6:22
-ნუთუ ეს შენ ხარ?
წარმოთქვა გაკვირვებულმა სოფომ და მეგობრისაკენ,ჩასახუტებლად წაიწია.
წამით თვალები ცრემლით აევსო,თუმცა
თავი შეიკავა და გაიღიმა.-ღმერთო ჩემო,სან.ძალიან მომენატრე.
-მეგონა სულ დაგავიწყდი.
გაიხუმრა სანიმ და სოფო კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-როგორც ვხედავ საყიდლებზე წამოსულხარ,არ გინდა სადმე დავსხდეთ?
სოფომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და გაიღიმა.თან სანის ადგილი შესთავაზა სადაც ნამდვილად კარგი გარემო იყო.იდეალური სასაუბროდ.
8:00
დრო სწრაფად გავიდა.დღეს განსაკუთრებით.
მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავიანთ გზებს დაადგნენ.იმის მომლოდინე,რომ სახლში საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდებოდნენ,ხოლო შემდეგ ერთმანეთს კვლავ ნახავდნენ.
სოფომ სახლის კარი ისე აღფრთოვანებულმა,გახარებულმა და ჰიპერაქტიულმა შეაღო,რომ გუკი შეაშინა.
-რამ შეგაშინა გუკ?
ჩაიცინა და გუკს მოეხვია.
-შენ.რა გჭირს,ასეთი გახარებული რატომ ხარ?
სოფომ ჩანთები მაგიდაზე რიგრიგობით დააწყო და გუკს გაღიმებული შემოუბრუნდა.
-დღეს სანის შევხვდი.
უპასუხა და თან გუკის რეაქციას დაელოდა.ფიქრობდა მასაც გაუხარდებოდა.
-სანის?
ამ პასუხზე სოფოს სახე მოეღუშა და უპასუხა.
-ხო სანი.ნუთუ სკოლელი არ გახსოვს?
გუკი ცოტახნით დაფიქრდა და გაახსენდა.
გაახსენდა გოგონა რომელიც სოფოს გვერდით იდგა და მისკენ მიუთითებდა.
სწორედ მისი დამსახურებაა,რომ მაშინ სოფომ გუკს შეხედა.
JE LEEST
შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)
Fanfictieბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი...