თავი 25.

2.8K 135 79
                                    

დილით არც ისე სასიამოვნოდ გაეღვიძა დეას.
კესანესა და ტასოს შუაში იყო მომწყვდეული და თავს არაკომფორტულად გრძნობდა.
საათს დახედა და ამოიხვნეშა, როცა დილის 6 საათის მეტი არ იყო.
პირველად გაეღვიძა ასე ადრე და ვერ ხვდებოდა რა მიზეზით.
საწოლში რამდენჯერმე გადატრიალდა, მაგრამ ფიქრი სახელად 'სანდრო' გონებიდან ვერ ამოიგდო.
ხან რა ახსენდებოდა,ხან რა.
ხან რაზე გაიღიმებდა დებილივით და ხან რაზე აუცრემლიანდებოდა თავისი ცისფერი თვალები.
ბოლოს ვეღარ გაუძლო და საწოლიდან გაჭირვებით წამოდგა.
სწრაფად გადაიცვა გრძელი მაისური და ფეხაკრეფით ჩაირბინა კიბეები.
ყოველთვის როცა იღვიძებს, საწოლიდან 1 საათი უნდება წამოდგომას.
ახლა კი ყველაფერი უცნაურად შემოტტიალდა.
გარეთ გავიდა და ჭრიჭინების ჭირიჭინს დაუწყო სმენა.
საქანელაზე ჩამოჯდა და თავი საქანელის თოკს მიადო.
სიამოვნებდა სიჩუმეში ჭრიჭიჯის ხმა და შორიახლოს მდებარე მდინარის ჩუხჩუხი.
ახლა ყველანარი ფიქრით ჰქონდა თავი გამოტენილი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქერა სანდროზე ფიქრობდა.

"არ მეგონა, ოდესმე ისეთი დღე თუ დადგებოდა, როცა შენ ყველაზე პირველი გაიღვიძებდი დილის 6 საათზე"

სანდროს მშვიდი ხმა ჰქონდა.
საქანელასთან ძალიან ახლოს, ხის ძირში ჩამოჯდა და ხეს მიეყრდნო.
სუსტ და მაღალ სხეულზე მხოლოდ თეთრი მაისური და სპორტული შარვალი ემოსა.
სახეც დალაგებული და მშვიდი ჰქონდა, ისევე როგორც თმა.
თეთრი კანი კი იმაზე მეტად ფერმკრთალი იყო, ვიდრე ოდესმე.
სანდრო ძილის მოყვარული არ იყო.
მას შეეძლო მხოლოდ 4 საათი ეძინა, მეორე დღეს კი ისეთ მშვენიერ ხასიათზე იქნებოდა, შეგაშურებდათ კიდეც.

"მე კი შენი დანახვა არ გამკვირვებია სანდრინიო"

სანდროს გაეცინა და ფაფუკი თმა აიჩეჩა.
დეას გაუღიმა და შეკრული წარბები გახსნა.

"მომწონს ჩემი ნაყიდი საყურეები"-კომპლიმენტისმაგვარი რაღაც ესროლა უცებ.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now