ᝰFIRST HUNTᝰ

By SANTIAGOSANCIO

2.4K 584 216

ᝰჯიმინი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი ომეგაა. სინამდვილეში კი მას ვამპირების ამოცნობა შეუძლია. საუკეთეს... More

ᝰპროლოგიᝰ
ᝰchapter 1ᝰ
ᝰchapter 2ᝰ
ᝰchapter 3ᝰ
ᝰchapter 4ᝰ
ᝰchapter 5ᝰ
ᝰchapter 6ᝰ
ᝰchapter 7ᝰ
ᝰchapter 8ᝰ
ᝰchapter 9ᝰ
ᝰchapter 10ᝰ
ᝰchapter 11ᝰ
ᝰchapter 12ᝰ
ᝰchapter 13ᝰ
ᝰchapter 14ᝰ
ᝰchapter 15ᝰ
ᝰchapter 16ᝰ
ᝰchapter 17ᝰ
ᝰchapter 18ᝰ
ᝰchapter 19ᝰ
ᝰchapter 21ᝰ
ᝰchapter 22ᝰ
ᝰchapter 23ᝰ
ᝰchapter 24ᝰ
ᝰchapter 25ᝰ
ᝰchapter 26ᝰ
ᝰchapter 27ᝰ
ᝰ chapter 28ᝰ
ᝰchapter 29ᝰ
ᝰchapter 30ᝰ
ᝰchapter 31ᝰ
ᝰchapter 32ᝰ
ᝰchapter 33ᝰ
ᝰchapter 34ᝰ
ᝰchapter 35ᝰ

ᝰchapter 20ᝰ

64 15 8
By SANTIAGOSANCIO

მომდევნო ღამეს გვიან გამეღვიძა. ვამპირების წერილი დამხვდა. მატყობინებდნენ, სანადიროდ წავედით, მალე მოვალთო, და ჩვეულებისამებრ მაფრთხილებდნენ, სახლიდან შორს არსად წახვიდეო. შევამჩნიე, რომ Suzuki-სა და Blackbird-ის მოტოციკლები ჩვეულ ადგილას აღარ იდგა, თეჰიონს FireBlade-ი და იუნგის მანქანა, რომელზეც ახალი საქარე მინა დაემაგრებინათ, ისევ სახლის წინ დამხვდა.

კმაყოფილმა იმით, რომ სახლში მარტო ვიყავი, ჯამში ცოტა სიმინდის ბურბუშელა ჩავიყარე, ქერა თმიანი ომეგის დატოვებული თეფში და ჭიქა გავრეცხე (როგორც ჩანს, სამზარეულოში მკაცრი – „ყველამ თავის თავს მიხედოს“ – პოლიტიკა მოქმედებდა, რომელიც კერძების დამოუკიდებლად მომზადებასაც გულისხმობდა) და ყავისთვის წყალი დავდგი. სანამ წყალი ადუღდებოდა, საძინებელში ავედი და სტრიქსის წიგნი და ძველი პატარა სანათი გამოვიტანე. ის ცოტა ხნით ადრე დერეფნის კარადაში ვიპოვე. საუზმე, წიგნი და სანათი ავიღე და ტყის პირას, ცხენისწაბლას ქვეშ დავჯექი. საკმაოდ თბილი ღამე იყო – თხელ მოსაცმელსა და მოკლე შარვალში არ მციოდა, სამაგიეროდ, მიწა იყო ცივი, ამიტომ ხეზე გადავინაცვლე. ჩემს ამოჩემებულ ტოტზე დავჯექი და ფეხები აქეთ-იქით ჩამოვუშვი. გრილი ნიავი შიშველ ფეხებზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა. სიმინდის ბურბუშელა შევჭამე და წიგნი გადავათვალიერე. აღმოვაჩინე, რომ ერთ დღეში უკვე ბევრი რამ მესწავლა, ეს ერთდროულად გამიკვირდა და გამეხარდა.

ის-ის იყო ახალი მასალის კითხვა დავიწყე, რომ სახლის მეორე ბოლოს, ბეტონზე რკინის გაჟღარუნების ხმა მომესმა. შევკრთი და სმენა დავძაბე, მაგრამ ღამის მწერების ბზუილისა და ფოთლების შრიალის მეტი არაფერი ისმოდა. სწრაფად გამოვრთე სანათი, წიგნი ხის ფუღუროში შევჩურთე და ტოტიდან უხმაუროდ ჩამოვხტი ძირს. ჯამი და ცარიელი ჭიქა ხის ფესვებთან დავტოვე და სანათს ჩაფრენილი ფეხაკრეფით წავედით სახლის კუთხისკენ. აპოფაი – პირველი ამან გამიელვა თავში და ცივმა ოფლმა დამასხა. მარტო ვიყავი და დაუცველი. ჩემი ერთადერთი იარაღი სანათი იყო. კანკალით მივაღწიე სახლის კუთხეს და კედელს ავეკარი. ზურგს უკან სურომ გაიშრიალა.

ერთი წუთით ამოვისუნთქე, ცხვირი გამყინვოდა და შევეცადე  თვალები სიბნელისთვის მიმეჩვია. მერე ფრთხილად გავყავი თავი და რაიმე უბედურების მოლოდინში სახლის წინა ეზო მოვათვალიერე. წინათგრძნობა არ გამიმართლდა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. თეჰიონი ტყვიით დაცხრილული მანქანის კართან ჩამუხლულიყო. ირგვლივ უამრავი სახრახნისი და თუნუქის ფურცელი ელაგა. კარის ახალი შიგნითა პანელი წინა ბორბალთან აეყუდებინა. ალფას ძველი თეთრი უმკლავო მაისური ეცვა, ჭუჭყიანი კომბინეზონის სამხრეები წელთან დასთრევდა. სამუშაო ბოტები და ხელები გაჭუჭყიანებოდა. იმდენად სექსუალური იყო, ტუჩზე რომ არ მეკბინა, ვნების ოხვრა აღმომხდებოდა. ერთხანს ჩუმად ვუყურებდი, როგორ ხსნიდა დაზიანებულ კარს, მერე ღიმილით, ფეხის წვერებზე შემდგარი თესკენ წავედი. დაახლოებით ერთი მეტრი მაშორებდა მისგან, რომ უკანმოუხედავად დაილაპარაკა:

– რა არის, სპილოს ჯოგი მიახლოვდება? – ღიმილით ამომხედა. ვითომ გაბრაზებულმა მკლავზე ხელი წავკარი.

როგორც ჩანს ჩემი სურნელი იგრძნო.

– არა.

მის გვერდით ჩავიმუხლე და დაზიანებულ პანელზე მივუთითე, რომელიც ის-ის იყო ჩამოხსნა და მიწაზე დადო.

– ჩემი ბრალია, მაპატიე.

– არა, არ არის შენი ბრალი. შეკეთდება. გაგვიმართლა, რომ შენ არ დაშავდი.

ახალი პანელი აიღო და კარზე დამაგრება დაიწყო.

– რამეში დაგეხმარო? – შევთავაზე.

თავი გააქნია.

– ყველაფერი რიგზეა. მაგრამ მაინც გმადლობ.

უკან დავიწიე და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა.

– როგორ ხედავ, რასაც აკეთებ? – ვკითხე, რადგან თვალის დახამხამებაში სრულიად ძალდაუტანებლად ჩაამაგრა პანელი საჭირო ადგილას, – უკუნი სიბნელეა.

– სუსტი ადამიანის თვალისთვის ალბათ არის... – გამაჯავრა, – ჩემთვის კი დღესავით ნათელია.

– არაჩვეულებრივია, – ვთქვი გაოცებულმა.

– კი, ვიცი რომ ვარ, – იხუმრა და ჩემი გადატრიალებული თვალების დანახვაზე გაიკრიჭა.

– როგორ მიდის სტრიქსის საქმე? – მკითხა ცოტა ხანში ალფამ.

– ბე, – ვუთხარი, ეს ნიშნავდა „კარგად“, – მაგრამ ალბათ დიდხანს მომიწევს მეცადინეობა, – დავამატე ინგლისურად.

დაფიქრებულმა თავი დამიქნია და შემდეგ რაღაც მითხრა სტრიქსზე, საიდანაც მხოლოდ „გინდა“ და „მოტოციკლი“ გავიგე.

– დე'ნ კონპრენტ, – ვუთხარი გამოთქმით: ვერ გავიგე.

გაეცინა და კითხვა ინგლისურად გამიმეორა: – გინდა, მოტოციკლით გავისეირნოთ? – და თავით ჰონდასკენ მანიშნა, – სადმე წაგიყვან და შეგვიძლია იქ ვიმეცადინოთ, ისე რომ სხვებმა არ გაიგონ, – ცერი ზურგს უკან გაიშვირა და ზუსტად ამ დროს სახლიდან დევიდი გამოვიდა. არ მეგონა, თუ ისიც სახლში იყო. კედარი და შოკოლადი უცნაურ სურნელს ქმნიდა. ფეხზე წამოვდექი და გავუღიმე, ვცდილობდი, ბედნიერებისგან მუცელში ანთებულ მზეს ჩემი გაკრეჭილი პირიდან არ გამოეჭვრიტა.

– ჯიმინ, როგორ ხარ?

- ძალიან კარგად! – ვუთხარი, მაგრამ ეს ჩემი ნამდვილი სულიერი მდგომარეობის მეასედსაც არ გამოხატავდა. დევიდმა წარბი ასწია, მაგრამ გაჩუმება არჩია.

– აბა? – მკითხა თემ

– მი.. – დავიწყე სტრიქსულად, მაგრამ იქვე გადავაკეთე,– სიამოვნებით.

  გაეცინა: – კარგი. უცებ მოვრჩები და ეგ არის.

დევიდთან ერთად პარმაღზე ჩამოვჯექი. თეჰიონი მანქანის კარზე ნატყვიარებს ავსებდა. მუხლებზე ხელები შემოვიჭდე და შევეცადე, ნორმალურად მესუნთქა.

– დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? – მკითხა ალფამ.

– კი, – ვუთხარი გაბადრულმა და უცებ ვიგრძენი, მზად ვიყავი, მისთვის ყველაფერი მეპატიებინა. თვალის კუთხიდან დავინახე, რომ თეჰიონი გვიყურებდა და იღიმოდა, მაგრამ როცა გავხედე, ისევ საქმეს მიუბრუნდა და თუნუქის ფურცლების მოგროვება განაგრძო.

– ფეხზე უნდა ჩაიცვა, თუ ჩემთან ერთად წამოსვლას აპირებ, – დაუდევრად გადმომძახა მხარს ზემოდან.

– ოჰ, რა თქმა უნდა! – წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი. – ერთი წუთი მჭირდება.

– მასთან ერთად მოტოთი მიდიხარ? – დამაწია დევიდმა დერეფანში.

– ჰო! – დავუყვირე პასუხად და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი, – ხომ არაფერი დაშავდება, არა? – ვკითხე დევიდს და ჩუმად გულში ღმერთებს ვეხვეწებოდი: გთხოვთ, არაფერი დაშავდებოდეს, რა!

რამდენიმე წამში, თეჰიონთან ხმადაბალი საუბრის შემდეგ დევიდმა ამომძახა: – არა.

– გმადლობთ! – ვთქვი და ჭერში ავიხედე. რეკორდულ დროში ჩავიცვი ახალი ჯინსი და კაპიუშონიანი ზედატანი. ფეხზე წინდები და სპორტული ფეხსაცმელი ამოვიცვი და გარეთ გავვარდი. თეჰიონი ამ დროს თავის კომბინეზონზე იწმენდდა ხელებს. მისი იარაღები აღარსად იყო. ჩემს დანახვაზე გაეღიმა.

– მიდი, ჩემი ქურთუკი და ჩაფხუტები გამოიტანე, – მიბრძანა და უმალ უკან შევბრუნდი. შესასვლელის კარადიდან ყველაფერი გავუტანე და მივურბენინე. დევიდი წამოდგა, ფრთხილად იყავითო, – გვითხრა და სახლში შევიდა.

თემ თავისი ბაიკერული ტყავის ქურთუკი შეიკრა. უცებ ხის ფუღუროში დამალული სტრიქსის წიგნი გამახსენდა. იქ ვერ დავტოვებდი – შეიძლებოდა ვინმეს ეპოვა და ორივეს მოგვხვდებოდა!

– ერთი წამით დამელოდე, – ვუთხარი და უკანა ეზოსკენ გავიქეცი, წიგნი წელში ჩავიჩურთე, მერე ჩემი ნაჭამი ჯამი და ჭიქა სამზარეულოში შევიტანე, რომ მოგვიანებით გამერეცხა.

– დროებით, – გულამოვარდნილმა მივაძახე დევიდს, რომელიც ელენასთან ერთად სასტუმრო ოთახში იჯდა.

– სად მიდის? – ზურგს უკან გავიგონე, ომეგამ იკითხა.

– თეჰიონს სასეირნოდ მიჰყავს, –უპასუხა ალფამ.

-კარგად გაერთე! – მომაძახა ელენამ.

– ეგრე ვიზამ!

კარი ზურგს უკან მივიხურე. სიხარულისგან გული მისკდებოდა. როგორც იქნა, ამ სახლიდან გავაღწევ! და ალფა მხოლოდ ჩემი იქნება!

ის უკვე მოტოზე იჯდა, თავზე ჩაფხუტი მოერგო და ძრავა დაექოქა. უკანა ადგილიდან მეორე ჩაფხუტი ავიღე, თეჰიონი შეკვრაში დამეხმარა. მოტოზე ავძვერი და ფრთხილად შემოვაჭდე ხელები წელზე.

– უფრო მაგრად უნდა მომიჭირო, – მითხრა შინაგანი ხმით, ხელებზე ჩამავლო და თავის წელზე ისე მაგრად შემომაჭერინა, რომ მთლიანად მივეწებე ზურგზე.  მისი ტკბილი არომატი ჩაფხუტშიც კი ვიგრძენი, მაგრამ მისი მადლიერი ვიყავი, სიმორცხვისგან შეფაკლულ ლოყებს რომ მიფარავდა.

– მზად ხარ? –მკითხა.

–მზად ვარ.

თემ მოტო დაძრა და გავქროლდით.

მეგონა, მივფრინავდი – თითქოს გალიის კარი გამიღეს და გამომიშვეს. ერთ მომენტში ფეხებით ალფას თეძოებს მოვეჭიდე და ხელები ფრთებივით გავშალე. ქარი სახეში მცემდა და ვიცინოდი. ალბათ გიჟ იმეგას ვგავდი. თეჰიონიც იცინოდა და ხუმრობით ხან მარცხნივ გადააქანებდა მოტოს, ხან მარჯვნივ და მაიძულებდა, ისევ წელზე მეტაცა ხელები. როცა სიჩქარეს ძალიან მოუმატა, სახით მის თეთრ-წითელ ქურთუკს მივეკარი და მისი სურნელი უკეთ შევისუნთქე. სამოთხეში ვიყავი. ცაში ავიხედე და შევამჩნიე მძიმე, მოქუფრული ღრუბლები იყრიდნენ თავს. ვარსკვლავები სულ გადაეფარათ.

– ვა ა , ლოვერ– ვიყვირე, როცა როგორღაც მოვიფიქრე, როგორ მეთქვა „წვიმას აპირებს“ სტრიქსის ენაზე.

„ვიცი, – მიპასუხა შინაგანი ხმით, – დასველების წინააღმდეგი არ ხარ, იმედია".

მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, იღიმებოდა იმ საოცარი ღიმილით, რომელიც გულ-მუცელს მიდნობდა. თავი გავაქნიე და ისევ გავიცინე. მერე ცა გაიხსნა და კისერში ცივი წვიმა ჩამივიდა. გაიელვა კიდევ. ერთ წამში გავიწუწეთ, მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებდი. რომ არ მოვსრიალებულიყავით, ალფამ სვლა შეანელა, შემდეგ გზიდან გადავიდა და ტყისკენ მიმავალ პატარა ბილიკს გაუყვა. დაახლოებით ოცი მეტრის გავლის შემდეგ გავჩერდით. ჩაფხუტები მოვიხსენით, მოტოდან ჩამოსვლაში მომეხმარა, ხელი ჩამჭიდა და გავიქეცით. მივრბოდით, წვიმისგან გაჩენილ გუბეებში ფეხებს ვატყაპუნებდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით. არც ვიცი, რამდენ ხანს ვირბინეთ – მე მომეჩვენა, რომ საუკუნე, მაგრამ სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა და ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. სად მივრბოდით, არ ვიცოდი, წინ ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ჩემი და ვამპირის გადაჭდობილ თითებს ვგრძნობდი, მეტს ვერაფერს.

ბოლოს ძალებმა გვიმტყუნეს, უფრო სწორად, მე მიმტყუნეს. ვეღარ ვსუნთქავდი, მუხლები მომეკვეთა. სველ ფოთლებზე ზურგით დავეცი და თვალები დავხუჭე. მსიამოვნებდა ხეებს შორის გამოპარული წვიმის წვეთების გრილი შეხება კანზე და ჭექა-ქუხილის ხმამაღალი გრგვინვა. თეჰიონი გვერდით მომიჯდა და მიღიმოდა.

ისტერიკამ გადამიარა.

– ალბათ ფიქრობ, რომ გავგიჟდი, არა? – წამოვდექი და ყურებამდე გაკრეჭილი გულუბრყვილოდ მივაჩერდი. თეჰიონის შავი თვალები დამაკვირდა. მის სახეს სიბნელეში ძლივს ვარჩევდი. შემდეგ ხელი მომიახლოვა და თმიდან ფოთოლი მომაცალა.

– კი, დაახლოებით რაღაც მაგდაგვარი ვიფიქრე, – მითხრა სტრიქსულად.

წიგნი გამახსენდა და ჯინსიდან ამოვაძვრე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მისი ფაქიზი ფურცლები არ დასველებულიყო. საბედნიეროდ, გადარჩა. ალფამ გამომართვა და თავისი ტყავის ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, რომელშიც უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა.

– როგორია, ვამპირებით სავსე სახლში გამოკეტილი ყოფნა? – მკითხა მოულოდნელად ინგლისურად.

გამეღიმა.

–უცნაურია, მაგრამ... – სიტყვებს დავუწყე ძებნა, – საინტერესო, – შევაჯამე ბოლოს.

გაეცინა.

– მეგონა, აქამდე უკვე მოგწყინდებოდა.

– ზოგჯერ კი, – ვაღიარე ბოლოს, – მაგრამ თუ რაიმეთი დაკავებული ვარ, არც ისე ცუდია, – ვუთხარი და ჯიბისკენ მივუთითე, – ეს წიგნი დამეხმარება: საქმე მექნება, სანამ თქვენ გძინავთ.

–და ძილი?

– ცოტა მიჭირს ახალ რეჟიმთან შეგუება, – ვუპასუხე, – რომ აღარაფერი ვთქვა პასუხგაუცემელ კითხვებზე...

– ჯიმინ, ხომ იცი არ... – დაიწყო თემ

დანებების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე: – კარგი, კარგი!

ალფამ შვებით ამოისუნთქა.

– აბა, მაშინ როგორია ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება? – შევუბრუნე კითხვა.

– ესეც... საინტერესოა, – მიპასუხა და ოდნავ გაიღიმა, – ასეთი რამ არასდროს გამომიცდია... ჰუანჯინი ერთადერთია, ვისაც ოდესმე ადამიანთან უცხოვრია, – განაგრძო მან. გაკვირვებისგან წარბები ავწიე.

– ომეგა შეყვარებული ჰყავდა იაპონიაში, – ამიხსნა.

– მართლა? – ვკითხე გაოცებულმა.

თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა: – გამომყევი, რაღაც მინდა გაჩვენო.

ადგომაში დამეხმარა და ციცაბო აღმართს ავუყევით.

ვცდილობდი, სველ ფოთლებზე ფეხი არ ამცურებოდა.

– რატომ მიატოვა მერე? – გავიფიქრე ხმამაღლა.

– ის ომეგა სიბერით გარდაიცვალა. ორმოცდაათი წელი იყვნენ ერთად. ჰუანჯინის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო კენ- ჯუცუში, – ამიხსნა თემ, გაიცინა და წარბები აათამაშა ვითომდა სკანდალის გასაფორმებლად. თუმცა, ყურადღება არ მიმიქცევია – ჩავფიქრდი და წარმოვიდგინე, როგორია გყავდეს ახალგაზრდა ალფა, რომელსაც ასაკიც კი არ ემატება, შენ კი ბერდები და ნაოჭდები. გამაჟრიალა. ალბათ თესადმი ჩემი ვნება კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს, იქნებ გადავიფიქრო კიდეც.

ათი წუთის შემდეგ ტყე უკან მოვიტოვეთ და ბალახით დაფარულ ბორცვზე გავედით. ელვის ნათებას ქუხილის გრუხუნი ერთვოდა. ყოველ დაჭექებაზე უნებურად ვკრთებოდი და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, ღელვა მით უფრო მემატებოდა. სულ უფრო ვუახლოვდებოდით ცას და უკვე დამწვარი ელექტრობის სუნი მცემდა, მაგრამ არ მინდოდა ალფას ეგრძნო, რომ მეშინოდა, ამიტომ მისი ხელი მაგრად მეჭირა („მიზეზი მაქვს!" ვუთხარი ჩემს შინაგან ომეგას იდუმალი ღიმილით ) და აღმართზე მივყვებოდი.

- ვაუ! – აღმომხდა უცებ.

მწვერვალზე ვიდექით. ქვემოთ ხედი ალფა მეთაურის ტყისკენ იშლებოდა, მარჯვნივ, საკმაოდ მოშორებით, ციცაბო კლდიან თავდაღმართში სოფლის ვიწრო შარა მოჩანდა, რომელიც ტყეში მიიკვლევდა გზას. შორს ალაგ-ალაგ მოციმციმე სოფელი იშლებოდა. ჩვენ ირგვლივ. მთელ ჰორიზონტზე მოქუფრული ცა ჩამოწოლილიყო და ყოველ წამს
თეთრი ელვა ანათებდა. წვიმას გადაეღო და სანაცვლოდ გრილი ქარი დაეტოვებინა.

– მოდი, ჩამოვსხდეთ და ქარიშხალს ვუყუროთ, – დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენგან შორს, უკვე სხვაგან ინაცვლებდა. შემდეგ ერთმანეთისგან ოდნავ მოშორებით, მინაზე დავსხედით – ისედაც სველებს მეტად დასველების რატომ უნდა შეგვშინებოდა – და ხეობის თავზე ელვის პერფორმანსის ყურება დავიწყეთ, რომელიც სულ უფრო გვშორდებოდა.

– ბუნება ძლიერია, – თქვა ალფამ ცოტა ხნის შემდეგ. არ ვიცოდი, ჩემგან პასუხს ელოდა თუ არა, ამიტომ გავჩუმდი და აპოფაიზე მისი ნათქვამი გამახსენდა.

– გრძნეულთა სახლში ყველა შენნაირია? ლამია? დაბადებით ვამპირი? – ვკითხე ბოლოს.

– ყველა, სუჯინის გარდა, – მიპასუხა, – ის ალუკა ომეგაა – ჰოსოკის ალუკა ომეგა. ჰოსოკმა გადააქცია ვამპირად 20 წლის წინ, ამერიკიდან ჩამოვიდა თუ არა, მალევე.

– რა განსხვავებაა? ისეთ თავდასხმაზე გადმოვიდა, როცა ვკითხე, რატომ ჭამდა საჭმელს...

თეჰიონმა თავი დამიქნია: – ალუკები, როგორც წესი, ადამიანი ომეგები – „ინსან“ არიან – ვიდრე იმდენ ლამია ალფას სისხლს არ დალევენ, რომ ჩვენი ვირუსით დაინფიცირდნენ. სუჯინი სისხლზე დამოკიდებულია, იმიტომ რომ მის ორგანიზმს, ჩვენ მსგავსად, ჟანგბადის ნაკლებობა აქვს. მაგრამ, ამავე დროს, მას მაინც სჭირდება კვება, რომ ადამიანური მომნელებელი სისტემა დაიკმაყოფილოს. ვერ იტანს, როცა მის ადამიანურ ომეგას მხარეს ახსენებენ. მგონი, ურჩევნია ლამია  ომეგა იყოს ჰოსოკისავით...

– შენ თქვი, რომ ოცი წლის წინ ჩამოვიდა აქ, რატომ?

– საერთაშორისო ურთიერთობების გამო, – მითხრა თეჰიონმა და მივხდი, რაღაცას მიმალავდა.

– და შენ? შენ კორეიდან ჩამოხვედი, არა?

- მმმ-ჰმმ, – დამიდასტურა მან.

– და რატომ მაინცდამაინც ბრიტანეთი?

- ზამთრის გრძელი ღამეების გამო, – მითხრა ღიმილით, – ნადირობისთვის მეტი დროა.

უნებურად გამაჟრჟოლა.

– შეგცივდა? – წარბი ასწია.

– ცოტა, – ვუპასუხე გულწრფელად.

– მოდი აქ, – ხელი თავის გვერდით, მიწაზე დაატყაპუნა.

ახლოს მივიწიე, ისე რომ ხელი მოეხვია. ერთი წამით თვალები დავხუჭე. ვერ ვიჯერებდი, რომ ორი ღამის განმავლობაში უკვე ორჯერ ასე ახლოს ვიყავი მასთან და ვცდილობდი, მუცელში პეპლები ოდნავ მაინც დამეცხრო.

როცა თვალები ისევ გავახილე, თეჰიონი მიყურებდა და იღიმოდა. შემრცხვა და მაღლა ცაში ავიხედე.

- კლუბში, კინგს კროსზე... – წამოვიწყე.

–მმ?

– იქ რა გინდოდათ? და რატომ გეჩხუბა დევიდი?

– შენ გიცავდით, – მიპასუხა მშრალად.

-ყველგან დამყვებოდით?

– იძულებულები ვიყავით, რომ აპოფაიებს არ წაეყვანე.

– და რატომ უნდა წავეყვანე იმათ? – შევაპარე.

– იუნგის ჰკითხე.

წარბები ავწიე და მხრები ავიჩეჩე.

– მე ვერ გეტყვი, ჯიმინ. ვიცი, კითხვები გაწუხებს, მაგრამ მე, უბრალოდ, არ შემიძლია. ვერც ერთი ვერ გეტყვით, ვიდრე მთავარი ალფა არ გადაწყვეტს, რომ მზად ხარ.

– მზად?

– უფრო ძლიერი, – მიპასუხა ალფამ, – იუნგი დავარწმუნე, რომ ჰუანჯინისთვის შენი გონებრივი და ფიზიკური გაწვრთნა დაევალებინა.

– ახლა ფორმაში არ ვარ? – გავიღიმე ცალყბად.

თეჰიონმა მუშტრის თვალით დამხედა და კიდევ ერთხელ სახეზე ალმური მომედო.
თავი გააქნია.

– ხარ, მაგრამ თავდაცვა უნდა შეგეძლოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ წუთს. უკვე გითხარი, რომ აპოფაიები ბუნების ბნელ მხარეებს იყენებენ – ჩვენ ყველანი ბუნების ნაწილები ვართ, ერთმანეთთან დაკავშირებულნი. მათ შეუძლიათ შენი ფიქრებით გიპოვონ, შენი სიზმრებით...

გამაჟრიალა და თეს მკლავი უფრო მჭიდროდ შემომეჭდო, ხელით ჩემს ხელს სრესდა გასათბობად.

ჩემი სიზმრები... მოგონებები ამეშალა, მაგრამ ვაიძულე, მიჩუმებულიყო.

– ჰოდა, კინგს კროსზე გიყვებოდი, – შემახსენა თეჰიონმა და საუბრის თემა შეცვალა, – დევიდი გაბრაზებული იყო ჩემზე, რადგან იმ დღეს არ დავიმალე და დაგენახე, – ეშმაკური ღიმილით გადმომხედა, – ჩვენ უნდა დავმალულიყავით შენგან და აპოფაიებისგან, მაგრამ...

– მაგრამ, რა?

–ეტყობა, ცეკვა მიყვარს ძალიან... – საყვარლად გაიღიმა.

გამეცინა.

– მეც, – ვუთხარი მე, – მერე ხომ იცი, როცა დევიდმა ჩაგავლო, გამოვედი და გეძებდი.

– ვიცი გიყურებდი, მაგრამ დევიდისგან უკვე მომხვდა და აღარ მინდოდა, გამერისკა! – გაიღიმა, – და მაინც ეგ რატომ გააკეთე?

– რა გავაკეთე?

– კლუბი დატოვე და ჩემ საძებნელად წამოხვედი?

გავწითლდი და გვერდზე გავიხედე: – მე, უბრალოდ, ვიგრძენი...

– რა? – თეჰიონის ხმა გაუთბა, კი არ მაწვალებდა, მართლა აინტერესებდა.

– მინდოდა... – მაგრამ არ შემეძლო გაგრძელება. შემრცხვა. თავი გავაქნიე და ფეხზე ავდექი, – მნიშვნელობა არა აქვს. უკან დავბრუნდეთ ალფა.

ერთხანს ალფამ თვალები მოჭუტა და დაფიქრებული მიყურებდა. მერე გამომეტყველება შეეცვალა და ფეხზე წამოდგა: – კარგი.

უკან, მოტოციკლისკენ გავემართეთ. თეჰიონი სველბალახიან ციცაბო ადგილებში ჩამოსვლაში მეხმარებოდა. მთელი დარჩენილი გზა საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. იეჯის ხმა მესმოდა ყურებში: „რატომ არაფერი უთხარი?“

– დღეს სტრიქსი თითქმის არ გვიმეცადინია, – ვუთხარი ბოლოს, როცა ჩაფხუტს ნიკაპქვეშ მიკრავდა.

მხრები აიჩეჩა და გაიცინა: – დრო გვაქვს.

უცებ გადავწყვიტე – ბოლოს და ბოლოს, საერთოდ არ მეჩქარებოდა გრძნეულთა სახლის დატოვება.

ᝰᝰᝰ

ომეგავერსი უფრო მომწონს♥︎♥︎

სულ რაღაც სამ კვირაში და სამ დღეში იუბილე მაქვს! არ მინდა 18წლის ვიყოო...

ᝰSANTIAGOᝰ
ᝰVOTE&COMMENTᝰ

Continue Reading

You'll Also Like

16.4K 372 24
(Y/N) is a newly emerging actor. On her first day, she walks into set and sees her highschool enemy Jamie Campbell Bower. (Y/n) uses she/they pronouns
31.5K 3K 21
ჯეონ ჯონგუკს უყვარდა სიგარეტი, მაგრამ მას მხოლოდ პარკ ჯიმინის მარწყვის ტუჩების გამო დათმობდა. *ნათარგმნია
36.3K 569 15
DELULU & GUILT PLEASURE
2.2K 174 8
I was someone from another Realm, one that no one could find the name of. I mysteriously appeared within Ninjago as a child, and I was saved from cer...