თავი 8.

2.7K 147 75
                                    

პარასკევი დღე.
12 აპრილი.
12:30.
სკოლის ბუფეტიში ჩუპაჩუპსი იყიდა და გარეთ გამოვიდა.
ეზო შეათვალიერა.
მზიანი ამინდი იყო.
გაახსენდა ხელბურთს როგორ თამაშობდა ადრე და გაეღიმა.
ტკბილეულს ქაღალდი სწრაფად მოაშორა და დააგემოვნა.
გაეღიმა და თამოსკენ წავიდა, რომელიც სკამზე იჯდა.

"კესანე...."-გაეღიმა შავტუხა გოგოს.

"ჰეი, როგორ ხარ?"-მის გვერდით ჩამოჯდა.

"რავი, კარგად შენ?"

"მეც ისევ ისე"

"აბა რა ხდება ახალი?"

"იმის გარდა რომ გიორგი გაშტერდება, არაფერი.
საერთოდ არაფერი"-თვალით წითურისკენ ანიშნა.

"ღმერთო!
ამას რატომ აკეთებს?"

"ფაქტია რომ შერიგება უნდა"

"ჰო, ვიცი"

"კესანე, რას აპირებ?"

"აზრზე არ ვარ თამო"

"არ ჯობია დაელაპარაკო?"

"არ ვიცი, ძალიან ავირიე"

"შენი გადასწყვეტია"

საღამოს თავის საწოლზე წამოწვა და ინგლისურის ლექსიკონი გადაშალა.
სწავლა უნდოდა, მაგრამ გამუდმებით გიორგიზე ფიქრობდა.
როცა ლექსიკონს დახედავდა, ბათუს ხმა ჩაესმოდა:"გაფრთხილებთ, ვინც ვერ ჩამაბარებს ერთ სიტყვას მაინც, გაკვეთილის შემდეგ დარჩება და ჩამაბარებს!"

"ღმერთო შენ მიშველე"-ამოიოხრა და წიგნი თავზე დაიფარა.

ტელეფონი აიღო საათის შესამოწმებლად, როცა შეტყობინება დაინახა გიორგისგან.

"ვიცი რომ 9 საათზე ჰამაკში ხარ, უკანა ეზოში.
დღეს ჰამაკთან გელოდები.
უნდა ვილაპარაკოთ"

"ჯანდაბა.
ღმერთო!
ახლა რა გავაკეთო?
რა უნდა.
ჯანდაბა.
ჯანდაბა"

თხუთმეტწუთიანი ნერვიულობის შემდეგ ცხრა საათიც შესრულდა.
კესანემ თავისი ოთახი დატოვა და ქვევით ჩავიდა.
ბებია სერიალს უყურებდა და კესანე არც შეუმჩნევია.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now