თავი 15

972 36 198
                                    

ვზივარ და როგორც ყოველთვის ვფიქრობ.

კარზე ვიღაც აკაკუნებს

-როდის მერე აკაკუნებთ ჩემს კართან? შემოდით!-კარი იხსნება და ილოს ვხედავ გავუღიმე და თავით ვანიშნე შემოსულიყო

-გამარჯობა-საკოცნელად წამოვიდა დავპანიკდი.. ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი ჩაეცინა და ფრთხილად მაკოცა ლოყაზე

-გაგიმარჯოს-ვუთხარი და საწოლზე დაჯდა ჩემს გვერდით.. წიგნში სანიშნე ჩავდე და ტუმბოზე გადავდე.

-რას შვები აბა ქალბატონო?-მითხრა

-რავი წიგნს ვკითხულობდი-წამოდგა და ოთახი მოათვალიერა, მერე კი წიგნების კარადას გახედა.

-პოეზია გყვარებია-ჩაეცინა-ტასომ შემომიშვა..-გავუღიმე, ჩემები სახლში არ არიან, ტასო კიდე რაღაცას ამზადებდა

-ჰოომ

-თათიააა-დიახ ეს ტასო იყო კიოდა როგორც ყოველთვის

-გისმენ-გავყვირე

-გამოდი-ილოს გავხედე და თან წამოვდექი

ილო უკან გამომყვა, ტასოსთან მივედი კართან იყო

-გისმენთ-ვუთხარი ახალგაზრდა ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭს, ალბათ დედამ გამოიწერა რაღაც თქო ვიფიქრე

-თათია ღვინიანიძე ბრძანებით?

-დიახ..

-ეს თქვენია, უბრალოდ აი აქ მომიწერეთ ხელი-პატარა ყუთს დავხედე ხელი მოვაწერე და ბიჭს მადლობის თანხლებ კარი მივუხურე ცხვირ წინ.

-ნეტა ვინ გამოგიგზავნა-ტასომ გამომხედა ჭინკებ ათამაშებული, მაგრამ მერე გაახსენდა ილოც რომ იყო აქ

-ალბათ დედასია

-თათია მაშ შენ არ გიკითხავდნენ-ამჯერად სავარძელში მოთავსდა ილო და გამომხედა, მეც კულტურულად მდივანზე დავჯექი და ქაღალდის მოხსნა დავიწყე, როცა შეფუთვა გარედან დავინახე გულში რაღაცამ გამკრა, ძველი მოგონებები გამახსენდა..

,,პირველი და უკანასკნელი.."Where stories live. Discover now