,,პირველი და უკანასკნელი.."

By angella_ik

23.7K 831 1.2K

"-ვიცი რომ ჯერ კიდევ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობა გჭამს!" "-პირველი ხარ! -შენ კი უკანასკნელი!" ‼️ფიკში იქნება და... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 18
თავი 19

თავი 17

1.2K 34 147
By angella_ik

-მეზიზღები-სიძულვილით წარმოვთქვამ სიტყვებს და ხელებს მის სახეზე ვალაგებ

-მეც მეზიზღები მაგრამ ჩვენი სიყვარული ზიზღზე მეტია, მე ველოდები ამას როდის აღიარებ-თვალს მიკრავს და ახურებულ ბაგეებს მიკოცნის

* * *

ისე ტკბილად მეძინა ისე ტკბილად რომ ანგელოზებსაც შეშურდებოდათ, მაგრამ, ამ საცლში ძილს ვინ გაცლის, თვალებს არ ვახელ ოსე ვუგდებ ყურს კარზე კაკუნს.. კაკუნის შემდეგ ვიღაც ოთახში შემოდის ქოთქოთით ეს დამატყვევებელი ცისფერი თვალების პატრონი გახლდათ

-თათ..-ფრთხილად ჯდება საწოლზე და შუბლზე ხელს მისმევს, ძლივს ვცდილობ ღიმილის შეკავებას-ანგელოზო-შუბლზე მკოცნის-ჩემო მფარველო ანგელოზო-ამჯერად შუბლს აღარ დაჯერდა და ქვევით ჩაიწია პატარაზე ცხვირზე მაკოცა-თათ..-კვლავ მოწყურებულმა ტუჩებზე დამეწაფა რაც არ უნდა ყოფილიყო მუდამ ჩემს დატყვევებას ახერხებდა, თვალები ფრთხილად გავახილე და მოვშორდი

-გაგიჟდი?-წამოვიკივლე და კარისკენ გავიხედე, შემდეგ ფრთხილად ალექს გადავხედე

-კაი გაჩე ნელიკო ქვევითა ბავშვებს ელოდება..-რაო ამან? ვინებსო?

-ღადაობ?-პირი დავაღე

-ვიცოდი რომ მოგენატრებოდა-უხერხულად გადმომხედა და თავი მოიქავა, ოთახს მოავლო თვალი შემდეგ კი წამოდგა და სიარული დაიწყო აქეთ-იქით, მეც წამოვდექი და მასთან ახლოს მივედი ცოტა კი გაუკვირდა მაგრამ მიჩვეული იყო, იცოდა რომ ყოველთვის რაც დამარტყამდა თავში იმას ვაკეთებდი,
მასთან ახლოს მივიწიე და ფეხის თითებზე ავიწიე, ხელები კისერზე შემოვხვიე და დაბალ ხმაზე დავიჩურჩულე..

-მადლობა!-თავი მის მკერდზე დავდე სასიამოვნოდ გაოგნებული იყო

-მადლობა შენ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩენისთვის!-ხელები მანაც შემომხვია და სახე ჩემს თმაში დაფარა-მაგიჟებ!-დაიჩურჩულა და ბაგეები შემეხსნა ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ახლა ამ წამს დავადგინე რომ მე კვლავ მასზე არა, მის სულიერ სიმშვენეზე ვიყავი გაგიჟებული.

* * *

-როგორ მომენატრე-აღმოხდა ტასიკოს როცა ჩამეხუტა ისე მეხუტება თითქოს საუკუნე არ მყავდა ნანახი

-7 წლის უნახავივით რო ეხუტები მიმიშვი რა-ანდრომ ტასო აიღო და გვერდით გადადო! დიახ გადადო პირდაპირ მნიშვნელობით ლოყაზე მაკოცა და ნელისკენ წავიდა-ჩემი ნელიკო-თითზე მოკიდა ხელი და დაატრიალა, შემდეგ გეგა ვნახე სიდოც კესანეც სანდროც და ლუკაც მოკლედ მთლიანი სასტავი აქ მყავდა

-დედაა ჩემი ბიჭები და გოგოები მოსულანო-ნელიმ ბავშვებს გადაეხვია

მათი ნახვით გახარებულმა ისევ ალექსანდრესკენ გავხედე რომელიც მე მიმზერდა, ცხვირი ავიბზუე და ბავშვებს ეზოს მაგიდისკენ მივუძეხი სადაც ნელიკოს ნახელავები ელაგა ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.. მაგრამ გული მერეოდა და აი ვერ მშიოდა მართლა!
ბავშვები როგორც კი დასხდნენ მეც მათ გვერდით დავჯექი და უბრალოდ ვუყურებდი გარემოს რომელზეც შეყვარებული ვარ!

ბევრი ამბავი გავიხსენეთ ვიხუმრეთ გავერთეთ ჩემი თავი უკვე საერთოდ აღარ მახსოვდა ისე მაგრად ვერთობოდი, ბოლოს კი ყურადღება ბუნებაზე რომ გადავიტანე კესანეს ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან

-ისეთები მოყვა შენს გამოქცევას ტყიურო-გადმომჩურჩულა და საფეთქქლზე თითი მომიბაკუნა

-რაიოო-წამოვაფრინე-წამო ჰამაკში ჩავჯდეთ-მივატოვე ისინი და გადავჯექით იქეთ

-გოგო იმ დღესვე როგორც კი დაგირეკავს იმ იდიოტზე-მისი დეიდაშვილისკენ მანიშნა-ტყვეში გავარდნილივით გეძებდა, ბოზი ვიყო ასეთი ცხოვრებაში არ მენახა! შუა ღამეს რო წამოგადგა და დაადე გაათენა, ბლიად მეც გამათენებინა ვერ ვიძინებდი იმის შემხედვარე არ გაიპაროს თქო ესეც, ძმაა ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ იმენა ცალკე ტასო ძლივს დავაწყნარეთ მეც ვნერვიულობდი მაგრამ ალექსამ ილო მიჟეჟა-გამეცინა

-რაოო? სერიოზულად?

-აბა გეგონა ეგრე დატოვებდა? იქვე ვიყავი რო ლეწა პირველად და უნდა გამეშველებინა გეგამ რომ დამიჭირა და მითხრა შენც მიგაყოლებს იქ თუ ახლოს მიხვალო შემეშინდა და გამოვედი გოგო სერიოზულად ისეთი სიტყვები უძახა ბოლოს მგონი სასწრაფოც გამოიძახეს ალბათ ნახავდი რათქმაუნდა რა დღეშიც აქვს სახე ვაჟბატონს მაგრამ..-არ დავასრულებინე

-მაგრამ უხდება..-ჩავილაპარაკე და პატარა ტუმბოზე დადებულ თხილს დავწვდი და პირში გავიქანე თავი უკან გადავწიე და ვფიქრობდი ჩემზე.. მასზე.. ჩვენს მეგობრებზე.. ურთიერთობაზე..-აუ ახლა რომ უჩივლოს-ამოვიგმინე მან კი თავისი დუმილით მანიშნა „ყველაფერი კარგად იქნება“-ო

-იცი ალექსანდრეს შენთვის ს..-ვერ დაასრულა რადგან გეგა მოვიდა მე კი დაინტერესებული კესანეს ვუყურებდი, ვეღარ დაასრულა მაინც..

-გოგოშკებო რას შვებით-თავისი ტონით რაღაცის შემოპარებას ცდილობდა, მუდამ ეტყობოდა.

-რავი ვწევარ-თავი წამოვყე და გავხედე-რა გინდა პირდაპირ მთხლიშე

-მოკლედ ანუ ეს თქვენი დაქალი მგონი მოვთაფლესავით მარა მაინც არ მომყვება სადმე, ბათუმში რო დავეშვებით-ცოტა შევიშმუშნე ეს კი შეამჩნია-მინდა პაემაზე წავიყვანო

-მეორედ უნდა დაკეროს რა-მხარი გამკრა ღლიცინით კესანემ

-ბრატუხ პრობლემა ნიეტუ!-გავეღადავე გეგას და ჩემთან ჩამოჯდომა ცადა-აპაპ გადი იქით ქიშ ქიშ

-კაით რაააა მომეწყინა იქეთ თან ალ..

-ძუნკალო დაეგდე-ავდექი და სახლში შევედი ჩუმად, კესო და გეგა ლაპარაკობდნენ ცალკე, ასევე დანარჩენებიც, არავის შევუმჩნევივარ, ჩემს ოთახში ავირბინე და ისეთი შეგრძნება არ მასვენებდა თითქოს ვიღაც მომყვებოდა არადა რომ მოვათვალიერე არავინ იყო, ჩანთიდან პატარა კოლოფი ამოვიღე შიგნიდან კი თავისთვის წამლები იდო, ორი აბი გადავყლაპე და ეზოში ჩავედი ჯერ სამზარეულოში შევიარე და წყალი დავლიე თავბრუ რომ არ დამსხმოდა რამდენიმე წუთი გავჩერდი შემდეგ კი გარეთ გავედი მაგრამ სახლის გვერდიდან ხმები მომესმა სუფრას რომ გადავხედე ბიჭები იქ არ იჯდნენამ სიტუაციამ დამაეჭვა, ჩუმად იქეთ წავედი საიდანაც ხმები მოდიოდა,
ანდროს ხმა მკაფიოდ ისმოდა არ მინდოდა მოსმენა მაგრამ მისით მომესმინა

-არ ვიცი როგორ მაგრამ გზა მოძებნე და ეს ყველაფერი დაასრულე კიდევ ერთხელ თუ ატკენთ რომელიმე მოგკლავთ იმაზეც არ დავხუჭავ თვალს რომ ძმებად გთვლით, ორშაბათს თუ დავბრუნდებით გაგყვებით მე!-პირზე ხელები ავიფარე და ყელში გაჩხერილს ბურთს წინააღმდეგობა გავუწიე, ხოლო თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს ვაკავებდი

-შენი აზრით მე მინდოდა ეს?-ეს ალექსანდრე იყო ღმერთმანი კიდე ახალი შარი?-მას მე არ ვატკენ და იცი ეს შენ! არც წინაზე ყოფილა ჩემი ნებით, რა ჩემი ბრალია მე ნაბიჭვარი ბაბუა თუ მყავს? რა გავაკეთო მე?-ალექსანდრეს ბაბუა სულხანი? რაღა შუაშია?-მოვაგვარებ ყველაფერს და ყველაფერსაც მოვუყვები უბრალოდ მალე დავბრუნდე და ესეც განკურნებული უნდა წავიყვანო აქედან, ილიას კი ორმაგად დანძრეული აქ ნახავ!-პანიკამ ამიტანა

-ღმერთოო როგორ დააკარა ხელი არ იცოდა მაინც რა მოელოდა?-სანდრომ წამოიყვირა-მოიცა მაგის ძმაკაცს რა ერქვა?

-რატი-გეგამ ამ სიტყვას მთელი ზიზღი ამოაყოლა-მთელი საძმაკაცო გოგოებს დაესივნენ ყლეკაცები!

-ეგ რატი იცით ვინაა?-ლუკა გაჩითული იყო ასეთ საქმეებში ასე რომ მთელი შთამომავლობა რო ცოდნოდა არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი-ბიბინურის ძმაა

-არ ვიცი რა გავაკეთო ცვეტში-ალექსანდრე..-დავიღალე-ხმები გავიგე ფეხის ასე რომ გამოვვარდი და მაგიდასთან დავჯექი გოგოებთან, მათ დიალოგზე ვფიქრობდი, ფიქრებში ვიყავი გართული როცა სიდონიას ხელი ვიგრძენი

-თათია? ყველაფერი რიგზეა?-მკითხა აღელვებულმა

-რატონ ტირი?-ეს ტასო იყო

-თათია!! რა მოხდა-ამჯერად მკაცრად თქვა კესანემ

-გთხოვთ ახლა არა! არ მინდა საუბარი! ოდნავ მაინც თუ მაფასაებთ ახლა არა რა!-ნელ-ნელა გავხედე სამივეს მიხვდნენ.. დაახლოებით 10 წუთიანი დუმილიც დაირღვა.

-გოგოებო-წამოიწყო ტასომ

-გისმენთ ტასია

-გეგასთან რა ვქნა ვეღარ ვხვდები!

-ტასო ძალიან ცუდად ექცევი ბიჭს

-ვეთამხმები კესოს, გოგოოო რას არ აკეთებს შენთვის, ენდე რა ამ ერთხელაც

-ენდე ჯობია! მერე ხახამშრალი არ დარჩე მითუმეტეს მართლა იმსახურებს-პირი რომ გააღო პირდაპირ ვთქვი-არც კი გაბედო ეგ სხვაა

-ბოდიში რა ჩვენ ჯინზე უნდა შევმდგარიყავით და შენი თავი არ უნდა გაგვეშვა იმ სირთან-ხელები თავში ჩარგო ტასომ

-მართალი ხარ ტასო, ჩვენ ასე არ უნდა მოვქცეულიყავით რომ ვფიქრობ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა აი ფუუ-სიდოს ლამის ცრემლები წამოუვიდა

-მისი ცხოველური საქციელი დაუსჯელი არ დარჩება მაგრამ მაინც არ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენ ესე!-კესო

-გოგოებო თქვენ რატომ მიხდით ბოდიშს? მე ვარ ამ ყველაფერში დამნაშავე და მე ვაგე პასუხი, მე გავაკეთე არასწორი არჩევანი არასწორ დროს და არასწორ ადამიანში.-თავი ჩავხარე

გოგოები წამოდნენ და მომეხვიენ ვგიჟდებოდი მათ ამგვარ ქცევაზე!

* * *

მინდა ახალი ინფორმაცია გამცნოთ, ეს დღეები რაც ტელეფონი ჩავრთე ერთ-ერთი ძველი ნაცნობის მესიჯი დამხვდა, სადაც უბრალოდ მკითხულობდა, დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ, გადავწყვიტე ცოტა ხნით მიმეწერა და ეს ჯერ კიდევ არავინ იცის, კი რამდენად გიჟურადაც უნდა ჟღერდეს მე ჩემი ნახევარი ცხოვრების შესახებ მოვუყევი, მაგრამ იმიტომ რომ თავადაც მიამბო. როცა სახლიდან მარტო გავდიოდი მირეკავდა, ვმეგობრობთ კარგად, უბრალოდ ვმეგობრობთ. მის შესახებ ჯერ ბავშვებისთვის არ მითვქვამს რათქმაუნდა

ხვალ უკვე ბათუმში ვბრუნდები კი..

-თათული წასვლამდე კიდე ამოხვალ?-ბებიას თვალები ამოუწყლიანდა

-ნელიკო კაი რა 5 დღეში მამას ვეტყვი და ჩამოგიყვანს დედას დაბადების დღე აქვს! თუ არადა აუცილებლად ამოვალ არ იტირო-თვალებიდან ცრემლები მოვწმინდე

გულში ჩავიკარი ჩემი საყვარელი ბებო, უხხ როგორ არ მინდოდა მისი დატოვება აქ და ახლა.. კიდევ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი მაგრამ მელოდება ბათუმი.
ბავშვები გარს გვეხივნენ და მათაც ჩავეხუტე, უკვე ბინდდებოდა.

-თამრომ მოკითხვა გადმოგცა და სანამ ამერიკაში წავა მნახოსო-ნიკომ დაარღვია დუმილი

-ხო აუცილებლად.-შევაგულიანე

-რამე ვჭამოთ-სიდომ სამზარეულოსკენ გასწია, ისე საშინლად არ მშიოდა ახლა.. გულს მერევა ისევ, "ფუ შენი"-გავიფიქრე და გულში კარგადაც შევიკურთხე

-აბა აბა ნენე ავდგეთ ახა რაცხა დავალაგოთ და გავამზადოთ-დაფაცურდა ნელიკო
ბავშვები ოდნავ მოშორებით იყვნენ

-ბე..-სანამ გავიდოდა დავუძახე-ორი წუთი მოდი

-ჰო

-გახსოვს ჩვენი მეზობელი გივიკო?

-კი მერე

-სიმსინვით რამდენ წელს იცხოვრა?-უცნაურად გააქნია თავი და გადმომხედა

-არ მითხრა რომ..-არ დავასრულებინე დარწმუნებული ვარ ახლა მისი გული გამოვარდნაზე იქნებოდა

-არა არა-გამეცინა-უბრალოდ მითხარი

-რომ დაუდგინდა იქედან 2

* * *

-თათია შენ არ შეჭამ მთელი დღეა რამე არ გიჭამია?-შევიშმუშნე

-არა არ მშია-ალექსანდრემ რაღაცნაირად გადმომხედა

რამდენიმე წუთში წამოვდექი და ზემოთ ავედი ფრთხილად მივაბიჯებდი როგორ არ მინდოდა ამ ადგილის დატოვება..
ჩემი ოთახის კარი შევაღე და ჩემი ჩანთა გადმოვიღე კარადიდან, იქ პატარა წითელი კოლოფის მოძებნა დავიწყე მაგრამ რატომღაც იქ არ დევს, არ დევს იქ სადაც ბოლოს დავტოვე, ის არავინ არ უნდა ნახოს მაგრამ..
ჩავიკეცე და დასველებულ სახეს ყურადღება არ მივაქციე თუ მარილიანმა წყალმა როგორ გაიკვლია გზა ჩემს სახეზე.
მთელი ოთახი გადავქექე, გარედან ხმა მომესმა და კარისკენ გავიხედე იქ ვიღაცის ლანდი შევნიშნე მაგრამ ვიცოდი.

კარი გაიღო და შემოვიდა კვლავ ისეთი თვალებით დამყურებდა თვალებში ჩავხედე ისევ ისეთი ყავისფერი ქონდა, მისი თმა, მისი სახე, მისი ტანი..

მინდოდა მეთქვა რამე მისთვის მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი ხელს მიშლიდა მხოლოდ დაბალ ხმაზე ამოვილუღლუღე

-ცოტნე-ძირს სადაც ვიჯექი იქ დაიხარა და დაბალ ხმაზე ამოიჩურჩულა

-ხო ვარსკვლავო-მე მივხვდი ვიგრძენი რომ ეს ყველაფერი რეალური იყო, მაგრამ ვიცოდი რომ სიზმარში ვიყავი, მისი ბოლო სიტყვები განსაკუთრებით დამამახსოვრდა სანამ ჩემი გონებიდან გაქრებოდა-მომძებნე და მიპოვე

* * *

-თათია!!-ალექსანდრეს აღელვებული სახე ქონდა, ბავშვებიც აქეთ-იქეთ იდგნენ როგორც კი თვალები გავახილე ალექსანდრემ გულმკერდზე მიმიკრა მეც თვალები გავნაბე-შემაშინე

-აქ ცოტნე იყო-ჩუმად ამოვილუღლუღე და ხელით ვაჩვენე ადგილი

ვიგრძენი როგორ გახედა ბიჭებს ალექსანდრემ

-რა გითხრა ცოტნემ?-ძლივს გასაგონად თქვა

-რომ მომეძებნა და მეპოვნა.. არა ალექს არარეალურია მაგრამ არ მომკვდარა..

-თუ გინდა ხვალ არ წავიდეთ ბათუმში-ჩუმად მიჩურჩულა, თემას გადაუხვია

-წავალთ!

-როგორც გინდა-ბავშვებს თავით ანიშნა ეომ გასულიყვნენ კარიც დაკეტა და მე მომიბრუნდა, ჯიბიდან რაღაცის ამოღება ცადა და როცა დავინახე რომ ეს ჩემი პატარა წითელი ყუთი იყო, აივნიდან გადახტომის სურვილი დამეუფლა-ეს რა არის

-არ ვაპირებ რამის შენთვის ახსნას!-ცხვირი ავიბზუე

-თვითმკვლელობას ცდილობ?-დებილია აგი

-შენ ვერ ხარ უბრალოდ როცა თავი მტკივა ვსვამ..-თავი დავხარე

-უბრალიდ სვამ? უბრალოდ სვამ ფსიქოტროპულებს? და უბრალოდ სვამ ამდენს წამალს? ექიმს მაინც გასაუბრებიხარ? საჭმელს არ ჭამ და თავი მაგიტო გისკდება მაგრამ ფსიქოტროპულები?-თავი გააქნია და ხელები მოისვა სახეზე

-საიდან მოი..-არ დამასრულებინა

-ვიცი.

-შენ რამდენი ხანია იცი?

-რაც ბათუმში პირველად გნახე

-მანამდე არ ვსვამდი.

-სვამდი მაგრამ ისე ხშირად არა, ხშირად ეწეოდი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყავი, ხოლო ამერიკაში რომ იყავი ისეთი გადატვირთული გრაფიკი გქონდა თმააბურდული აივანზე სიგარეტს თუ მოწევდი ხოლმე..-პირი გავაღე რაღაცის სათქმელად მაგრამ ხელი ამაფარა თავზე მაკოცა-დაიძინე.-შეშლილია!


* * *

ღამის 4 საათზე გარეთ ვარ ჩემი უძილობის გამო, სახლის უკან ვზივარ

ყურსასმენებში სიმღერა - the night we met -ს ვუსმენ თვალები დავხუჭე და სარწეველა სკამში თავი გადავაგდე უკან, ვიგრძენი რომ ვიღაცამ ცალი ყურსასმენი გამომაცალა, თვალები გავახილე და ჩემთნ მოხრილი ალექსი დავინახე რომელიც სიმღერას თვალებდახუჭული უსმენდა, ისეთი საყვარელი იყო ამ დროს.. ვუყურებდი მის წარბებს, ლოყებს, ტუჩებს.. ის ცდილობდა ჩემთან ერთად შეეგრძნკ მთლიანი სიმღერა.

თვალები ოდნავ და ფრთილად გაახილა გამომხედა ისე ახლოს იყო.. ისე ახლოს იყო მისი სული ჩემთან,წელში გასწორდა ხელი გამომიწოდა ისე რომ ყურსასმენი არ გამოუძვრია ვფიქრობდი, ვიცოდი რომ ამით თავ გზას ამიბნევდა, კიდევ ერთხეკ მაცდუნებდა, კიდევ ერთ შანს წამართმევდა მაგრამ დავეთანხმე.

წამოვდექი და ხელი მხარზე დავადე მან კი ხელები წელზე შემომისრიალა, ახლოს მიმწია და ნიკაპი თავზე ჩამომდო, თვალები დავხუჭე და მშვიდად შევისუნთქე მისი სურნელი.

-Take me back to-აყვა და ჩუმად წაიჩურჩულა, ყურზე ცხვირი ამისვა

-the night we met-თავი მხარზე ჩამოვდე და გავაგრძელე მისი წინადადება

-I don't know what I'm supposed to do, haunted by the ghost of you
Oh, take me back to the night we met-ნელ-ნელა ვმოძრაობდით თითქოს რაღაცის გვეშინოდა.. თითქოს ერთმანეთის დაკარგვის გვეშინოდა


-When the night was full of terrors
And your eyes were filled with tears
When you had not touched me yet
Oh, take me back to the night we met-ჩუმად ჩურჩულებდა.. მისი ხმა..

-I had all and then most of you, some and now none of you
Take me back to the night we met-მისი ცხელი სუნთქვა, ჩემი გულის ცემა და მისი სურნელი..

-I don't know what I'm supposed to do, haunted by the ghost of you..-სისხლი მიდუღდა, არტერიიდან და ვენიდან სისხლი გამოსვლას ლამობდა

-Take me back to the night we met-ერთად წარმოვთქვით, საბოლოოდ მან თავი კვლავ ჩემს თმებში დამალა მე კი მის გულმკერდში მივიყუჟე

* * *

დილით გავემზადეთ უკვე წასვლას ვაპირებდით ნელიკო რო გამოვარდა კალათებით გინდათ თუ არა ესენი წაიღეთო ლაიასთვის და ბავშვისთვისაც კარგი იქნებაო..

მოკლედ საბოლოოდ ალექსანდრეს მანქანაში ამოვყავი თავი, ესეც რათქმაუნდა ვაჟბატონის დამსახურება იქნებოდა, ქვედაბოლო და ტოპი მეცვა არა რათქმაუნდა არ ვაპირებდი არაფერს უბრალოდ.. სხვა ვერაფერი ვნახე

ფეხები ფანჯარაში გავყავი და სიმღერა ჩავრთე

-ისე არ ქნა რომ შენს გამო სადმე გადავიჩეხოთ-ამოილაპარაკა ღიმილით და თვალი ჩამიკრა

-რატო უნდა გადავიჩეხოთ-მხრები აიჩეჩა სასაცილოდ

სიმღერა “გვიანი სერენადა” მქონდა ჩართული წამოვუწიე სიმღერას

-მიყვარს ეს სიმღერა-წამივიკივლე და ამჯერად "ლაბაოიზე" ავაწყვე ფეხები

-ჭკუიდან გადამიყვან-სიცილით ამოთქვა

-ზედმეტად ვმოქმედებ შენზე-თვალი მე ჩავუკარი და ‘საკაიფოდ’ გავსწორდი

თავი გადაგდებული მქონდა თვალებიც დახუჭული, ხელი ვიგრძენი მუხლზე რომელმაც სვლა ბარძაყისკენ განაგრძო,
სიმღერის მელოდისს ფონზე..

-ჭკუიდან გადაგყავარ, ყველანაირი ქცევით, საუბარით, ფიქრით დიახ ამასაც კი ვგრძნობ,  კი ჩემზე ისე ზემოქმედებ რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ვაკონტროლებ, მაკარგვინებ თავს! იმაზე მეტად ვფიქრობ შენზე ვიდრე ჩემს თავზე, უბრალოდ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანზე ასე იყო დამოკიდებული.. გთხოვ.. უბრალოდ კიდევ ერთხელ.. ჩამკიდე დედა ნატირები ხელი-ქარისგან თმები ამეწეწა მეც და მასაც მისი ხელი ჩემსაში მოვაქციე და ნელა შევახე ტუჩები მის ხელს, ის ღიმილი მას რომ უყვარდა იმ ღიმილით შევხედე..

* * *

უკვე ჩამოვედით და საათი 6 ია პიკის საათი!! გაჭედილები ვიყავით საცობში ახლა ჩემი სახლისკენ მივემართებით გზაში არაერთ ამბავზე ვისაუბრეთ, გავიხსენეთ..

უკვე სახლამდე მივედით ადგილები არ იყო ამიტომაც ზებრის იქეთ ანუ მოპირდაპირე მხარეს გააჩერა მანქანა ჩემი ჩანთების გადატანაში დამეხმარა გინდა თუ არა უნდა მიგატანინოო ჩანთებს ხელი მოკიდა და კარამდე დამალაგებინა, სახლში ვეღარ შემოვალო ამიტომაც წასვლა დააპირა

-ალექსს-გავეკიდე-მადლობა რა

-რისი მადლობა..-თავი მოიქავა

-არა მხოლოდ მაგისთვის არა ყბელაფრისთვის რა რაც ჩემთვის გააკეთე..-მასთან ახლოს მივედი და მოვეხვიე მაგრად შემდეგ კი გაუაზრებლად ვაკოცე ისე როგორც ჩვენ ვიცოდით, ვნებიანი სიყვარულის ალერსით გაჟხენთილი, ჰაერი რომ არ გვეყო მოვშორდით ერთმანეთს

-კარგი..-ხელები გასასვსავა და ენა გადაიტარა ტუჩებზე..უცებ შევხედე კაცო-წავალ მე და მოგწერ მერე-უკვე ზებრაზე გადადიოდა ისევ რომ დამარტყა რაღაცამ თავში

-ალექსს!-კიდე დავუკივლე გამომხედა და გაჩერდა

-ხოო-სიცილით მითხრა

-მიყვარხარ..-დავიჩურჩულე..

-რა?-წარბები აზიდა

-მიყვარხარ ძლაიან! ისე მიყვარხარ რომ მაგიჟებ ერთი წამითაც კი ვერ გავინელე შენდამი სიყვარული, ღმერთო ჩემთვის რამდენი რაღაც გააკეთე მე კიდე.. ფუ ამის უკვე არ აქვს აზრი მაგრამ.. მიყვარხარ ძალიან ძალიან. ჭკუიდან გადაგყავარ შენი ქცევებით, მაგიჟებ,ჩემი ბრალი იყო.. ალექს მიყვარხარ და არცერთი წამით არ მინანია ჩვენი ურთიერთობა, არცერთი წამით არ მინანია შენი სიყვარული, მიყვარხარ, ალექს იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოგიდგენია, ეს უბრალო სიყვარული არაა, მე ისეთი სიყვარულით მიყვარხარ როგორიც მხოლოდ მე შემიძლია ალექსს..-ხმა გავიგე.. ალექსანდრე მოწყვეტილი იყო ამ სამყაროს უბრალოდ მიღიმოდა, ხმა მაღლა დავუყვირე-ალექსანდრე!-ამის შემდეგ კი როგორ გავაკეთე და რა გავაკეთე ზუსტად არ მახსოვს მაგრამ დაახლოებით ალექსანდრესკენ გავიქეცი, ხელი ვკარი და მე აღმოვჩნდი ტრასაზე, მალე მძიმე რაღაც ვიგრძენი სხეულზე.. ვიგრძენი რომ ძირს ვეგდე, ძალა არ გამაჩნდა, ვეე ვახერხებდი განძრევას, თვალებსაც ძლივს ვახელდი ვგრძნობდი სხეულის ტკივილს, ვგრძნობდი თავის საშინელ ტკივილს რომელიც ვერანაირად ვერ გამივლიდა ეხლა, ალექსანდრე დავინახე რომელიც ჩემკენ შეშინებული მორბოდა, ჩემი თავი დაიჭირა რაღაცას მეკითხებოდა მაგრამ არ მესმოდა.. მე ვხვდებოდი რომ ეს იყო ჩემი ბოლო ამოსუნთქვა და საბოლოო ხედვა ამ სამყაროზე, მე საბოლოოდ სიკვდილის წინაც კი ალექსანდრეს ვუყურებდი.. ღმერთმანი როგორ მიყვარს ის, ნეტავ შემეძლოს მისთვის ამის თქმა მაგრამ..

-გთხოვ არ დახუჭო თვალები, გთხოვ არ დამტოვო-მის თვალებზე ცცრემლები შევნიშნე

-ალლ.. ალექსს-ძლივს ამოვილაპარაკე ვიცოდი რომ ეს ბოლო იყო..-მი.. მიყვარხარრ-ძლივს ვთქვი

-მეც მეც ძალიან გთხოვ ჩემთან დარჩი.. გთხოვ არ დამტოვო-ამას მიმეორებდა მე კი ვიღიმოდი რადგან სიკვდილის წინ ჩემს საყვარელ ადამიანს ვხედავდი

-გთხოვ..-ჩუნად წარმოვთქვი-მოძებნე.. მოძებნე და იპოვე ის..-ყურები დამეგუბა გამოსახულებაც ისევ ამერია

საბოლოოდ ბოლო წამამდეც კი მე მას ვხედავდი, არეული მქონდა თვალთახედვა მაგრამ მე ვხვდებოდი რომ ის იქ იჯდა.. და ტიროდა, ის ჩემ გამო ტიროდი, კვლავ ჩემ გამო ტიროდა, ვერ ვაპატიებდი ამას მე ჩემს თავს.
მე ბოლო წამამდეც მას ვუყურებდი..



        (მგონი ერთი თვის შემდეგ გაღირსეთ)

როგორ ხართ ქალბატონებო?;)
რას ფიქრობთ ამ თავზე?

Angela's უყვარხართ:^

Continue Reading

You'll Also Like

8.6K 315 20
წარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვ...
9.2K 425 25
სიყვარული და მორჩა რომლისიც არ მწამს
5.3M 478K 98
✫ 𝐁𝐨𝐨𝐤 𝐎𝐧𝐞 𝐈𝐧 𝐑𝐚𝐭𝐡𝐨𝐫𝐞 𝐆𝐞𝐧'𝐬 𝐋𝐨𝐯𝐞 𝐒𝐚𝐠𝐚 𝐒𝐞𝐫𝐢𝐞𝐬 ⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎⁎ She is shy He is outspoken She is clumsy He is graceful...
11.7K 474 18
როდესაც 17 წლის თინეიჯერი, შენს თავს, და გარშემო მყოფებს, ავის მსურველებს, ერთად ებრძვი, გჭირდება ვიღაც, საყრდენი, რომ ფეხებში ძალა არ გამოგეცალოდ და...