თავი 3.

3.1K 165 57
                                    

"ძაან ვაგვიანებ?"-ნერვიულად ამოთქვა კესანემ და საწოლიდან წამოხტა.

"ჯანდაბა დებილი ხარ?
ჩქარა ქენი ჯერ არ მოსულა.
მიდი ჩქარა"-ტეფონიდან ტასოს ხმა გაისმა.

"ოჰჰ ჯანდაბა"-ამოიტბუტა კესანემ და სააბაზანოში გავარდა.

ოთახში შემობრუნებულმა სწრაფად მოირგო ტანსაცმელი და ჩანთა მოიკიდა.
ავტობუსში სწრაფად ავიდა და ოდნავ ამოისუნთქა.
ინგლისურის მეცადინეობა როგორც წესი შაბათ-კვირას 1 საათზე აქვს, მაგრამ დღეს ჩეძინა.
უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა და ჯერ კიდევ გიორგიზე ფიქრობდა.

აი, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ იცით?
რომ შეგშურდებოდათ.
თვალს რომ ვერ მოაშორებდით.
ყოველთვის იცინოდნენ.
ამას გიორგი ყოველთვის ახერხებდა.
თუ კესანე რამეზე გულიანად იცინოდა და თან ცრემლები სდიოდა სიცილისგან, ეს გიორგის მიუძღვოდა წვლილი.
ასე რომ ვთქვათ კესანეს ღიმილის და სიცილის მიზეზი გიორგი იყო.
წითური გიორგი.

როცა სკოლის ეზოში გაივლიდნენ საუცხოოდ გამოიყურებოდნენ.
კესანეს გრძელი, ქერა თმა ჰქონდა, ოდნავ კულულა.
გიორგის კი ჟღალი.
ორივეს თეთრი გლუვი კანი უპრიალებდა და გამუდმებით იღიმოდნენ.
თუ შესვენება დიდი იყო დასვენებებს შორის და ეზოში გავიდოდნენ, აუცილებლად, ყველა საყვედურის მიუხედავად ხელბურთს თამაშობდნენ.
მაგრამ ახლა სკოლის დერეფნებში კი არა, კესანეს სიცილს კლასშიც ვერ გაიგონებდით.

როგორც იქნა შეაღწია შენობაში და მეორე სართულზე აირბინა.
კაბინეტის კარები ღია იყო და იქედან მოჩანდნენ დეა და ტასო, მათ წინ კი მარტო მყოფი ანდრია.
ბავშვებმა ნელა გამოაყოლეს კესანეს თვალი, როცა კლასში შემოვიდა.
შუა გულში დადგა და გულზე ხელი მიიდო.
ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდათ ბავშვებს ასეთი ალეწილი სახეები, მაგრამ არც აპირებდა ჯერ კითხვას.
გაუკვირდა არავინ რომ არ უღიმოდა და კლასშიც სამარისებული სიჩუმე იდგა.
მერე შეამჩნია შავ მაგიდაზე და შავ სკამზე მოთავსებული ახალი ნივთები.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და შავ ქურთუკს დააკვირდა.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now