9

4.3K 273 98
                                    

დილით რომ წამოვდექი პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო ის იყო რომ საცვალი უბრალოდ არ მეცვა.
ამის დედაც არ მინდა იმის წარმოდგენა რომ ამ იდიოტმა რაღაც ისეთი ქნა რაც არ მინდოდა!
კარადა გავაღე და ის იმდენი საცვლები უბრალოდ გაქრა.
ამის დედაც!
მიმოვიხედე და არსად არაა ალბათ წამოეთრია დილით და გავიდა მერე თავის ოთახში.
წამოვდექი და მისი მოცემული კაბა ჩავიცვი.
მაისურს ვეღარ გადავიცმევდი ჯერ საცვალიც არ მეცვა და მაისური საკმაოდ მოკლე იყო.
კაბა გადავიცვი და კარი გამწარებულმა მოვხურე.
დაბლა ჩავედი და ყვირილით შევაბიჯე ოთახში სანამ ვიღაც გოგო არ დამხვდა წინ.
პატარა მოცუცქნული, ჩემზე ბევრად გამხდარი მხრებამდე თმებით და უვნებელი სახის გამომეტყველებით.
იჯდა და ჯონქუქთან ერთად იცინოდა.
შესვლისთანავე გავჩერდი და აწეული თითი დაბლა ჩავეწიე.
გოგონას მივესალმე და ჯონქუქს თვალი ავარიდე.
-დილამშვიდობისა.. ჩავიცინე და მოშორებით დავჯექი მაგიდაზე.
-დილამშვიდობისა! ამოიწიკვინა მან და ხელი პირზე აიფარა.
რამე გააკეთა ისეთი?
გავიფიქრე და ჩემს სალათს შევხედე რომელიც კვადრატებად დაჭრილი ყველით და პომიდვრით იყო მორთული.
-ჰმმმ ლიზ ეს ჩემი ერთი ძალიან ახლო და სანდო ნაცნობის ქალიშვილია.
ჯია გაიცანი ეს ლიზაა.
-სასიამოვნოა! ჩავიცინე და წყალი ფრთხილად მოვსვი.
-ჯია რაღაც დრო აქ იცხოვრებს და ამიტომ კარგი იქნება ერთმანეთს თუ დაუმეგობრდებით.
საპასუხოდ უბრალოდ გავიღიმე და როცა წამოსადგომად მოვემზადე გოგონამ ხმა ამოიღო.
-საერთოდ არ მინდოდა თქვენთვი ურთიერთობისთვის ხელი შემეშალა!
როცა მე უნდა მეთქვა არაა ჩვენ არაფერი არ გვაქვს მეთქი ჯონქუქმა ხელები ზემოთ ააქნია და სიცილი დაიწყო.
-არაა ჯია არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს.. ჩაიცინა და სტეიკის ნაჭერი პირში მოითავსა.
-მართალია ჩვენ არაფერი გვაკავშირებს მე მისი ძმაკაცის შეყვარებული ვარ! ჩავიცინე და იქაურობა ხმადაბლა დავტოვე სანამ ჯონქუქის დაყვირებული არ გავიგე დაბრუნდიო რომ მითხრა.
ოთახში ხმადაბლა ავედი და იქ დადებული ჩანთა ავიღე რომელიც აქ დავტოვე წინა *სტუმრობისას* ფულიც კი არ მქონდა რა ჯანდაბა მექნა? არადა ახალი ტანსაცმელი მჭირდება.
ჩანთა გადავიკიდე და კიბეებზე ხმადაბლა ჩავედი.
წამიერად იმ ბიჭმა გამოყო თავი წინაზე ტრანსში რომ იმყოფებოდა.
-საით? ხმადაბლა მითხრა და ელეგანტურად მომიახლოვდა.
-რა საით მაღაზიაში უნდა წავიდე! კარს ხელი რომ მოვკიდე ძლიერად მიაჯახუნა და თავი აქეთ იქით გააქნია.
-მომისმინე "მეგობარო" ხელი გასწიე. უხეშად გავაგებინე მაგრამ უშედეგოდ.
-რას მეძალავები გამიშვი რა! ბანკის გასაძარცვად ხომ არ მივდივარ? ამოვიწიკვინე მან კი ისევ უარი განაცხადა.
-რა უნდა ვქნა აქედან რომ გამიშვა?
-უფროსის თანხმობა და კი ბატონო! ჩაიღიმა და კიბეებისკენ მომაბრუნა.
-უგულო ნაბიჭვარო! მივაძახე მან კი სახე მომანჭა და უაზროდ გამომხედა.
-სიტყვები აკონტროლე ლედი! ჩაიცინა და უკან სამზარეულსკენ წავიდა.
და რა ვუთხრა ეხლა იმ დებილს?
გამიშვებ ჯონქუქ საყიდლებზე?
შეიძლება გარეთ გავიდე?
ხომ არ მცემ ჯონქუქ?
ოოოოო ღმერთო როგორ ვერ ვიტან..
ხტუნაობა დავიწყე და კარის სახელურს შევახე ხელი ფრთხილად და ნელა მივაწექი და ულამაზესი სანახაობა წინ.
ქალბატონო და ბატონებო როგორ უკეთებს ის წრიპა ნაბიჭვარს მხრების მასაჟორებას.
რამის გული ამერია ისეთი სანახაობა იყო!
მეზიზღებით.. მარტო ამის თქმა მინდოდა იმ წამს.
-გამარჯობა გვრიტებო.. ჩავიცინე და ჩანთის თოკს მოვუჭირე ხელი.
-გამარჯობა.. ჩაიცინა გოგონამ
-ჰოო.. თავი უაზროდ გავაქნიე და ჯონქუქს გავხედე.
-მაღაზიებში მინდა გავლა და შენი მცველი არ მიშვებს!
(რა მოუვიდა მორცხვ ლიზას ნეტა? გავიფიქრე და ისევ მას დავაკვირდი)
-იცი არც ჯიას აქვს ტანსაცნელი..
"არაა ოღონდ ეს არ თქვას"
-გაიყოლე, დანი წაგიყვანთ და წამოგიყვანთ.. ჩაიცინა მან გოგონამ კი ისე დაიწყო თავის აქეთ იქით ქნევა მეთქი კანკალებს თქო.
-არაა ვერ შეგაწუხებთ ასე! ტუჩი მოიკვნიტა და კედელს მიეყრდნო.
-რას შემაწუხებ? მამაშენს იმდენი კარგი რაღაც აქვს შენთან გაკეთებული უბრალოდ ვერ დავივიწყებ.
ამიტომ ტანსაცმელიც ჩემზეა და ყველაფერი რაც მოგეწონება.
ლიზა შენს გასაგონადაც ვამბობ. ჩაიცინა და გოგონას ხელი ხელზე დაადო.
-არაა მადლობა არ მინდა შენი ფული ბანკიდან ფულს გამოვიტანე და მე თვითონ ვიყიდი..
ჩავიცინე და კარი ფრთხილად მოვხურე.
*შენი დედაც ჯონქუქ მეზიზღებით ნაბიჭვარო!*
ლანძღვით ჩავედი და კარის წინ დავდექი სადღაც ხუთ წუთში ჯონქუქი და ის გოგო მოენძრეოდნენ სიცილი სიცილით მე კი ამ დებილთან ერთად ვიდექი.
-რატომ ვეჭვიანობ? თვალები ავატრიალე და კარს გავხედე.
შემდეგ უხეშად გავაღე და მანქანისკენ წავედი.
შიგნიდ ჩავჯექი და სარკეს მივეყრდენი.
მალევე დანი დავინახე იმ გოგოსთან ერთად სიცილი კისკისით როგორ გვიახლოვდებოდა.
ოოო რა კარგია, ყველას დაუმეგობრდა ერთ დღეში მე კი აქ მეორედ ვარ და ისევ მეზიზღება ყველა.
გოგონა გვერდძე გაღიმებული ჩამიჯდა და კარი ცოტა ხმაურიანად მოხურა ამაზე მილიონი ბოდიში მოიხადა ამ ჩემისამ!
უკვე ნერვებს მიშლიდა ცოტაც და ფანჯარაზე თავს მივარტყმევინებდი ამ ბოზზს.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექი სანამ ბანკომატი არ დავინახე.
-შეგიძლია ცოტა ხნით აქ გამიჩერო?
-ბატონმა არაო.. ხმადაბლა თქვა და გზა გააგრძელა.
-ფული უნდა გამოვიტანო რომ ტანსაცმელი ვიყიდო და შეგიძლია რომ გამიჩერო? ნელ ნელა ხმა ყვირილში გადადიოდა მან კი თავი გააქნია და ისევ არა გამოაცხადა.
-ბატონმა თქვა ორივეს ტანსაცნელი ჩემს ხარჯზეო!
-ვიკითხე მან რა თქვა? გამიჩერე რომ გადავიდე! დავუყვირე მან კი კარებები ჩაკეტა და გზა ისევ გააგრძელა.
ის ძუკნა დუმდა და უაზრო სახით იყურებოდა მე კი ტირილიც კი მომინდა ისე გავბრაზდი, საერთოდ არ მინდა მისი ნაყიდი ტანსაცნელი.
და უკვე იმასაც ვგრძნობ რომ იაფფასიანი ძუკნასავით მოისროლა მაგ იდიოტმა.
ფანჯარას მივეყრდენი და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმინდე.
მანქანა დიდი მოლის წინ გაჩერდა.
სადაც მხოლოდ მდიდრები დადიან ასე რომ ვთქვათ.
გუჩი, პრადა, ლუის ვიტონი, ბალენსიაგა, ვეტმენტი და ასე შემდეგ ვიდექი მე მაღაზიების წინ..
და უაზროდ ვუყურებდი ყველაფერს.
არაფერი არ მიყიდია საერთოდ იმისდა მიუხედავად რომ ძალიან ძალიან ბევრი რამ მომეწონა.
ერთი ლამაზი კაბა ვცადე რომელიც მკერდთან პატარა მქონდა ძალიან ამომდგარი იყო ეს კი მაინც და მაინც არ მომეწონა, და არც ვაპირებდი ყიდვას 5 000 დოლარამდე ღირდა და საერთოდ რატომ უნდა მეყიდა ამ ფასიანი კაბა?
მაგრამ მალევე დავინახე კაბა ძუკნას ტანზე როგორ დაფარფატებდა რამდენჯერმე დანისაც წაეცეკვა და შემდეგ შეიძინა.
დაახლოებით ორი საათი ვიყავით საყიდლებზე გამყიდველი ისეთი საყვარელი ბიჭი იყო, იმ კაბის არ მოწონების შემდეგ უკან დამყვებოდა და მეუბნებოდა რომ იყო კაბები რომლებიც ჩემს სხეულს აუცილებლად მოუხდებოდა.
რამდენიმე ტანსაცმელი ძალით გამაზომა და მითხრა ჩემი ნება რომ იყოს გაჩუქებდიო.
როცა უკვე კონტაქტი გავაბი მასთან დანიმ უაზრო სახით გამომიცხადა *ქალბატონი ჯია მორჩა შოპინგის და შეგვიძლია წავიდეთ*
-ძალიან კარგი! წამოვდექი და უბრალოდ ამოვიოხრე.
-რა გქვია? გავუღიმე მან კი ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა.
-იუტა..
-იუტა? კარგი სახელია.. ჩავიცინე და უკან გავიხედე
-შეხვედრამდე იუტა!
-მოიცა და შენი სახელი? წამოდგა და უკან დამედევნა.
-ლიზა! ჩავიცინე და დანისთან მივედი რომელსაც ძაააალიან ბევრი პარკი ეჭირა რომელიც ბრენდის ტანსაცმელით იყო სავსე.
-დაა შენ არაფერი გაიყიდია? გამომხედა გოგონამ მე კი თავი საპირისპიროდ გავაქნიე და მოლის კიბეებისკენ წავედი.
მანქანაში ხმადაბლა და წყნარად ჩავჯექი.
და კი ხალხო ისევ არ მაცვია საცვალი..
და იქნებ გამომართლოს და ძველ ტანსაცმელებში იყოს საცვალი.
იმისდა მიუხედავად რომ ძალიან ცოტაა.
მანქანაში ხმაა არ ამომიღია ისე ვიჯექი და გზებს გავყურებდი.
ის კი იცინოდა და ამბობდა რომ ჯონქუქის მადლიერი იქნებოდა ცხოვრების ბოლომდე.
კი აბა რა რამის ორმოცდაათი ათასი შემოიხარჯა ტანზე.
-შენ რატომ არ იყიდე არაფერი? წამიერად გამომხედა მე კი მხრები ავათამაშე.
-აღარ მინდოდა.. ჩავიცინე და ჩემს ხელს დავეყრდენი.
-ულამაზესი ყვითელი კაბა შევიძინე მართალია ცოტა ამოღებულია მკერდთან მაგრამ ჯონქუქს მოეწონება.
ჯონქუქს მოეწონება...
ეს ისე ცუდად ჩამესმა ყურში ძალიან ძალიან ცუდად..
ჯონქუქს მოეწონება?
ანუ ღადაობ ხო?
ერთი დღეა რაც იცნობ და უკვე "ჯონქუქს მოეწონება" წარმატებას გისურვებ მის ლოგინში საყვარელო.
მაგრამ უბრალოდ გავუღიმე და კი ამდენი მისი უაზრო ლაპარაკი გავატარე, ისევ გზების ყურება განვაგრძე.
რა დებილი ხარ ლიზა რა დებილი ხარ რა!
თავს ასეთი უაზრო ფიქრებით ვიწუხებ და საერთოდ არ უნდა გამოვყოლოდი, ხომ ვიცოდი სად მოვდიოდი?
ჭიშკარს გავხედე ნელა გაიღო და დიდი სახლის წინ გაჩერდა ჯია გახარებული გადავიდა მე კი კარი უაზროდ გავაღე და სახლისკენ წავედი.
არადა როგორ მინდოდა ახალი ტანსაცმელი..
კარი დამლაგებელმა გამიღო მე არ მომესალმა ჯიას კი
* მობრძანდით ქალბატონო ჯია* ნეტავ ბომსოკის ცოლი რომ გავმხდარიყავი მეც ესე დამიწყებდნენ იგნორირებას?
და საერთოდ აქ არაა ჩემი ადგილი.
კიბეებისკენ წავედი და მალევე ავირბინე ოთახის კარი ხმაურიანად გავაღე და ლოგინზე დავენარცხე.
მთელი დღეა ეჭვიანობისგან რამისაა გავფეთქდე..
და საერთოდ იქნებ ამას სპეციალურად აკეთებს?
ან მართლა მოიხიბლა და მე დვავაციწყდი?
ან მე..
ბალიში ავიღე და შიგნით ხმაურიანად ჩავყვირე.
ვერ გიტანთ!
ვტიროდი და თან ვცდილობდი ცრემლის შეკავებას.
რა იქნებოდა ბანკომატთან რომ გაეჩერებინა?
მოკვდებოდა ის დამპალი ღორი?
და ახლაც მე ტანსაცმელი მექნებოდა ნაყიდი.
კარი ფრთხილად გავაღე და დაბლა სართულიდან სიცილის ხმა გავიგე.
ააა უკვე სადილზეც აღარ მეძახიან!
ჩავიცინე და დაბლა ნელა და გაწონასწორებული ჩავედი სანამ ძაღლის ყეფა არ მომესმა.
"თეჰიონი" გავიფიქრე და სახეზე ღიმილი მომედო.
სასტუმრო ოთახში შევედი და ძაღლი ჩემკენ გამოიქცა იმისდა მიუხედავად რომ ჯიასთან იყო მიცუცქნული.
-გამარჯობა თანი! ჩავიცინე და ძაღლს ცხვირი გავუხახუნე.
სიცილი შეწყდა მათ რომ გავხედე ყველა ჩუმად იყო და მე მიყურებდა.
-მე მეგონა ლიზა სახლში არ იყო. თქვა თეჰიონმა და ფრთხილად გამიღიმა.
-ხოო.. ჰმმ.. დაიბნა ჯონქუქი და თავის გვერდით სკამზე მიჩვენა რომ დავმჯდარიყავი მარჯვენა მხარეს ჯია მოკალათებულიყო.
მე კი თეჰიონის გვერდძე დავიკავე ადგილი და ნაზად გავუღიმე.
-შენ გაიღიმე.. ჩაიცინა ჯიამ.
-მთელი დღეა მოღუშული სახე გაქვს დღეს კი გაიღიმე! ჩაიცინა და თანის დაუძახა.
-როგორ ხარ? ხმადაბლა მკითხა ჭამის დროს მე კი ჩავიცინე და მის ლამაზ სახეს დავაკვირდი.
-მშვენივრად შენ?
-ასევე.. ჩაიცინა და ძაღლს გახედა.
-აშკარაა რომ მოენატრე!
ამაზე ოდნავ ჩავიცინე და წყლის პატარა ნაწილი მოვსვი.
-დღეს როგორი იყო გოგოებო თქვენი შოპინგი? წამოიყვირა ჯონქუქმა და მე გამომხედა.
-ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ბევრი რამ შევიძინე! ამოიწიკვინა გოგონამ ჯონქუქმა კი მე გამომხედა.
-შენ რა იყიდე?
-არაფერი! გაღიმებულმა ვუთხარი და თანის გადავუსვი ხელი.
-და რატომ?
-იმიტომ რომ შენმა მცველმა ბანკომატთან არ გამაჩერა რომ ფული გამომეტანა.
-კი მაგრამ მე ხომ გითხარი რომ ჩემს ხარჯზე ყოფილიყო ყველაფერი.
-და მე არ მინდოდა შენ ხარჯზე, ამიტომაც მინდოდა ფულის გამოტანა!
ჩავიცინე მან კი ამოიხრა და თეფშს დააკვირდა.
-და ახლა რას იზავ? ეგრე ივლი სულ მაგ კაბით?
-არაა.. ამ დღეებში წავალ და ჩემი ფულით ვიყიდი ტანსაცმელებს.
-შენი ფულით იყიდი იმას რაც მე შემეძლო დღეს შენთვის მეყიდა?
-არაა.. და არც მინდა წავალ და რაც მომეწონება იმას ვიყიდი.
-თავნათქვამა ხარ! მომაძახა მან და წითელი ღვინო მოსვა.
-არ ვარ და რა არის იმაში ცუდი რომ მინდოდა ჩემი ფულით მეყიდა ტანსაცმელი?
-ეგრე ჯიაც აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში.. დამიყვირა და ჭიქა ხმაურიანად დადო მაგიდაზე.
-ბოდიში დაგტოვებთ.. აკანკალებული ხმით ვთქვი და სასტუმრო ოთახიდან წამოვედი.
კიბეებზე ავედი და ამდენი ხნის კავების შემდეგ ცრემლები ვღვარე.
ძალიან ბევრი ცრემლი იმდენი რომ სახე სულ დამიწითლდა.
მაგრამ უცებ კარები იღება, ვფიქრობ რომ ჯონქუქია მაგარამ არა.
-შეიძლება შემოვიდე?
-კი თეჰიონ შემოდი.. ჩავიცინე და წამოვიწიე მის დასანახად.
-იცი ამაზე არ იდარდო, ჩემი მაღაზია მაქვს სეულში გუჩის ტანსაცმლის და შემიძლია მე დაგეხმარო ყიდვაში..
-არაა არ მინდა, და მადლობაა! ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ამიტომ მადლობა მაგრამ არ მინდა.
-ხარჯების დედაც, გეუბნები ჩემი მაღაზიაა თქო დღეში რამდენიმე ათას ვაჭრობთ და ხომ არ გგონია მარტო მაღაზია მაქვს?
ამიტომ ხვალე დილით ადგები გამოგივლი, და მე და შენ ვიშოპინგოთ, კარგი? ჩაიცინა და ფრთხილად მიმოიხედა ირგვლივ.
-მართლა?
-ხოო აბა ტყუილად?
-კარგი ვნახოთ, დიდი ალბათობით წამოვალ! ჩავიცინე ის კი ფრთხილად წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-თეჰიონ ჯიას შენ იცნობ? გავხედე მას მან კი თავი მოაბრუნა და ფრთხილად დამიხარა.
-და კარგი გოგოა?
-კიი საკმაოდ, ჯონქუქი და მამამისი კარგი პარტნიორები იყვნენ სანამ მამამისი არ მოკვდებოდა.
სასაცილოა მაგრამ ისე კარგად იყვნენ ბომსოკი და ჯიას მამა რომ უნდოდათ სამომავლოდ ჯია და ბომსოკი შეეუღლებინათ.
მერე ჯიას მშობლების სიკვდილის დროს კია ვიღაც მანიაკმა გაიტაცა და გაყიდა.
და ჩვენმა ჩარმინგ პრინცმა გუშინ რამდენიმე მილიონი გადაიხადა ჯიას გამოსასყიდად.
-ყოჩაღ ჯონქუქ! მამაცური საქციელია.
ჩავიცინე თეჰიონმა კი თავი დააქინა და კარი გააღო.
-რამე თუ შეიცვალა შეგატყობინებ! ჩაიცინა და კარი ფრთხილად მოხურა.
ყოჩაღ ჯონქუქ როგორც ყოველთვის მაოცებ და მაოცებ შე მდიდარო ნაბიჭვარო..
მდიდარი, ლამაზი, სახელიანი, კეთილი და აი მართლაც ვის არ მოუნდება ასეთთის შებმა?
და არც ჯიაა გამონაკლისი ერთი ბოზია რომელსაც მალე მოისვრის.

შემთხვევით მოტაცებული..(Complete✓)Where stories live. Discover now