თავი 1.

9.5K 231 101
                                    

ჩემო მშვენიერო ღვთაებებო! ძალიან მომენატრეთ!!!
მაპატიეთ, რომ ეს მოთხრობა კარგა ხანი გავაქრე, მაგრამ ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალიან ბავშვურია, ძალიან.
არ მეგონა ასე თუ გიყვარდათ, ბევრმა მომწერა და გულს არ გაგიტეხთ.
თუ ეს პატარა ისტორია ოდნავ მაინც განიჭებთ ბედნიერებას, თითსაც არ დავაკარებ!!!
ძალიან დიდი ბოდიში იმ შეცდომებისთვის, რომლებსაც მრავლად შეხვდებით.
ძალიან მიყვარხართ, ძალიან!!!

*

გულამოსკვნილი ტიროდა.
ცრემლები მის სახეს ისე ასველებდნენ, როგორც არასდროს.
თითქოს არადა არ ილეოდა ეს მარილიანი წყალი და ისე გაუჩერებლივ ცვიოდა მისი თვალებიდან, წამით შეგეშინდებოდათ კიდეც.
თეთრი სახე სულ ასწითლებოდა და ქერა, გრძელი თმა აწეწოდა.
სულს ვერ ითქვამდა და ცდილობდა საკუთარი თავი ხელში აეყვანა.
მეგობრის მკლავებში მოქცეული თითქოს რაღაცის ახსნას ცდილობდა.

"მე... მე არ მეგონა..."-ისევ ისე განაგრძო ტირილი.
თავი მეგობრის კალთაში მოათავსა და დამშვიდებას შეეცადა.

"დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება. ვიღაც გოიმი გიორგის გამო ასე რატომ ნერვიულობ?"-დატუქსვით წარმოთქვა ტასომ, მაგრამ გული მასაც გატეხილი ჰქონდა.
ისიც ნერვიულობდა თავის მეგობარზე და მასაც ადგებოდა თვალებზე ცრემლი.

კესანეს გულს თითქოს თოკი შემოეჭდო და მაგრად მოუჭირა.
რა თქმა უნდა, მას გული სტკიოდა, მაგრამ რაც უფრო მეტად  უფიქრდებოდა ყველაფერს, მით უფრო მეტად ხვდებოდა, რომ ამხელა განცდა ამ ამბავს არ უნდოდა.
მაგრამ...
მის გულს ეს ლაქები არ უნდა ჰქონოდა და ტირილით მართლაც გული მოიოხა.
თავი დაიმშვიდა, ტასოს კალთაში თავი გაასწორა და საუბრის დაწყებას შეეცადა.
ტასოც თმაზე ეფერებოდა და იცოდა თუ როგორ სიამოვნებას ანიჭებდა ეს მას.

"იცი, არ გვქონია სერიოზული ურთიერთობა, ან რამე მსგავსი.
მაგრამ ჯანდაბა ტასო!
ჩემი მეგობარი იყო!
ასე რატომ მომექცა?
ნუთუ ამდენი ხნის მეგობარი ვიღაც ნინჩოში გამცვალა?
ნუთუ საერთოდ არ ვუყვარდი?
ეკუნასთან რატომ არ გაწყვიტა მაშინ ურთიერთობა?
მას რატომ არ აიგნორებს?
როგორი სულელი ვარ!"

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now