თავი 22.

2.5K 138 35
                                    

"გამარჯობა სანდრინიო"-მხიარულად ჩაჰყვირა დეამ ტელეფონში და საწოლზე გაწვა.

"რას ყვირიხარ ვირთხა"

"რას ვყვირი კი არა, ხომ არ დაგავიწყდა ჩემი გმართებს"-ეშმაკურად ამოილაპარაკა.

"მაგის დედაც.
დამავიწყდა.
ჰე მითხარი ახლა თმა შევიღებო თუ ბიკინი ჩავიცვა?"

გოგომ გადაიკისკისა.

"არა, უბრალოდ ახლახანს რაღაც გამოვიწერე, იმის ფულს კი შენ გადაიხდი"

"რა გამოიწერე?"

"საყურეები"

"მმ...კარგი.
რამდენი უნდა გავიხადო?"

"30 დოლარი"

"რაა?
საყურეებში მაგდენი მიეცი?
ძვირფასო,ხომ იცი რომ დოლარი ცოტა ავარდნილია მაღლა ღრუბლებში?"

"კი ვიცი გენაცვალე და მაგიტომაც შევარჩიე ასე"

"ოოოხხხ.
ოხხხხ დეა."

"აბა შენ იცი სანდრინიო.
კარგად მეყოლე"

ტელეფონი გაუთიშა და საწოლზე გაიშხლართა.
არ იცოდა იმის გამო იყო ბედნიერი რომ საყურეეები გამოიწერა თუ იმის გამო, რომ სანდროს ესაუბრა.
ამ ბოლო დროს, როცა მას ხედავდა გული ფანცქალს იწყებდა.
თვითონაც სულ ცდილობდა იმაზე მეტი კავშირი ჰქონოდა სანდროსთან,ვიდრე ადრე.
უფრო გახსნილი გახდა მის მიმართ.

"დეა"-დაუძახა მერაბმა მეორე ოთახიდან და გოგოც მასთან მივიდა.

"რა მოხდა ბიძია?"-სიცილით ჰკითხა, რადგან ძალიან იშვიათად მიმართავდა ასე.

"დღეს ესაუბრე მშობლებს?"-ჰკითხა და მრგვალი სათვალეებიდან ახედა.

"კი"-სავარძელზე დაეშვა და ერთი კულული ხელებს შორის მოიქცია.

"რაღაც ასე ნათქვამი "კი" არ მომეწონა"-წარბი აუწიწა.

"ვესაუბრე, მაგრამ 5 წუთით"

"დეა"-ამოიოხრა და სათვალეები მოიხსნა.
თვალები დაიზილა და თავი ჩახარა-"ასე რატომ ექცევი მათ?"

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now