თავი 16

1.1K 38 181
                                    

როგორ ვარ? კარგად ზედმეტად კარგად იმ დონემდე კარგად რომ ჩემს თავს სარკეში ვუყურებ და მსიამოვნებს თითქოს.. თითქოს სისხლის დანახვისას მეცინება, უკვე ვხვდები რომ არაფერია ამ სამყაროში სამუდამო, ვერაფერი ვერ იქნება კარგად, ვერაფერს ვერ გააკეთებ ისე რომ ცუდი თან არ მოსდევდეს, ვიცი ვიცი რომ ცუდის გარეშე ეს სამყაროც არ იქნებოდა ისეთი როგორიც ახლაა, დაბრკოლების გარეშე კარგსაც ვერ გადალახავ მაგრამ.. უკვე ყელში ამომივიდა, დავიღალე! აღარ შემწევს იმის ძალა რომ ისევ გავაგრძელო ჩვეულებრივ ცხოვრება, დავიღალე.. თან ძალიან!

წვას ვგრძნობ სისხლი ნიჟარაში ჩაედინება ჩუმაად დაბალ ხმაზე ამოვიოხრე "ჯანდაბა"

არ იმსახურებს ესეთი კარგი ხალხი ჩემს გარშემო ჩემნაირ ადამიანს!! ადამიანს რომელსაც სიკვდილი სურს, ადამიანს რომელსაც ყველაფრის და მიუხედავად მხოლოდ თავისი თავი აინტერესებს და სხვაზე არ ფიქრობს, არ ფიქრობს იმაზე რომ რა მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ, დავიღალე, ძალიან..

ონკანს ვუშვებ და წყლით დასისხლიანებულ ადგილს ვიწმენდ, როგორც კი ვიბან ბინტს ვიდებ და ჩემს ოთახში გავდივარ, მაღიზიანებს ჩემი თავი, ამ მდგომარეობაში თავად აღმოჩნდი, ყველა გეუბნებოდა არ ენდოოო, მაგრამ ასევე ყველა გეუბნებოდა ვინმეს ენდეო!

-ყველაფერი შენი ბრალია თათია-თავზე ხელს ვირტყამ ძლიერად და თვალებს ვიფშვნეტ, ტანსაცმელს ნელ-ნელა აქეთ-იქით ვყრი, რა დროსაც ფანჯარაზე ხმა გავიგე ვიღაცა იყო..

გავხედე ნელ-ნელა და ჩუმად
ვინ იქნებოდა ალექსანდრე თუ არა გამობრუნებას ვაპირებდი როცა დამიძახა, ახლა არა, არ მქონდა მისი თავი, ვერ ველაპარაკებოდი, ვერ მოვუშვებდი ისევ ახლოს

-თათია! თუ წახვალ მთელ სახლს ფეხზე დავაყენებ გეფიცები ამოვალ და თან სანანებელი გაგიხდება! ამოვალ რა..-ლამის ღრიალით დაიწყო მაგრამ ბოლოს წყნარად მითხრა

,,პირველი და უკანასკნელი.."Where stories live. Discover now