თავი 2.

3.9K 176 48
                                    

დაღლილი და დაქანცული იყო საწოლზე წამოგორებული.
უინტერესოდ ჰქონდა ტელეფონში თავი ჩაყოფილი და რაღაც ისეთს ეძებდა, რაც დღეს გაუხალისებდა.
პარასკევი დღე იყო.
მზე ღრუბლებიდან იჭყიტებოდა.
კესანეს სახეს ეცემოდა და მისი მაისურის ბრჭყვიალა ნაჭერს, უფრო მეტად მბზინვარეს ხდიდა.
კესანე ურეაქციოდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავდა და ვერაფერ საინტერესოსაც.
ბებია ტელევიზორს მისჩერებოდა და როცა კესანე შეამჩნია, შეათვალიერა.

"ყავას გააკეთებ?"-ჰკითხა და კესანემაც უბრალოდ თავი დაუქნია.

დაღლილი იყო, მაგრამ არა ფიზიკურად.
რაღაც აკლდა, მაგრამ ამას უბრალოდ მის ასეთ სტრესს აბრალებდა.
უჭირდა ყველაფრის დალაგება და გაანალიზება.
უჭირდა ასე მალე გიორგისგან თავის შორს დაჭერა.
უჭირდა მისი სახის დაიგნორება.
ბებიას ყავა წინ დაუდგა და გაუღიმა.

"მადლობა"-თქვა ჭაღარა ქალმა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა.

ასე უაზროდ შეცუნცულდა უკან კესანე და ისევ მის საწოლზე გადაეშვა.
მზის სხივები, როცა მის თვალებს მოხვდნენ, გაღიზიანდა და სქელი ფარდები ფანჯრებს ააფარა.

"კესანეეე..."-რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩურჩული მოესმა და ჩაიკისკისა.
საწოლზე გადაწვა და ხელი შუბლზე მიიკრო.

"ოჰ ჩემო რომეო!
შენ ხარ?"

სიცილი ძლივს შეიკავა.
ანდრიამ ჩაიცინა და კესანეს გვერდით ლოგინზე აძვრა.
კესანეს არც კი გაუხედია, წამით ისე წაიღეს ფიქრებმა.

"არ ჩამეხუტები?"-უკმაყოფილოდ ამოიბუტბუტა ანდრიამ.

შემდეგ იგრძნო თუ როგორ მოეხვივნენ მოკლე ხელები მის კისერს და თავი მის ყელში ჩარგეს.
კესანე მას აეკრო და ამოიხვნეშა.

"ჰეიიი... კარგად ხარ?
რა გჭირს"-სიცილით ჰკითხა ანდრიამ.

"ახლა სკოლაში მეგობრები აღარ მყავს"-ამოიბუტბუტა მის კისერში და ამოისრუტუნა.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now