თავი 18.

2.6K 150 100
                                    

თეთრ კედლებში, ფანჯრის წინ იჯდა.
ისევ თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.
ივნისის მზიანი დღე აღიზიანებდა.
ის მზის სხივებიც აღიზიანებდა,ახლა მის ცივ სხეულზე რომ დანავარდობდნენ.
ხელი ნიკაპთან მიეტანა და ისე აცეცებდა თვალებს ხან გარეთ,ხან ისევ ოთახში.
თვალის უპეები შავი ჰქონდა და ქუთუთოები უმძიმდებოდა.
ტუჩები გამომშრალი და ფერდაკარგული ჰქონდა.
შავი თვალები კი ისევ შავი იყო.

სიჩუმე იდგა.
ეს მისთვის, თორემ სავაადმყოფოს მაინც მისი ხმაური გააჩნდა.
იმ დიდ სუჩუმეშიც იგრძნობოდა და ისმოდა ვირაცის განწირული კივილი.
ვიღაცის ტირილი.
ვიღაცის ბოდება.
ეს ყველაფერი კი ტკივილთან ასოცირდებოდა.
იმ ტკივილთან, რომელიც თითოეულ თგვენგანს გაჩნია.
ჰო,თითოეულ თქვენგანს, რადგან თქვენ უკვე ამ სამყაროს ნაწილები ხართ.
ვერსად გაექცევით ამ მწარე,მაგრამ ყველაზე მართალ სიმართლეს.

ბათუ წამოდგა და ახალგაღვიძებულ ქალს თვალი მოავლო.
ქალმა შვილს გაუღიმა და ბიჭის სხეულიც გათბა.
სკამი საწოლთან დადგა და ქალს თბილი თვალებით მოეალერსა.

"მაპატიე, ბათუ"-თქვა ქალმა და ხელით ბიჭის ფერმკთალ სახეს მოეფერა.

ბიჭმა დედის ხელი თავისაში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა.
მხურვალედ აკოცა და თვალები დახუჭა.
დედის ტკბილი სურნელი შეისუნთქა და გაუღიმა.

"რა გაპატიო,დედა?"

"ის,რომ ასეთ დღეში ჩაგაგდე.
ის,რომ ჩემს გამო ამდენის გადატანა მოგიხდა.
ჩემი სულელური საქციელი რომ არა,ახლა მამაშენთან ერთად იქნებოდი ლონდონში,ან სულაც კარიერა უკვე აწყობილი გექნებოდა"

"ნუ სულელობ დედა.
შენი ვითომ "სულელური" საქციელით მივხვდი ყველაფრის ფასს.
შენი ვითომ "სულელური" საქციელით შევიძინე ისეთი ადამიანები,რომლებიც ისე შემიყვარდნენ,როგორც შენ მიყვარხარ"

ქალს ბედნიერებისგან გაეღიმა და ბიჭს კიდევ მოეფერა სახეზე.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now