ᝰFIRST HUNTᝰ

By SANTIAGOSANCIO

2.2K 487 201

ᝰჯიმინი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი ომეგაა. სინამდვილეში კი მას ვამპირების ამოცნობა შეუძლია. საუკეთეს... More

ᝰპროლოგიᝰ
ᝰchapter 1ᝰ
ᝰchapter 2ᝰ
ᝰchapter 3ᝰ
ᝰchapter 4ᝰ
ᝰchapter 5ᝰ
ᝰchapter 6ᝰ
ᝰchapter 7ᝰ
ᝰchapter 8ᝰ
ᝰchapter 9ᝰ
ᝰchapter 10ᝰ
ᝰchapter 11ᝰ
ᝰchapter 12ᝰ
ᝰchapter 13ᝰ
ᝰchapter 14ᝰ
ᝰchapter 15ᝰ
ᝰchapter 17ᝰ
ᝰchapter 18ᝰ
ᝰchapter 19ᝰ
ᝰchapter 20ᝰ
ᝰchapter 21ᝰ
ᝰchapter 22ᝰ
ᝰchapter 23ᝰ
ᝰchapter 24ᝰ
ᝰchapter 25ᝰ
ᝰchapter 26ᝰ
ᝰchapter 27ᝰ

ᝰchapter 16ᝰ

39 16 4
By SANTIAGOSANCIO

– უკაცრავად, – ჩავიბუტბუტე და მჭიდროდ მოვიხვიე პირსახოცი შიშველ სხეულზე.

ახალი გაღვიძებული ვიყავი.

ჩემი ფიქრები ჯერ კიდევ წინა ღამით მომხდარ ამბებს და ჩვენს საუბარს დასტრიალებდა. ახალი ამბების ნახვის შემდეგ დევიდმა და დანარჩენებმა იმსჯელეს და განიხილეს ყველა ის საშუალება, რომლითაც საზოგადოებაში ჩემს გაუჩინარებაზე გაჩენილი ეჭვები შეიძლებოდა გაექარწყლებინათ. მე კი ვიჯექი იატაკზე მოღუშული და  იეჯიზე ვფიქრობდი – ღამეც და დილითაც. ამიტომ ისე შევედი სააბაზანოში, ყურადღება არაფრისთვის მიმიქცევია – თურმე ნიჟარასთან თეჰიონი იდგა და პირს იპარსავდა. წელს ზემოთ შიშველი იყო, თმა სველი ჰქონდა.

– არა უშავს, – ოდნავადაც არ აღელვებულა თეჰიონი, – ...გინდა? – მკითხა და საპარსი უნიტაზისკენ გაიშვირა.

-არა, არა. უბრალოდ, შხაპის მიღება მინდოდა.

– ნება არ მომცე, ხელი შეგიშალო, – მითხრა ღიმილით, თავიდან ფეხებამდე ამხედ-დამხედა და წარბები მაცდურად აათამაშა. გამეღიმა და ლოყებზე ალმური მომედო. ულამაზესი აქცენტი ჰქონდა. სხეულზე რომ აღარაფერი ვთქვა.

– დაგელოდები. ცოტა ხანში მოვალ, – ვუთხარი და გავტრიალდი.

– არ გინდა წასვლა. ჩამოჯექი. მე თითქმის მოვრჩი, – მიპასუხა და სარკისკენ მიბრუნდა.

უხერხულად ჩამოვჯექი აბაზანის კიდეზე და მოხიბლული მივაჩერდი.

– რა არის? – შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა. მორცხვად ავარიდე თვალი.

– არაფერი, უბრალოდ... – არ მინდოდა დამემთავრებინა, თორემ რაიმე სისულელეს ვიტყოდი.

–რა?

- არ ვიცოდი, ვამპირ ალფებს გაპარსვა თუ სჭირდებოდათ, – ვთქვი სწრაფად, ისე რომ თვალი არ გამისწორებია.

თეჰიონს გაეცინა, ონკანი მოუშვა, ქაფი ჩამოიბანა და საპარსი გარეცხა.

– მაგრამ მე ხომ ისეთი ვამპირი არ ვარ, როგორსაც ზღაპრებში აღწერენ, – მითხრა იდუმალი ხმით. დაბნეულმა ავხედე და დავინახე სარკიდან ღიმილით მიყურებდა.

-რას გულისხმობ? – ვკითხე მე.

– მე ლამია ვარ. დაბადებით ვამპირი ალფა,– ამიხსნა თეჰიონმა და ლოყებსა და კისერზე წყალი შეისხა.

– შენ ამბობ რომ... ვამპირად არ გადაქცეულხარ? – ვკითხე გაოგნებულმა.

– არაა, – პირსახოცი აიღო და გამშრალება დაიწყო, – დავიბადე 1878 წლის 18 ივლისს.

გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.

– ანუ შენ ას წელზე მეტის ხარ?

გამიღიმა და თავი დამიქნია, აშკარად ძალიან ერთობოდა ამ დიალოგით.

– დიახ, ასეა. ჩემი ასაკისთვის კარგად შენახული ვარ, არა?

ისევ გავწითლდი.

– ე. ი. შენი მშობლებიც ვამპირები არიან? – ვკითხე.

–იყვნენ, – თავი დამიქნია, – გარდაიცვალნენ.

-ვწუხვარ, – ვთქვი მე. თეჰიონმა მხრები აიჩეჩა და პირსახოცი ნიჟარის გვერდით დაკიდა.

– შენს განკარგულებაშია ომეგავ,–მითხრა მან.

– გმადლობ, – ვუპასუხე მორცხვად და დაველოდე, სანამ სააბაზანოდან არ გავიდა და კარი არ მიიხურა ღიმილით. იძულებული გავხდი, ტუჩი მომეკვნიტა, რომ ოხვრა არ აღმომხდენოდა. ულამაზესი იყო! ძალიან მინდოდა იეჯი ყოფილიყო აქ – როგორ შეშურდებოდა ჩემი! უზარმაზარი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დიდ, თავდავიწყებულ ვნებას ვგრძნობდი ამ ალფის მიმართ.

შხაპში ბოლომდე მოვუშვი ცივი წყალი. ეს ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

ᝰᝰᝰ

Patara tavia, aqve dagidet♡

ᝰSANTIAGOᝰ
ᝰVOTE&COMMENTᝰ


Continue Reading

You'll Also Like

125K 14.6K 55
Нар мандаагүй бүрхэг тэнгэр бүхнийг гэгээ татуулахын төлөө өөрөө хиртье ...
14.9K 899 23
a vampire prince from the underworld sent to human world to control his mind reading powers but meets a pure blooded man who he can't read his mind
7.5K 999 18
სუიციდი დეპრესია ნარკოტიკები მენტალური პრობლემები +14
222K 10.8K 56
My name is Alex Cruz, I'm a omega, so I'm just a punching bag to my pack. But Emma, Queen of werewolves Sam, queen of dragons Winter, queen of vampi...