5

4.5K 288 89
                                    

-ჯონქუქ იცოდე თუ მეხუმრები, ძალიან მეძინება და დაუბრუნდი შენს ლოგინს! ამოვიოხრე და მაისური ოდნავ დაბლა ჩამოვიწიე.
-ხომ მითხარი კოშმარები თუ შეგაწუხებს მოდიო.. მეც აგერ მაწუხებს კოშმარი და მოვედი შენთან! ბალიშს მაგრად მოუჭირა ხელი და საწყალი სახე მიიღო.
-კარგი ხო შემოდი! გავიწიე და ის ჩემს ოთახში შემოვატარე.
ლოგინისკენ გაიქცა და რბილად ჩაწვა შიგნით მე კი პატარა სავარძელზე წავწექი და თვალები მოვხუჭე.
-მოიცა მოიცა აქ არ იძინებ? ლოგინზე მიჩვენა მე კი თავი გავაქნიე.
- ადექი ლოგინში ჩაწექი თორემ შეიძლება გაცივდე ან რამე მოგივიდეს.. წუწუნი დაიწყო ღამისას მისი ლაპარაკისგან თავი გამისკდება მეძინება..
ამას კი გაღადავება უნდა.
-კარგი ხო ნუ შემჭამე! წამოვდექი და გვერდძე მივუწექი.
-უკეთესია! ამოიოხრა და თავი ბალიშზე დადო.
ახლა აღარ მეძინება ამის დედაც..
რომ წარმოვიდგენ რომ ჩემს გვერდში ასეთი არსება წევს ძილი ცოტა მიტყდება.
დედაფეთქებულო გონებავ დროზე დაიძინე.
თვალები მოვხუჭე მაგრამ რად გინდა ძილის გზა შემიცვალა ამ იდიოტმა.
რამდენიმე წუთი ლოგინში ვბორგავდი მაგრამ წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი.
სანამ..
სანამ ჯონქუქის მოძრაობამ არ შემაჩერა, ჩემსკენ მოიწია და ხელი თეძოზე დამადო.
მოუხვდა..
გავიფიქრე და მისი ხელი წამებში მოვიშორე.
რამდენიმე წამში იგივე მოხდა ისევ თეძოზე ვიგრძენი მისი ხელი.
ამის დედაც ახლა შეიძლება გავგიჟდე ..
მისი ხელი ისევ მოვიშორე სანამ ჯონქუქის სიტყვებმა არ მიიმაბრუნა მისკენ
-არ შეიძლება რომ ჩემს ხელს თავი დაანებო?
-შენი ხელი შემეშვას რაა! მას გავხედე მან კი ამოიოხრა და ჩემს გამომეტყველებას დააკვირდა.
რამდენიმე წუთში ისევ იგივე მოხდა.
-ჯონქუქ ცულს შემოვიტან და ხელს მოგაჭრი ეხლა!
მისი სიცილის ხმა გავიგე მე კი გაოცებულმა გავიხედე მისკენ.
-რა გაცინებს? შენი ხელი ხარბად ათვალიერებს ჩემს ქვედა ნაწილებს და იცოდე არ შევარჩენ. ზურგი ვაქციე ის კი წამოიწია და ჩემს ზემოდან აღმოჩნდა.
-ანუ არ გსიამოვნებს?
-გადადი რა! ავმოძრავდი მან კი ფეხებს მძიმედ მოუჭირა და ისევ მე გამომხედა.
-ამ მოძრაობებით დიდი ალბათობაა იმისა რომ შეიძლება შენმა ძმამ ყველა გააღვიძოს.
- თუ რასაც ვფიქრობ იმას გულისხმობ გულის ამრევია!
-რატომ?
-იმიტომ რომ შეიძლება დედაშენი გავხდე, და გეყოფა იმის სინდისი რომ "დედაშენმა" ქალიშვილობა შენთან დაკარგოს?
-იცი მეყოფა ნამდვილად..
- ჯონქუქ ისე იქცევი თითქოს უსაზიზღრესი ადამიანი იყო.
მაგრამ ვიცი რომ ასე არ არის!
მის სახეს გავხედე ის კი გაოცებული მიყურებდა.
-შენს სიტყვებზე დედაჩემი გამახსენდა! ღმერთო როგორ მენატრება.
მომშორდა და გვერძე თავჩაღუნული დამიჯდა.
- გენატრება? მხარზე ხელი გავუსვი მან კი თავი დამიქნია და თმებში ხელები შეიუცურა .
-იცი რა ლამაზი იყო? ახლაც მელანდება მისი ლამაზი სახე..
და ისეთი კეთილი, ისეთი კეთილი.. თავი ვეღარ შეიკავა და პატარა ცრემლი ჩამოუვარდა.
-მჯერა იმის რომ კეთილი იქნებოდა.. გავუღიმე მან კი ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა და ჩემს ამღვრეულ თვალებს დააკვირდა.
ვეღარ მოვითმინე და უბრალოდ გადავეხვიე მას..
ყველაფრის ქონის მიუხედავად სითბო აკლდა ჯონქუქს, სითბო რომელსაც დედამისი ანიჭებდა სიცოცხლის დროს ახლა კი არაფერი აღარ გააჩნდა ჯონქუქს სხეულში, ამას შინაგან ვგრძნობდი აქ მხოლოდ წყვდიადი იყო, მხოლოდ წყვდიადი.
-გახსოვს რომ მითხარი შემოკლებული სახელი რაც მოგინდება ის დამიძახეო?
საპასუხოდ ბაჭიასავით მოიღერა თავი მან.
-შეიძლება რომ ქუქი დაგიძახო?
ამის თქმა და მისი ტირილის გაგრძელება ერთი იყო.
-ამას დედა მეძახდა ხოლმე.
ჩაიცინა და ჩამოვარდნილი ცრემლები მოიწმინდა.
-აღარ იტირო! ცრემლები მოვიწმინდე და გავუღიმე.
- ყველაფერი კარგად იქნება! ისევ მოვეხვიე მან კი თა ისი გამკვრივებული ხელები მაგრად მომხვია წელზე და თავი ყელში ჩამირგო.
თავზე რამდენჯერმე ხელი გადავუსვი, ის ისეთი კარგი იყო!
მისი შეხება ისე მსიამოვნებდა, მისი უბრალო შეხება..
ფიცი დავდე რომ არ უნდა მომწონებოდა მაგრამ ალბათ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა.
დაწყევლი იყოს ის დღიური!
გავიფიქრე და ჯონქუქს გავხედე მის წელზე ფეხები შემოეხვია ის კი წამომჯდარი იყო და ფრთხილად ფშვინავდა ჩემს ყელზე.
დაეძინა?
-ჯონქუქ.. ფრთხილად გამოვაფხიზლე და ლოგინზე მივუთითე.
-დაწექი კარგი?
-კარგი.. ხმადაბლა თქვა და ლოგინზე დაწვა, პლედი ფრთხილად ამოვიღე და მის სხეულს მივაფარე.
შემდეგ მეც ჩავწექი და მის მძინარე სახის დაკვირვება დავიწყე.
ცრემლი წამომივიდა..
-ჯონქუქ ბოდიში..
ამოვიხვნეშე მან კი სახე მომანჭა და რამდენჯერმე სახეც გაამოძრავა ძილის დროს.
მივუახლოვდი და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე, შემდეგ კი შუბლზე და ცხვირზე.
*დარწმუნებული ვარ დედაშენიც ასე გკოცნიდა ხოლმე!*
უკან ჩავწექი და მის ცხელ სხეულს მივეყრდენი.
არ უნდა შემიყვარდეს..
თვალები მოვხუჭე და მალევე დავიძინე კიდევაც.

შემთხვევით მოტაცებული..(Complete✓)Where stories live. Discover now