სოფოს იმედი გაუჩნდა და მისკენ გაემართა,სანამ კარგად მიუახლოვდება წამით გაჩერდა და დაიმორცხვა.უნდოდა უკან დაბრუნებულიყო,თუმცა სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა უცნობმა იგი შეამჩნია
და გაუღიმა.

"მორჩა! უკან დასახევი გზა აღარ გაქვს სოფო!"- გაიფიქრა და ბიჭს გაუღიმა.რამდენიმე ნაბიჯი მორცხვად გადადგა და თავისი გასაჭირის შესახებ უთხრა.ბიჭმა გაუღიმა და პოლაროდი სიამოვნებით გამოართვა.

სანამ შესაფერის ადგილას შესაფერის ფორმაში დადგებოდა ფოტოს გადასაღებად,სოფო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ მისი გული გამალებით ცემდა.მიზეზი გაურკვეველი იყო.
ხელი გულთან მიიტანა და გაიფიქრა: "ალბათ იმის ბრალია,რომ უცხოებს ხშირად არ ვესაუბრები"

მშვენიერი მომენტი იყო სურათის გადასაღებად;სავსე მთვარეც ხომ სწორედ ამ მომენტში გამოსულიყო ღრუბლოვანი სამალავიდან და თავისი ბრწყინვალებით ალამაზებდა არემარეს.

სოფოს შემხედვარე ყმაწვილს ეჭვი შეეპარა.ღიმილი ეჭვნარევმა გამომეტყველებამ წამში ჩაანაცვლა და დააფიქრა იგი.ნუთი ეს ის იყო?

ხელები აუკანკალდა,როდესაც გოგონას სახეს კვლავ დააკვირდა. გულის ცემა აუჩქარდა.თითქოსდა მის
წინ ის იდგა,ვის გამოც შეიცვალა.ვის გამოც ღამეები არ ეძინა.ვის გამოც ყველაფერზე წამსვლელი იყო..ერთ დროს.

დრო წამით გაჩერდა,ყველაფერი შენელდა.ყურებს გულის ბაგაბუგის გარდა,აღარაფერი ესმოდათ.

-უკაცრავად...შეიძლება? -მომღიმარმა გოგონამ,რომელსაც ხელი პოლაროიდის დასაბრუნებლად ჰქონდა გამოშვერილი,დრო კვლა თავის ტემბრში დააბრუნდა.

ყმაწვილმა პოლაროიდი გოგონას დაუბრუნა და თან ღიმილით უთხრა:

-მე გუკი მქვია.

სოფომ მას ხელი ჩამოართვა და თავისი სახელი უთხრა.

გუკმა სოფო ნათქვამ მადლობაზე,არაფრის თქმის გარდა ვერაფრის თქმა ვერ გაბედა,რადგან თვითონაც ვერ გაერკვია რა უნდა ექნა.

სოფო თვალი იქამდე გააყოლა სანამ ცარიელ ქუჩას არ მიაშტერდა. ამასობაში თაეს ხმა შემოესმა,თუმცა რეაქცია არ ქონია.

თაემ მასთან მიირბინა და გაქვავებულ გუკს მკლავი გაჰკრა.გუკი მას მიუბრუნდა და როდესაც გააცნობიერა თუ რა ხდებოდა,თაეს ნაძალადევად გაუღიმა და გადაეხვია.

-რა ხდება? -იკითხა თაემ და გუკს გაკვირვებულმა ჩააშტერდა თვალებში.
-არ ვიცი თაე...არა. -წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები გუკმა,მაშინვე ცრემლები გადმოეშვა მისი გაწითლებული თვალებიდან.
თაემ ის მიიხუტა და გაკვირვებული ეფერებოდა თავზე.

-გუკ...მისმინე...რა გჭირს? -თაემ კითხვაზე ამჯერად პასუხი ვერ მიიღო.გუკი უბრალოდ იდგა და ტიროდა.თაე გაოცებული შეჰყურებდა მას და ამშვიდებდა.

სანამ გუკი ცრემლად იღვრებოდა ამასობაში სოფო სასტუმროს გზას ადგა და თან საყვარელ სიმღერას ღიღინებდა.დროდადრო ეღიმებოდა,მაგრა ამის მიზეზი არ იცოდა.

როდესაც გაიფიქრა,რომ შეიძლება ახლად გაცნობილი ყმაწვილის გამო ეღიმებოდა,თავი აქეთ-იქით გააქნია და მისი გონებიდან ამოგდება სცადა.
ლოყებზე ირტყამდა ხელებს და თავს არწმუნებდა რომ მასზე კი არა,ქაიზე უნდა ეფიქრა, შემოდგომაზე, ფოტოებზე.ოღონდ მასზე არა!

ბოლოს კვლავ გაეღიმა და გზა განაგრძო.მიაბიჯებდა იგი ლონდონის სველ ქუჩებში და ღიღინებდა საყვარელ მუსიკას.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now