გუკი შეშფოთებული იდგა და სიძველის გამო გაყვითლებულ ნახატებს შესცქეროდა.გული სწრაფად უცემდა,თითქოსდა წვიმის წვეთების რითმს აყვაო.
თითები ერთ-ერთ ნახატზე ნელა და ფაქიზად გადაატარა.მტვერით განაცრისფებულ თითებს დახედა და თვალები ცრემლით ამოევსო.
ახსენდებოდა თითოეული წუთი, როდესაც მარტო იჯდა და მას ხატავდა.მას,ვისაც სიყვარული მალულად,მრავალჯერ შეჰფიცა.
ნელ-ნელა კისერში წვა იგრძნო. ძალიან მწარე.ისეთი,როგორიც მისი მოგონებები.
ვეღარ გაუძლო,ძირს დავარდა და აქვითინდა,ისე თითქოსდა ბავშვს საყვარელი სათამაშო გამოსტაცეს ხელებიდან.
სამშაბათი-5 საათი და 45 წუთი.
-აჰ! - ამოიხვნეშა სახლში ახლახანს დაბრუნებულმა სოფომ და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აქეთ-იქით მიმოფანტა.
-მორჩა!გადაწყდა! - სწრაფად წამოვარდა და მობილურს სტაცა ხელი.
ცოტახანში მონატრებული ხმა შემოესმა,რომელმაც ბრაზი გაუქარწყლა.
-რაღაც უნდა გითხრა ქაი...არა,არ ვიცი თუ ეს სერიოზულად მინდა,თუ უბრალოდ გადაღლილობის ბრალია,
უბრალოდ...მინდა,რომ წავიდე.ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.შემდდგ კვლავ გაისმა მისი ხმა.
-არ ინერვიულო.მეც შევამჩნიე,რომ დასვენება გჭირდება.გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
ამ პასუხმა სოფო უფრო გაამხიარულა. ქაის გამოემშვიდობა,კოცნით დაკიდა ყურმილი და თვალევგაბრწყინებულმა მომავალი წარმოიდგინა.
ოთხშაბათი-11 საათი და 5 წუთი.
-მოკლედ...გადავწყვიტე ცოტახნით კორეა დავტოვო და...
-რაა?! ხომ მაგრამ...აიშ! - ჩაეჩრა ქაი და თან ისე შეიცხადა,რომ თვითონაც გაუკვირდა.
-გუშინ შენც არ გიხაროდა,რომ დასვენება გადავწყვიტე?! ახლა რა გჭირს?! -მუქარანარევი ტონით იკითხა სოფომ და ქაის თვალებში ჩააშტერდა.
-მაპატიე...უბრალოდ თუ კორეიდან წასვლას მოინდომებდი არ ვიცოდი.
ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.ორივეს უნდოდა რაიმე ეთქვათ,თუმცა ვერაფერს იფირებდნენ.
-მაპატიე,რომ ასეთი რეაქცია მქონდა.
ხომ იცი მომენატრები. -ქაიმ სოფოს ჯერ სევდიანად ახედა და მერე საყვარლად გაუღიმა რათა სიტუაცია გამოესწორებინა.-მე მომენატრები! -სოფო წამოხტა და ქაის ჩაეხუტა.
-სად მიდიხარ?
-ამმ... ლონდონში!
-ლონდონში? აჰჰ!მომენატრა იქაურობა,ერთ დღესაც ერთად წავიდეთ კარგი?!
-კარგი! -სოფომ გაიღიმა და თავის ადგილას დაბრუნდა.
პარასკევი-2 საათი და 40 წუთი.
ქაი და სოფო აეროპორტის წინ იდგნენ და ერთმანეთს ისე უყურებდნენ,თითქოსდა სოფო სამუდამოდ ტოვებდა იქაურობას.
ქაიმ სოფოს ხელი ჩასჭიდა და გაუღიმა,თან წარბი აუწია და უთხრა...
-წინასწარ გაფრთხილებ,რომ ხშირად დაგირეკავ,ამიტომ შემდეგ პრეტენზიებს არ მივიღებ.
-კარგი კარგი;როგორც გინდა...ქაი..
-ჰმმ!
-ვიცი,რომ დიდი ხნით არ მივდივარ მაგრამ,გთხოვ...წამითაც არ დამივიწყო.
-ისე საუბრობ თითქოსდა თავს იკლავდე,სულ გააფრინე?! -ქაიმ სოფოს ხელი ჩაავლო და მჭიდროდ მიიხუტა,რომ სოფო მისი გულის ცემის ხმა გაეგო.
-გესმის?
-კი.
-სანამ ეს გული ფეთქავს,არასოდეს დამავიწყდები...გაიგე?!
-გავიგე!
-ახლა კი წადი...მიდი,მიდი!
ქაიმ სოფოს ოდნავ უჯიკა ხელი და თან თვალები აუცრემლიანდა. სოფომ კი ბარგს ხელი ჩაავლო და შენობაში შესვლამდე ქაის თვალი ჩაუკრა.
-არ იტირო თორემ ჩვენს მომავალ შვილებს ვეტყვი,რომ მტირალა მამა ჰყავთ.
ქაიმ თვალები მოჭუტა და სოფოს ისე გახედა.სოფოს ჩაეცინა,ქაის ხელი დაუქნია და წავიდა.
YOU ARE READING
შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)
Fanfictionბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი...