თავი 7

968 41 19
                                    

"განა იმაზე უკეთესი რამე არსებობს როცა იცი და გრძნობ რომ გვერდში გყავს ისეთი ადამიანი ვინც სულ გეყოლება, (სულ თუ არა დიდი ხნით მაინც) რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდში იქნება, სულ მხარს დაგიჭერს და უფრო ბედნიერს გაგხდის.. წარმოიდგინეთ რამხელა ფუფუნებაა როცა ნებისმიერ წამს გქონდეს საშუალება ჩაეხუტო საყვარელ ადამიანს.. მიკვირს იმ ადამიანების ვისაც სულ მარტო ყოფნა უყვარს და არავისთან ყოფნა არ სურს სულ უნდა რომ საკუთარ თავში იყოს ჩაკეტილი და სხვას არასდროს არ უშვებს მის ცხოვრებაში რომ დაანახოს მისი ნამდვილი თავი.. საინტერესოა რატომ უნდა იყო საკუთარ თავში ჩაკეტილი როცა შეგიძლია ვინმე გაიცნო დამეგობრდე შენი ცხოვრების ნაწილი გაანდო დამეგობრდე! უბრალოდ შენს ცხოვრებაში შემოუშვა! ასეთი არაერთი ადამიანი მინახავს და არც მიკვირს ხალხის 20%-ს მარტო ყოფნა რომ უყვარს.. ალბათ იმიტო რო ერთს როცა მარტო ყოფნა უნდა და ის მის ცხოვრებაში არ უშვებს ახალ პირს ის სხვაც ნებდება და საკუთარ თავში იკეტება ალბათ ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება საკუთარ თავში ჩაკეტვა!

მე ამის მომხრე არასდროს ვყოფილვარ! სკოლის პერიოდში უფრო მხიარული ვიყავი (ან ესე მე მეჩვენებოდა) არ ვამბობ რომ ახლა არა მაგრამ მაშინ უფრო მეტად მიხაროდა ყველაფერი ვიდრე ეხლა ალბათ წლების გამო? ყველა დიდი ადამიანი ამბობს "ეჰ რა კარგი იყო ბავშვობა" ისინიც იგივეს გულისხმობენ რასაც მე? მაგრამ ადამიანს ხომ შეუძლია ზრდასრულობაშიც და ბავშვობაშიც გაერთოს.. ალბათ ბევრი პრობლემების გამო უწევთ ადამიანებს მარტო ყოფნა.. როგორც მე?! მე ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკარგე! რაც არ უნდა იყოს მის გარეშე არ შემიძლია! ვცდილობ ვიყო ბედნიერი ვარ კიდეც მაგრამ ისიც ხო მენატრება? ყველა ადამიანს ვიღაც ენატრება, როგორ შეიძლება რომ მეგობრის ან უბრალო ადამიანის გამო რომელიც შენს ცხოვრებაში გაუცნობიერებლად შემოიჭრა არ დააფასო? რაც უფრო დრო გადის მით უფრო ბევრ რაღაცას ვსწავლობთ ასე ვარ მეც რათქმაუნდა! უკვე ბევრი რაღაც ვისწავლე.. ვისწავლე როგორია მარტო ყოფნა ან ცხოვრება, როგორია საკუთარ თავში ჩაკეტილობა ანუ არავისთან კონტაქტი და ყველაზე მთავარი გამოვცადე ის ტკივილი რასაც არ მეგონა რომ გამოვცდიდი! მინდა გითხრათ რომ ვინც ახლა ამას კითხულობთ იყოთ ისეთი როგორიც ხართ..გაუძელით ყველაფერს და იცოდეთ რომ ერთხელაც მართლა გეწვევათ ნამდვილი ბედნიერება.. არ დანებდეთ და იბრძოლეთ მიზნისთვის რაც გაქვთ დასახული არ დანებდეთ მხოლოდ იმიტომ რომ "ფეხი წამოკარით ქვას" გააგრძელეთ გზა იარეთ და ბოლოს მიაღწევთ თქვენ ოცნებას..

,,პირველი და უკანასკნელი.."Where stories live. Discover now