თავი 16.

2.5K 147 70
                                    

"საანდროოო!
ნერვებს ნუ მიშლი!
მომშორდი-მეთქი!"

ტასომ ბოლო ხმაზე დაიყვირა და ყიყლიყო უკან გასწია.
სანდრო კი თავისას არ იშლიდა და ყიყლიყოს ექაჩებოდა.

"ჯანდაბა მიწილადე რა"-შეეხვეწა უფროსი ძმა და საწყალი თვალებით შეხედა.

"სერიოზულად?
უკვე ხუთი ცალი შეჭამე მე ერთიც კი ვერ მოვასწარი"

"მერე რა.
გთხოვ რა"

"აჰა!
ხეთქე და ცეცხლე"-უხეშად დაუდო თეფშზე და მან თვითონ კარაქის წასმა დაიწყო პურზე.

"დილაადრიან ჩხუბს მანამდე არ შეწყვიტავთ, სანამ ტასო არ გათხოვდება?"-სამზარეულოში ნატო შემოვიდა.

"დედა!"-გაცხარდა ტასომ.

სანდრომ გაიცინა და ყიყლიყოს ბოლო ლუკმა ჩაყლაპა.

"ჰო დედა.
რაღა დარჩა.
აგერ 1 წელიწადში შეუსრულდება 18 წელი და ვსო"-აუთამაშა თვალები დას.

"მოკეტე შე ძროხა მეზღვაურო"-წყრომით მიუგო ტასომ და კარაქიანი პური ჩაკბიჩა.

"დღოზე შეჭამე და გაგიყვან"-უთხრა სანდრომ და სამზარეულოდან გავიდა.

"ტასო"

ნატო ტასოს გვერდით ჩამოჯდა და კარგად აათვალიერა გოგო.

"რას მიმალავ?"

"რას უნდა გიმალავდე დედა?"

"ამ ბოლოს სულ დაბნეული ხარ და სულ მაგ ყელსაბამს ექაჩები"-ყელსაბამზე მიანიშნა.

"არაფერია.
უბრალოდ მივეჩვიე"

"ფრთხილად იყავი.
ვიცი ახლა რაც გიტრიალებს თავში და ისე ნუ იზამ, რომ ყველაფერი აგიკრძალო.
დღეს ინგლისურიდან პირდაპირ სახლში წამოხვალ.
გასაგებია?"

"კარგი რა..."

"გასაგებია-მეთქი?
სანდროს გარეშე ფეხს ვეღარსად გაადგამ"

"გასაგებია დედა, გასაგები!"-უხეშად მიუგო და გარეთ გავარდა.

"რა გჭირს ე"-ჰკითხა სანდრომ და ჭიშკარი გააღო.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now