თავი 35.

4.7K 229 237
                                    

ადამიანს პატარაობიდანვე გააჩნია დიდი თუ პატარ-პატარა ოცნებები.
მთელი მოზარდობის პერიოდში სწორედ ეს ოცნებები უტრიალებთ თავში.
უმეტეს შემთხვევაში მათ ახალი ოცნებებიც ემატებათ.
რატომ?
ადამიანი იზრდება და იცვლება.
შეხედულებებიც ეცვლება.
ნელ-ნელა ეს ოცნებები მიზნებად გადაიქცევიან,
მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.
ადამიანი იმედს კარგავს და მისი ოცნებებიც ფერებს ნელ-ნელა კარგავენ.

ლონდონში ჩასულები საშინლად დაღლილები და დაქანცულები იყვნენ.
თავიდან გადაწყვიტეს,რომ სხვა სასტუმროში დაბინავებულიყვნენ,მაგრამ კაცი,რომელმაც კესანეს მიწვევა გაუგზავნა,ზედმეტად კთილშობილი იყო.
ალბათ.
საშუალო ზომის და ნორმალური ოთახები თავის თავზე აიღო და კესანეს მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის.
'მადლობა?' სცილით ამოიჩურვულა კესანემ და გულში ისეთი ბედნიერება იგრძნო,
კინაღამ ბოლო ხმაზე დაიკივლა.
ჩასვლის დღეს ყველა საწოლში შეგორდა და ღრმა ხვრინვა ამოუშვეს პირიდან.
კესანე კი ცქმუტავდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
მით უმეტეს რომ მისი მეგობრები სასტუმროს სულ სხვა ნაწილში იყვნენ,მან კი სხვა.
მთელი დღის განმავლობაში ახალგაცნობილი ბენდის ერთად ამუშავებდა საღამოს სიმღერებს.

მთელ სასტუმროშიც დიდი სამზადისი იყო,რადგან აქ საშობაო წვეულება უნდა მოწყობილიყო.
გამუდმებით ხან ვინ სად მირბოდა და ხან ვინ.
უზარმაზარ ნაძვისხეს გარს ევლებოდნენ და დეკორაციებით ხელში ფაცფაცებდნენ.
კესანეც მშვენივრად შეეწყო ბენდის წევრებს და მათთან ერთად ისაუზმა კიდეც.
ოდნავ მორცხვობდა,
მაგრამ საკუთარ თავს აიძულებდა,რომ ეს სიმორცხვე უკანა პლანზე დაეყენებინა.
რამოდენიმეჯერ მფლობელსაც ესაუბრა და ცოტა დაიმშვიდა ანერვიულებული სხეული.

"ფისოოო"-მძინარე დეას თავთან დაიჩურჩულა სანდრომ.

"დამაძინეთ ბლიად"

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now