მოსვენებას არ მაძლევდა.

ნაშუადღევს ძალად დაძინებას, რომელიც მაინც არ გამომდიოდა, შევეშვი და მთელი დანარჩენი დღე სტრიქსის სწავლას დავუთმე გარეთ, ჩვენი ეზოს მზით განათებულ ერთ მტკაველ მიწაზე წამოწოლილმა. ცოტა ხანში სწავლამ თავი მომაბეზრა, წიგნი გვერდზე გადავდე და ზურგზე გადავგორდი. ლურჯი ცის დანახვა გამეხარდა.

ფიქრებმა მამიკოსკენ წამიღეს. ძალიან მენატრებოდა. რატომ არ მითხრა ვამპირების შესახებ? ჩემი ბოლო სიზმარი გამახსენდა და ტანში გამცრა. ნეტავ, რის თქმა უნდოდა? „იმდენი რამ მქონდა შენთვის მოსაყოლი, მაგრამ ახლა გვიანია"; და როცა მან უპასუხა: „ძალიან მალე გაიგებს".

ის... ჩემი სიზმრების ალფა. ვამპირი, რომელიც შვიდი წლიდან დამდევს. ნეტავ, ეს რამეს ნიშნავს? ნეტავ, ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ დამდევდნენ და ეს ჩემს სიზმრებში აისახა? და ნეტავ, ამის გამო იყო, რომ ის ალფა, რომელსაც პირველად სადგურზე შევხვდი, სიზმრებში ჩემ მდევრად იქცა?

ჩემს თავზე ნიავმა ფოთლები ააჩურჩულა, თუმცა მათი პასუხი ვერ გავიგე. კნავილი გავიგონე და სახლთან ბასტეტი დავინახე,
რომელიც ჩემკენ მოდიოდა. როგორც ჩანს, უხაროდა, რომ დღის კომპანიონი იპოვა.

- ეი, შენ, - დავუძახე თბილად და ნაცრისფერ ბეწვზე ხელი გადავუსვი.

- ეს მხოლოდ სიზმარი იყო, ბასტეტ, - ვუთხარი აკრუტუნებულ კატას, - ჩემს ტვინში დაბადებული სიზმარი, რომელიც არ შეიძლება, მართალი იყოს.

ისევ ზურგზე დავწექი და ცას ავხედე. ვიდრე ხელს ვუსვამდი ქვემოდან ცხვირს მირტყამდა, მერე კი, როცა ფიქრმა ისევ წამიღო და მისი მოფერება გადამავიწყდა, რამდენიმე მეტრის იქით, მზეზე ადგილი ამოარჩია და ბეწვის ლოკვა დაიწყო.

- სად ხარ, როცა ასე მჭირდები, მამიკო? - ვიკითხე და ცრემლები მომადგა.

არც ახლა უპასუხია ვინმეს, ფოთლების გარდა. მერე მტანჯველი ფიქრები სადღაც გაფრინდა. უბრალოდ, ვიწექი, აღარაფერზე ვფიქრობდი. ვერც კი გავიგე, ისე მომთენთა მზემ და ტკბილი, უსიზმრო ძილით დამეძინა.

გაყინულმა გავიღვიძე, სურნელს ვერაფერს ვგრძნობდი, ცივი ქარი მიბერავდა, ვკანკალებდი. პლედი მჭიდროდ შემოვიხვიე.

თვალები გავახილე, სრულ სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი. წამოვდექი.

- კარგად გეძინა? - იკითხა ნაცნობმა ალფის ხმამ სიბნელეში.

გამეღიმა, დავამთქნარე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

თე სახლის უკანა კედელს მიჰყრდნობოდა; ჩემკენ წამოვიდა და წამოდგომაში დასახმარებლად ხელი გამომიწოდა.

- გმადლობ პლედისთვის, - ვუთხარი მე.

- არაფრის. ელენას უნდოდა, რომ შიგნით შემეყვანე, მაგრამ ისე საყვარლად იყავი მოკუნტული აქ, აღარ შეგაწუხე.

თვალებიდან ძილი მოვისრისე და დარცხვენილმა გავუღიმე.

- და თან ეს გქონდა, - თავისი უკანა ჯიბიდან სტრიქსის წიგნი ამოიღო და ხმა სერიოზული გაუხდა, - არ მინდოდა, ეს მათ ენახათ.

- მაპატიე, - მოვუბოდიშე უხერხულად.

- არა უშავს, ამაზე არ იდარდო ჯიმინ, - წიგნი გამომიწოდა და ჩვენი თითები ერთმანეთს შეეხო. ამან ორივეში ელექტროშოკი გამოიწვია - გავჩერდით და გაოგნებულები ერთმანეთს შევაჩერდით.

- მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა! - ომეგის ხმა უკანა კარიდან მოისმა და ჩვენკენ წამოვიდა. ორივენი დამნაშავე სახეებით განზე გავხტით.

-როგორ ხარ ჯიმინ? - მკითხა ელენამ.

წიგნი სასწრაფოდ ზურგს უკან დავმალე, თე კი სახლისკენ წავიდა და გზად ელენას ნაჩქარევად გაუღიმა.

-კარგად ვარ, - ვუთხარი ელენას.

- რას კითხულობ? - მკითხა და წიგნისკენ მიმითითა, რომელიც თითქოს დავმალე.

- რაღაც წიგნია, - ვუთხარი სწრაფად, - მე... მმ... კაბინეტიდან ავიღე.

- რამე კარგია?

- ნორმალური, - ვუთხარი გულგრილად და მხრები ავიჩეჩე.

- მოდიხარ სახლში?

- კი, - პლედი ავიღე და ფრთხილად შევჩურთე წიგნი მის ქვეშ, რომ ომეგას არ დაენახა.

- შენ და თეჰიონი, როგორც ჩანს, კარგად უგებთ ერთმანეთს, - თქვა წარბაწეულმა უცებ. მისმა ტონმა და გამომეტყველებამ იეჯი მომაგონა და გული შემეკუმშა.

ღიმილი ვერ შევიკავე, თუმცა შევეცადე გულგრილად ამეჩეჩა მხრები: - კი, მგონი, ეგრეა.

ერთად გავემართეთ სახლისკენ, მაგრამ როცა უკანა კარს მივუახლოვდით, ელენას ხელი დავადე მკლავზე და შევაჩერე.

- ელენა, იცი, რაზე ვფიქრობდი... როგორ გგონია, არის რაიმე საშუალება, რომ მამიკოს საფლავზე წავიდე? - და ვიდრე რამეს იტყოდა, ჩქარ-ჩქარა მივაყარე: - იმის თქმა მინდა... ვიცი, სახლიდან არ უნდა გავიდე, მაგრამ მის საფლავზე დაკრძალვის მერე არ ვყოფილვარ და... ანუ...

- გენატრება, - მითხრა ელენამ ხმადაბლა.

თავი დავუქნიე და ყელში მომდგარი ბურთი გაჭირვებით გადავყლაპე.

ელენამ თანაგრძნობით მომიჭირა ხელზე.

- იუნგის დაველაპარაკები. ვნახოთ, რა გამოვა.

- გმადლობ, - ვუთხარი მადლიერმა.

მომდევნო ღამეს წავედით მე, თეჰიონი, დევიდი, ელენა და ჰოსოკი.

ნათელი და უღრუბლო ღამე იდგა. სასაფლაოზე შევედით თუ არა, საფლავების თვალიერება დავიწყე და ყველგან, სადაც ცოცხალი ყვავილები იდო, თითო ღერს ვიღებდი, სანამ მამაჩემის საფლავს ყვავილების კარგა მოზრდილი თაიგულით არ მივადექი. მიხაკების, ვარდებისა და შროშანების დიდი შეკვრა კი გამომივიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ დანაკლისს მიცვალებულები ვეღარ გაიგებდნენ, ცოცხლები კი ვერ შეამჩნევდნენ. ვამპირებს არაფერი უთქვამთ, მდუმარედ მომყვებოდნენ უკან. ვიცოდი, იუნგის დიდად არ ეპიტნავა ჩემი აქ წამოსვლა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ, სავარაუდოდ, სასაფლაოზე აპოფაიები ლოდინს არ დამიწყებდნენ.

ისე მივაღწიე საფლავს, თითქოს აქამდე არაფერი მომხდარიყო.

ნაცრისფერი მარმარილოს ქვა, რომელიც ნილთან ერთად ავარჩიე, მიწის მართკუთხედის თავში იდო, ბალახზე. „პაკ ნიკოლასი ", - ეწერა ქვაზე, შემდეგ - „მამიკო, მიყვარხარ", რასაც მოჰყვებოდა მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. ბოლოს, რადგან იცოდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა, მამამ თავისი ნამდვილი სახელი დაიბრუნა და პირველად ამ ხნის მანძილზე დავფიქრდი, იქნებ სწორედ ამით მომაგნო აპოფაიმ-მეთქი. მიწაზე ჩავიმუხლე და თითები ქვას გადავუსვი. თვალები ცრემლმა დამიბინდა.

ელენა და თეჰიონი მოშორებით იდგნენ, სხვები კი უფრო უკან, სიბნელეში მიმალულიყვნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ ყველა მათგანი ახლოს იყო და მიცავდა.

- რატომ? - ჩავჩურჩულე. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ უშედეგოდ, - რატომ მიმატოვე?

- შენ ვერაფრით დაეხმარებოდი, - მითხრა ომეგამ, მომიახლოვდა და ჩემ გვერდით ფრთხილად ჩაიმუხლა. ხელი მხარზე მომხვია.

- ვერაფრით? - ისევ ჩემს სიზმარსა და შავთმიან ვამპირ ალფაზე ვფიქრობდი.

- ვერა. არაფერია სამუდამო. ალუკას გარდა, ალბათ,- გამიღიმა ელენამ, - მაგრამ მამიკოს არ მიუტოვებიხარ. ნამდვილად არა.

ელენას ავხედე და მოცახცახე ხელებით ცრემლი მოვიწმინდე.
- ის ყოველთვის აქ იქნება, - მითხრა და ნაზად შემეხო თავზე, - და აქ, - ახლა გულმკერდზე, გულს ცოტა ზემოთ დამადო ხელი.

მწარედ გამეღიმა.

- თუმცა, ეს უფრო ადვილად ასატანს არ ხდის, არა, ტკივილს? - უცებ თეჰიონმა დაილაპარაკა.

ჩვენ გვერდით იდგა.

ელენა წამოდგა: - თუმცა, სულ მცირე, იცი, რომ სასუფეველშია, - განაგრძო მან. ხმა მშრალი და მტკიცე ჰქონდა, რაც არ მომეწონა. თითქოს სიკვდილის სიმწარე საკუთარ თავზე გამოეცადა.

- ახლა კი უნდა მითხრა, რომ მამიკო სამოთხეშია, - ვუთხარი პირქუშად.

ომეგამ მარტო დაგვტოვა და აუჩქარებლად გაუყვა გზას. თეჰიონმა ჩემ მარცხნივ ჩაიმუხლა, კენჭს წაატანა ხელი და უნებურად დაუწყო სრესა.

- არა, - მიპასუხა ცოტა ხნის შემდეგ, - მე არ მჯერა, რომ ასეთი ადგილი არსებობს.

- აბა, როგორ მეუბნებით, სასუფეველშიაო? - თეჰიონმა მხრები აიჩეჩა. მაშინვე თავი ცუდად ვიგრძენი ჩემი ასეთი უჟმურობის გამო, ის ხომ ჩემს თანაგრძნობას ცდილობდა.

- ამათ აქ დატოვებას აპირებ ჯიმინა? - ყვავილებზე მიმითითა ალფამ. დავხედე და ახლაღა გამახსენდა, რომ მოპარული თაიგული ისევ ხელში მეჭირა.

- დიახ, - თავი დავუქნიე. საფლავისკენ მივბრუნდი და დავიხარე, რომ ქვაზე დამედო. უცებ უხეშმა ხელმა ჩამავლო და წინ ჩემთან ერთად გადაიხარა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ერთ-ერთმა ხელმა თვალის დახამხამებაში წელიდან პირზე გადაინაცვლა და ხმა დამიხშო. უხეშმა ხელებმა იქვე, ახლომდებარე ტირიფთან მიმათრიეს. ძლივსძლივობით მივაბრუნე თავი, რომ თავდამსხმელი დამენახა.

- თეჰიონ! შენ... - დავიწყე როგორც კი პირიდან ხელი აიღო, მაგრამ უცებ თითი ტუჩებზე მიმადო და გამაჩუმა.

შუბლშეჭმუხნილმა თავი გავაქნიე და მხრები ავიჩეჩე, იმის ნიშნად, რომ ვერაფერი გავიგე.

ალფამ ორი თითი ასწია და სასაფლაოს შემოსასვლელისკენ მიმითითა.

თეს მაგრად ვეჭირე, ამიტომ ფრთხილად და აუჩქარებლად მივბრუნდი და ძველი ხის ტანიდან თავი გავყავი. ჩვენკენ მომავალ ვიწრო ბილიკზე ორი სილუეტი დავინახე.

თავისუფლად და აუჩქარებლად მოძრაობდნენ და მივხვდი, ჩვენ არ დავუნახივართ. ამ სიშორიდანაც კი შევამჩნიე, რომ ვამპირები იყვნენ. მათი მოქნილი მოძრაობა, უხმაურო და გრაციოზული სიარული გასცემდა ალფების წარმომავლობას.

შიშჩამდგარი, გაფართოებული თვალებით თეჰიონს მივუბრუნდი. მინდოდა მეკითხა, აპოფაიები იყვნენ თუ არა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გავბედე.

ყველაზე მეტად მაშინებდა ის დაძაბულობა, რომელიც მის თვალებში ამოვიკითხე. „თუ ძალიან ახლოს მოვლენ, გასაქცევი არსად გვაქვს, რადგან ბილიკი ზუსტად ხესთან გამოივლის!" - გავიფიქრე.

თემ კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა თავისკენ და ჩვენ შორის მოქცეული ყვავილების თაიგული გაჭყლიტა. მისი სურნელი ახლა უფრო მძაფრად მომეჩვენა.ძალიან მჭიდროდ ვეჭირე, თითქოს გარსი შემომავლო დასაცავად. მე მისი ქურთუკი ჩამებღუჯა, კბილებით კი საკუთარ ქვედა ტუჩს ჩავფრენოდი. ცალ ყურში მისი ადრენალინისგან აჩქარებული გულისცემა ჩამესმოდა, მეორე კი გაფაციცებით ელოდა იმ მომენტს, როცა ვიღაცის ცივი ხელი ჩამავლებდა და სიკვდილის კართან მიმაყენებდა... თვალები დავხუჭე, რომ ეს სურათი თავიდან ამომეგდო. შუბლზე თეს დაძაბულ სუნთქვას ვგრძნობდი, ხელისგულებით კი - მისი მკერდის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. ყვავილების სურნელი მის შოკოლადისა და ქურთუკის ტყავის სუნს შეერია. ვამპირები უკვე იმ მანძილზე მოგვიახლოვდნენ, რომ მათი ხმები გვესმოდა. სტრიქსზე ლაპარაკობდნენ.

უცებ ვიგრძენი თეს მოძრაობა და ავხედე. თავი ოდნავ შესამჩნევად გადააქნია მარცხნივ, რითაც მანიშნა, ხის მეორე მხარეს უნდა გადავიდეთო. ვამპირები უკვე გვიახლოვდებოდნენ. თავი დავუქნიე და მასთან ერთად ნელა დავიწყე მოძრაობა; მწარედ მახსოვდა მისი ნათქვამი, სპილოსავით დადიხარო, ამიტომ ვცდილობდი, რაც შემეძლო უხმაუროდ მემოძრავა.

სუნთქვა შევიკარი და პერიოდულად უკან, ბილიკისკენ ვიხედებოდი, შეიძლებოდა ნებისმიერ წამს გამოჩენილიყო მათი ფეხები... სხეულები, სახეები.

როგორც იქნა, ხეს შემოვუარეთ. ზუსტად დროულად, რადგან ვამპირები უკვე იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც მანამდე ჩვენ ვიდექით.

გაჩერდნენ.

თითქოს რაღაც სურნელი ეგრძნოთ, სურნელს წარბშეკრული ისუნთქავდნენ.

თეჰიონს გაგიჟებულმა შევხედე. მანაც შემომხედა და მივხვდი, მეუბნებოდა, არ გაინძრე და არაფერი თქვაო. თვალი არ მომიშორებია, ნელ-ნელა დავიწყე ამოსუნთქვა. თავბრუს ხვევა ვიგრძენი და სუნთქვაშეკრული ვეღარ ვჩერდებოდი.

სანთებელას წკაპუნი და კვამლის შესუნთქვის ოდნავ შესამჩნევი ხმა გავიგონე. შემდეგ ნაბიჯები ახმაურდა ბილიკზე.

ერთი-ორი წუთი ისევ შეწებებულებივით გაუნძრევლად ვიდექით, ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით და საფრთხის გადავლას ველოდით. ბოლოს თემ გზას გახედა - ვამპირები აღარ ჩანდნენ. როცა ისევ შემომხედა, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა, თვალებში კი შვება ამოვიკითხე.

-ბე? - ჩამჩურჩულა ყურში. თავი დავუქნიე, თუმცა მივხვდი, რომ ვკანკალებდი. ერთი წამით იმავე პოზაში დავრჩით, მე - ზურგით ხეზე აკრული. უცებ ტუჩებში კოცნის დაუოკებელი სურვილი ვიგრძენი, ტუჩები წინ წამოვწიე და ამ დროს დევიდის ჩურჩული შემოგვესმა: - სად ხართ?

წამით თემ არაფერი თქვა, ისევ მე მიყურებდა. ოდნავ მოიღუშა, მაგრამ თვალებში სინაზე ედგა.

-აქ ვართ, - დაუძახა დევიდს თეჰიონმა. ოდნავ მომშორდა, თითქოს უხალისოდაც.

- ახლა კარგად ვართ, - სხვების გასაგონად ჩვეულ ხმაზე თქვა ალფამ

ხეს მოვშორდით და დავინახეთ დანარჩენები მამიკოს საფლავთან გროვდებოდნენ.

-ძალიან ახლოს იყო, - თქვა დევიდმა ხმადაბლა.

- რას ამბობ! - უპასუხა ჰოსოკმა, - ჯანდაბა! როგორ გაგვიმართლა, რომ ყვავილები არ დადო საფლავზე - უეჭველად დაინახავდნენ!

დასრესილ თაიგულს დავხედე, რომელიც ისევ ჩაბღუჯული მქონდა ხელში. ის საფრთხე რომ გავიაზრე, რომელიც ამ ყვავილებს შეეძლოთ მოეტანა, მაშინვე შორს მოვისროლე.

- აპოფაიები იყვნენ...?

დევიდმა თავი გააქნია: - არა.

- მაგრამ არც ჩვენიანები იყვნენ, - თქვა ჰოსოკმა და სხვებიც თავის ქნევით დაეთანხმნენ.

ჩემი მოღუშული სახის დანახვაზე თემ ამიხსნა: - აპოფაიები რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ აქ ვიყავით.

გამახსენდა მისი ნათქვამი, აპოფაის ვამპირი ალფების შესაძლებლობების შესახებ.

- კარგად ხარ, საყვარელო? - მკითხა ომეგამ და დასამშვიდებლად ხელები მხრებზე მაგრად შემომხვია.

თავი დავუქნიე: - კი, გმადლობ. თეჰიონმა გადამარჩინა.- ელენას მიღმა კორეელ ვამპირს გავხედე, რომელმაც თვალი ჩამიკრა და გამეღიმა.

- მგონი, ეს ამბავი არავის უნდა მოვუყვეთ, - თქვა უცებ ელენამ და სხვებს გადახედა, - ეს რომ იუნგიმ გაიგოს, ალბათ ომეგას თავის ოთახში სულ მცირე, ერთი წლით გამოკეტავს!

- ცუდი აზრი არ უნდა იყოს, - თქვა ჩუმად და ლამის მწარედ ჰოსოკმა, - მასაც დავიცავდით საფრთხისგან და ჩვენს თავსაც...

- ჰოსოკ! - აღმოხდა დევიდს.

- ელენას ვეთანხმები, - ჩაერთო თე, - რეალურად არაფერი მომხდარა. ყველანი კარგად ვართ. და არც აპოფაიები იყვნენ, ამიტომ...

მე მონდომებით დავეთანხმე.

- შევთანხმდით. არავის ვეუბნებით, - თქვა დევიდმა, - ახლა წავიდეთ სახლში.

უკან დაბრუნებულებს სახლში მოგიზგიზე ბუხარი, ალმოდებული ხის სურნელი, სითბო და სიმყუდროვე დაგვხვდა.

ამ ყველაფერს ცივი ციტრუსის სურნელი ემატებოდა და იდილიას ჰქმნიდა.

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა? - გვკითხა იუნგიმ, რომელიც ცოტა ხნით გამოვიდა კომპიუტერის ეკრანით ლურჯად განათებული კაბინეტიდან.

- კი.

- კარგად.

- უპრობლემოდ, - უპასუხა რიგრიგობით ყველამ.

- გმადლობ, რომ წასვლის ნება დამრთე, - ვუთხარი მე. თავი დამიქნია.

- არაფრის, ვიფიქრე, რომ ეს ნამდვილად გჭირდებოდა.

მეც დავუქნიე თავი.

- მაგრამ ახლა ცოტა ხანს აღარ უნდა გახვიდე გარეთ, - მითხრა მეთაურმა, - ყოველი შემთხვევისთვის.

-კარგი, - ვუთხარი და უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ ისევ მივტრიალდი, - ჯერ არ ვარ მზად, რომ მითხრა, რატომ?

- მალე იქნები. მანამდე ჩვენ უნდა გვენდო ომეგა, - მიპასუხა რბილად.

შუბლი შევიკარი. როგორც ყოველთვის, ახლაც ვერაფერს მივაღწიე.

ᝰᝰᝰ

ძალიან დაძაბული ვარ ამ კვირაში, ბოლო კვირაა ჩემი სკოლაში ყოფნა..მაპატიეთ ჩიტუნებო, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს♥︎♥︎

ᝰSANTIAGOᝰ
ᝰVOTE&COMMENTᝰ

Continue Reading

You'll Also Like

51.4K 762 45
Inez Tarle, a 17 year old Slytherin who has always been under the protection of the Slytherin boys... What will happen as they face the struggles of...
546 78 7
За эхэлчихлээ... эцэс төгсгөлгүй шөнийн бодол... гуниг... тарчлаан... ганцаардал... харуусал... гомдол... шаналал...үзэн ядалт... энэ бүгд толгой дот...
76.6K 1.8K 98
I'm bored... So I decided to give this sort of story a go since it's been too long since I wrote anything like this. Plz don't judge me! #edit: open...
31.5K 3K 21
ჯეონ ჯონგუკს უყვარდა სიგარეტი, მაგრამ მას მხოლოდ პარკ ჯიმინის მარწყვის ტუჩების გამო დათმობდა. *ნათარგმნია