ᝰFIRST HUNTᝰ

By SANTIAGOSANCIO

2.2K 487 201

ᝰჯიმინი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი ომეგაა. სინამდვილეში კი მას ვამპირების ამოცნობა შეუძლია. საუკეთეს... More

ᝰპროლოგიᝰ
ᝰchapter 1ᝰ
ᝰchapter 2ᝰ
ᝰchapter 4ᝰ
ᝰchapter 5ᝰ
ᝰchapter 6ᝰ
ᝰchapter 7ᝰ
ᝰchapter 8ᝰ
ᝰchapter 9ᝰ
ᝰchapter 10ᝰ
ᝰchapter 11ᝰ
ᝰchapter 12ᝰ
ᝰchapter 13ᝰ
ᝰchapter 14ᝰ
ᝰchapter 15ᝰ
ᝰchapter 16ᝰ
ᝰchapter 17ᝰ
ᝰchapter 18ᝰ
ᝰchapter 19ᝰ
ᝰchapter 20ᝰ
ᝰchapter 21ᝰ
ᝰchapter 22ᝰ
ᝰchapter 23ᝰ
ᝰchapter 24ᝰ
ᝰchapter 25ᝰ
ᝰchapter 26ᝰ
ᝰchapter 27ᝰ

ᝰchapter 3ᝰ

83 21 12
By SANTIAGOSANCIO

ჩემს თავს სარკეში დავაკვირდი - იქიდან ბუნებრივად ქერა თმა და მამიკოს ნუშის ფორმის თვალები შემომცქეროდა. ოღონდ ჩემი თვალები მოლურჯო-მონაცრისფრო იყო და თმა კეფამდე მწვდებოდა, მაშინ როცა მამიკოს თაფლისფერი თვალები ჰქონდა, თმას კი მხრებამდე ატარებდა, სანამ სულ დასცვივდებოდა.

კბილები გავიხეხე და მაკიაჟი შევისწორე. მექანიკურად ვმოქმედებდი - ყველა მოძრაობა ნაძალადევი და არაბუნებრივი იყო.

- მზად ხარ ჯიმინ? -მკითხა ომეგამ ოთახში შემოსვლისას.

იეჯის, როგორც ყოველთვის, შავები ეცვა, მაგრამ ამჯერად უფრო სერიოზულად გამოწყობილიყო - მუხლამდე ვიწრო ქვედაბოლო და ტანზე მომდგარი პერანგი ეცვა. თავი დავუქნიე და უკან გავიწიე - სარკეში ჩემი გამოსახულება კრიტიკულად შევათვალიერე. ახალ შავ პიჯაკს ხელი კიდევ ერთხელ დავუსვი. თავს შებოჭილად ვგრძნობდი ასეთ ფორმალურ და მიუჩვეველ ტანსაცმელში.

კატაფალკი გარეთ გველოდა. მამიკოს ღია ფერის ხისკუბო ავტომობილში უკან იდო. ნილი დამეხმარა თეთრი ვარდებისგან დაწნული გვირგვინის არჩევაში. გვირგვინს სიტყვა „მამიკოს" ფორმა ჰქონდა და კუბოს თავთან იდო. თითებით ცივ მინას შევეხე და ჩამოგორებულ წვიმის წვეთებს გავაყოლე. წვეთები ნაშუადღევის სუსტ მზეს აეციმციმებინა. მამიკოს უკანასკნელი თხოვნა იყო, საღამოხანს დაეკრძალათ. ცერემონია მზის ჩასვლის შემდეგ დავიწყეთ, დღის მის ყველაზე საყვარელ მონაკვეთში. მეც ეს დრო მიყვარდა ყველაზე ძალიან; ახლაც ასეა.

ვიგრძენი, ცრემლებმა თვალები ამიწვეს, ამიტომ კატაფალკს მოვშორდი, შავი ლიმუზინისკენ გავემართე და ავტომობილთან გავჩერდი. ნილი და იეჯი გვერდით დამიდგნენ. ნილმა ჩემი ხელი აიღო, მაგრად მომიჭირა და ისე გავყევით უკან კატაფალკს .

მამა ალფა ჩვენთან ერთად არ იყო. მამიკოს ნაამბობით, ის ჩემი დაბადებიდან ძალიან მალე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჯინი ერქვა და როცა მე გავჩნდი, ცხრამეტი წლისა იყო, მამიკო - თვრამეტის. სულ ეს იყო, რაც ვიცოდი. ოჯახის სხვა, ცოცხალი წევრი არ მყავდა. საბედნიეროდ, მაშინ ზედმეტად გაოგნებული ვიყავი იმის გასააზრებლად, რა მარტო დავრჩი ამ ქვეყანაზე.

თავს შევუძახე ამ ტკივილს თავად უნდა გაუმკლავდე, ჯიმინ! - ვუმეორებდი ჩემს თავს მას შემდეგ, რაც ექიმებმა მამას სისხლში მიელომა - სისხლის კიბო აღმოუჩინეს. ექიმებმა უთხრეს, რომ კიბოს ამ სტადიაზე განკურნება შეუძლებელი იყო. ყველაზე ბევრი, რამდენიმე თვით გავუხანგრძლივებთ სიცოცხლესო, მითხრეს. მაგრამ მამა ომეგა ასე ადვილად არ დანებდებოდა.

- მოვედით, - თქვა ნილმა რბილად.

ნილს მანქანიდან გადავყევი.

ჩემი ახალი ფეხსაცმელი ხრეშზე ახმაურდა. გავჩერდი და მდუმარედ ვუყურებდი, როგორ გადმოიტანა დამკრძალავი ბიუროს ოთხმა თანამშრომელმა კატაფალკიდან კუბო, მხარზე შეიდგეს და აუჩქარებლად გაემართნენ ახლად გათხრილი საფლავისკენ, სამივენი ჩუმად გავყევით.

ჩვენ უკან იეჯის ოცი წლის ალფა ძმა - მინჰო და მისი მეგობარი ომეგა მოდიოდნენ, მათ კი მამიკოს მეგობრები და რამდენიმე სხვა ადამიანი მოჰყვებოდათ, რომლებიც სამეზობლოდან მეცნობოდნენ.

გრძელი გზა არ იყო, ხრეშიდან ბეტონის ვიწრო ბილიკზე გადავედით, რომელიც სასაფლაოს შუაზე კვეთდა. უამრავი საფლავის ქვა გავიარეთ. მე წინ ვიყურებოდი, მამას ვუყურებდი.

ღრუბლებჩამოწოლილ ცას ღამე ფეხაკრეფით ეპარებოდა. იეჯის ჩემს თავს ზემოთ შავი ქოლგა ეჭირა. არც კი შემიმჩნევია - მსუბუქი წვიმა წამოსულიყო. არც სუსხიანი ქარი მიგრძნია, რომელიც კოსტიუმის მკლავზე მელამუნებოდა და თმას მიფრიალებდა. ჩვენ მტირალა ტირიფის ქვეშ, პლასტმასის სველ სკამებზე დავსხედით. ჩვენ წინ გათხრილ მიწაში მამას სხეული უნდა დაესაფლავებინათ.

წინ ვიყურებოდი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი და ვერც ვგრძნობდი, მხოლოდ მამა ომეგის დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს დაესადგურებინა ჩემში.

დაკრძალვის ცერემონია დაიწყო.

„ნუ დარდობ, ჯიმინ", ალფის თბილი ხმა ჩამესმა ყურში. თავი მოვაბრუნე, რომ დამენახა ვინ იყო, მაგრამ ჩემ ახლომახლო მხოლოდ ერთი ადამიანი - მისის კინგი იჯდა. მისის კინგი დაწყებითი სკოლის მოხუცი ომეგა მასწავლებელი და მამაჩემის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. ყველა ალფა ჩემგან ძალიან შორს იდგა, ისინი ვერაფერს მეტყოდნენ.

- აბა, ვინ იყო? - დავიჩურჩულე.

იეჯიმ შემომხედა და რა ხდებაო, მანიშნა. თავი გავაქნიე და უსიტყვოდ ვუპასუხე: - არაფერი. მაგრამ კისერზე ღინღლმა ნემსებივით დამიწყო ჩხვლეტა, ხელებსა და ფეხებზე კი ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც მიყურებდა, თითქოს სამძიმარზე მოსული ხალხის გარდა, აქ კიდევ იყო ვიღაც. ეს შეგრძნება მოძღვრის ქადაგების დროსაც არ მომშორებია - როცა კუბოზე პირველი მუჭა მიწისა და ვარდის დასაყრელად ავდექი, მწველმა სუსხმა კისრიდან ქვემოთ, მხრებსა და ხერხემალზე გადაინაცვლა და ტირილის საშუალება არ მომცა.

ბოლოს უკანასკნელი სტუმარიც მივიდა საფლავთან, თავაზიანად დამიკრა თავი და უკან, ავტოსადგომისკენ წავიდა, სადაც დანარჩენები ელოდნენ.

- მანქანაში დაგელოდებით, - გვითხრა ნილმა მე და იეჯის, რადგან გადაწყვიტა, ცოტა ხნით მარტო დავეტოვებინეთ.

- გმადლობ, - ვუთხარი მე.

ნილმა უკან დაიხია, შემდეგ მობრუნდა და კიდევ ერთხელ დახედა მიწით დაფარულ კუბოს. მე ჩემი საუკეთესო მეგობრის ხელი მეჭირა, გაჭირვებით ვსუნთქავდი ნესტიანსა და მიწიან ჰაერს და უხმოდ, უკანასკნელად ვეთხოვებოდი მამიკოს. ეს დღეები სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ეს ჩემს თავს, მამიკოს თავს, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარიყო. ეს ჩემთვის ყოვლად გაუგებარი იყო.

-გინდა, ერთი წუთით მარტო დაგტოვო? - თბილად მკითხა იეჯიმ.

იეჯის თვალებში შევხედე, ნაღვლიანად გავუღიმე და თავი დავუქნიე. იეჯიმაც გამიღიმა, წავიდა და მეორე მხარეს, მუხის ხესთან ჩემკენ ზურგშექცევით დადგა.

ხელოვნური ბალახის საფარზე ჩავიმუხლე და მამას კუბოს ჩავხედე. ცრემლები აღარ მქონდა, მხოლოდ სიცივეს და სიცარიელეს ვგრძნობდი.

ვიცოდი, რაღაც უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა „ნათელში გამყოფოს", გამიელვა თავში, მაგრამ არა, ეს ზედმეტად გაცვეთილი და ბანალური იყო
- მიყვარხარ, - ჩავძახე კუბოს.

ფეხზე ავდექი და იეჯისკენ წავედი.

- კარგი, - შევეცადე გამეღიმა, თუმცა ნაძალადევი და ხელოვნური ღიმილი გამოვიდა, - წავედით.

იეჯიმ ისევ აიღო ჩემი ხელი და ერთად გავუყევით ბილიკს უკან, ბალახებს შორის.

გზად რატომღაც სასაფლაოს ძველი ნაწილის განაპირას დარგული ხეების კორომს შევხედე და სურნელის შესუნთქვისას გავშეშდი.

- რა ხდება? - მკითხა შეცბუნებულმა იეჯიმ.

- იქით გაიხედე, - ვუპასუხე და მანაც შუბლშეკრულმა გაიხედა, - ხედავ იმათ? - ნავჩურჩულე.

ხეებს შორის ოთხი ფიგურა იდგა. მათი ფერმკრთალი სახეები ბუნდოვნად მოჩანდა სიბნელეში. სასაფლაოს ანგელოზებივით გაქვავებულიყვნენ.

- ვხედავ, - ჩამჩურჩულა იეჯიმ, - რა უცნაურები არიან! იცნობ მათ?

- არა, - ვთქვი ხმადაბლა. ისინი თითქოს ისეთივე ყურადღებით გვაკვირდებოდნენ, როგორითაც ჩვენ მათ.

- უნდა წავიდეთ, - მირჩია იეჯიმ, ხელზე მომქაჩა და დედამისის მანქანისკენ წამათრია.

- იეჯი, - ახლა მე მოვქაჩე მას, - ვამპირი ალფები არიან.

იეჯის სუნთქვა შეეკრა და ხელი გამიშვა: - ღმერთო ჩემო!

მე მათკენ წავედი.

- დარწმუნებული ხარ, რომ კარგი აზრია? - მკითხა ჩემმა გოთმა მეგობარმა, თუმცა მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით ჩამომრჩებოდა, - სასაფლაოზე ვართ.

- ვიცი. მაგრამ... მინდა, მათ დაველაპარაკო.

არ შემეძლო იეჯისთვის ამეხსნა, რატომ მინდოდა მათთან დალაპარაკება, არასდროს მომნდომებია რომელიმე იმ ვამპირ ალფასთან ურთიერთობა, რომელსაც ამ დრომდე შევხვედროდი. არც არასდროს გამოვლაპარაკებივარ ან მოგრძნობინებია მათთვის, რომ ვიცოდი, ვინც იყვნენ, როცა ღამით ქალაქში ვხედავდი. ვამპირი ალფები და ომეგები ისევე იქცევიან, როგორც ჩვეულებრივი ალფა-ომეგა - დადიან ქუჩაში, კუთხეში შემოგხვდებიან, ავტობუსს ელოდებიან, მაღაზიებში შედიან, აკეთებენ იგივეს, რასაც ნებისმიერი სხვა, მაგრამ როგორღაც ვხვდები, რომ ისინი ჩვეულებრივები არ არიან. ერთი შეხედვით ჩვენნაირები, ისევე განსხვავდებიან ადამიანებისგან, როგორც კატები თაგვებისგან. მათ რაღაცნაირი, სურნელი, უფრო ცივი და ბნელი აურა აქვთ.

სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, შენც კი, რიგით ადამიანს, შეგიძლია ამოიცნო ვამპირი, თუ მას კარგად დააკვირდები. პირველი, რაც თვალში მოგხვდება - თვალებია. ისინი, როგორც წესი, ვამპირებს არაბუნებრივად ნათელი აქვთ, ან უძიროდ შავი, როგორც მაგალითად, აუზი ღამით. შემდეგი ნიშანი ანემიურად ფერმკრთალი კანია. მიუხედავად იმისა, რომ სიფერმკრთალე უცნაურობად არ ითვლება ამ ქვეყანაში, მათი კანი მაინც გამორჩეულად უფერულია. შემდეგ უნდა დააკვირდე ფრჩხილებზე (თუ ისე ახლოს მოხვდები ვამპირთან, რომ ფრჩხილების დანახვა შეძლო), რომლებიც ღია ცისფერია. გეგონება, ყველა ვამპირს ერთნაირი, ღია ცისფერი ფრჩხილის ლაქი უსვიაო. ახლა უკვე ვიცი - ეს ჟანგბადის უკმარისობით არის გამოწვეული. კიდევ ერთი - ისინი ძალიან ლამაზები არიან! ყველა მათგანის ახალგაზრდული სილამაზე გაყინულია სამუდამო სტაგნაციაში. თუმცა, მათი ფაიფურის თოჯინის მაგვარი სილამაზისა და სუპერმოდელის კატისებრი გრაციის მიღმა ვხედავ - ისინი დაუნდობლები, უმოწყალო მკვლელები არიან. იმ ერთადერთმა შეხვედრამ ლონდონში ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინდელი შეგრძნებები ძალიან დიდხანს გამყვა.

თუმცა მაინც გაბედულად მივაბიჯებდი სასაფლაოს შუაგულში მდგარი ოთხეულისკენ. ალბათ იმ ფაქტმა, რომ მამიკო სულ ახლახან დავმარხე, ყოველგვარი შიში გამიქრო

- ჯიმინ, რა მოხდება, თუ ის ალფაც იქ არის? - მკითხა უცებ იეჯიმ და შესაჩერებლად მკლავში ხელი ჩამავლო.

იმდენად მინდოდა გამეგო, რატომ იდგა აქ ეს ოთხეული და რატომ მიყურებდნენ, ამაზე არც მიფიქრია. უცებ მთელ სხეულში ჩვეული შიშის კანკალი ვიგრძენი. მათ ყოყმანით გავხედე და სიბნელეში სახეების გარჩევას შევეცადე, მივხვდი - ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის - ჩემი ღამეული კოშმარების პერსონაჟი. უცებ გადაწყვეტილება კიდევ უფრო განმიმტკიცდა.

- კარგი, რა, არ შეიძლება მთელი ცხოვრება სიზმრების მეშინოდეს, - ვუთხარი იეჯის და გზა განვაგრძეთ.

მაგრამ, როგორც კი დაახლოებით ოც მეტრზე მივუახლოვდით, მათი სახეები თითქოს სიბნელესა და ხეებს შეერწყა - გაქრობა გაიწყო.

- ქრებიან, - თქვა იეჯიმ.

- არა, არ ქრებიან, - ვუპასუხე და გავიქეცი. იეჯიც ჩემთან ერთად გამოიქცა და მალე ხეებს შორის აღმოვჩნდით. უკიდურესი ბრაზის ტალღამ მთელ სხეულში დამიარა.

- სად ხართ? - ვიყვირე ჩრდილების მიმართულებით.

ვგრძნობდი, რომ ისინი ისევ აქ იყვნენ და გვიყურებდნენ, - შენ ხომ დამელაპარაკე! მე გავიგონე!

ჩემი ფიქრები გავახმოვანე და ახლა დავრწმუნდი - ნამდვილად ვამპირმა მითხრა, ნუ დარდობო. მაგრამ რატომ? აი, ამის გაგება მინდოდა. იეჯის შევხედე - გაოცებული და დაბნეული მიყურებდა.

- აქ რას აკეთებთ? - ვითხოვდი ისევ პასუხს, - რატომ იმალებით? გამოდით!

მაგრამ პასუხი იყო გულის გამაწვრილებელი სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ქარისგან დარხეული ტოტების ხმა არღვევდა. ჩუმად ვიდექი და ირგვლივ ვიყურებოდი, იეჯიც გვერდით მედგა.

არაფერი.

- წავიდეთ, რა, აქაურობა მაშინებს ჯიმინ, - ჩამჩურჩულა იეჯიმ და ჩემი ბრაზის მიუხედავად, ვგრძნობდი, როგორ ჩამეღვარა დაუცველობის ცივი გრძნობა მუცელში. გამაჟრჟოლა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ვამპირების არასასიამოვნო სიჩუმით დამარცხებულმა მხრები ჩამოვუშვი, გავბრუნდი და წავედით.

უცებ ჩვენგან მარცხნივ, ბუჩქებიდან რაღაც გამოვარდა. იეჯიმ იყვირა, მე უკან გადავხტი და ხელი გულზე მივიჭირე. კურდღელი აღმოჩნდა. წინ გადაგვირბინა და გაიქცა.

სიბნელეში თეთრად ანათებდა მისი ცანცარა კუდი. იეჯის შევხედე და ორივემ გავიცინეთ - შიში დამარცხებული იყო.

-ჯიმინ! იეჯი! სად ხართ? - მოგვესმა შორიდან.

- მამაჩემია, - თქვა იეჯიმ და გასძახა: - მოვდივართ! - შემდეგ მე მითხრა: - ესენი წავიდნენ, ჩვენც წავიდეთ.

- ჰოო, წავედით, - დავეთანხმე და უხალისოდ გავყევი. მაგრამ ავტოსადგომისკენ მიმავალმა უკან მოვიხედე და ხეებთან, შემიძლია დავიფიცო, ერთი სილუეტი დავინახე, ხეს მიჰყრდნობოდა და მიყურებდა.

დარწმუნებული ვარ, იღიმოდა.

მისი სურნელიც მესიამოვნა..

ნუშისა და შოკოლადის მძაფრი სურნელი ტრიალებდა..

ᝰᝰᝰ

დღეს უკვე მეორე თავი, შუაღამით განახლებას კიდევ დავდებ♥︎

თქვენი კომენტარები ჩემთვის იმდენს ნიშნავს... მოტივაციას მაძლევს!

ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს.

მიყვარხართ ჩიტუნიებო!

ᝰSANTIAGOᝰ
ᝰVOTE&COMMENTᝰ

Continue Reading

You'll Also Like

1.4M 99.7K 24
#Book-2 in Lost Royalty series ( CAN BE READ STANDALONE ) Ekaksh Singh Ranawat The callous heartless , sole heir of Ranawat empire, which is spread...
7.5K 999 18
სუიციდი დეპრესია ნარკოტიკები მენტალური პრობლემები +14
222K 10.8K 56
My name is Alex Cruz, I'm a omega, so I'm just a punching bag to my pack. But Emma, Queen of werewolves Sam, queen of dragons Winter, queen of vampi...
27.7K 53 11
baca ajaa, terserah. ga suka ga usah dibacaa Tapi jangan lupa vote. Boleh request mau yg gimna, komen ajaaaa Siapa tau ada yang pengin request bisa c...