22.

2.1K 231 334
                                    


 ♪  პირველად რომ დაგინახე, მაშინ მივხვდი რა ტკბილია ცხოვრება


"არ არსებობს...." ყველამ ერთიანად ჩაილაპარაკა. იმ ტრენერსაც კი დასცდა ეს სიტყვები ბაგეებიდან, რომელიც უკვე ნელ–ნელა შორდებოდა სამეგობრო წრეს და ოდნავ მოცილების შედეგად თავქუდმოგლეჯით აპირებდა სახლში დაბრუნებას.


შენთან ერთად ავიხდინე ნაირფერი გემრიელი ოცნება


იუნგიმ ზღვაზე ნანახ კენჭებსა და სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე დაიწყო ფიქრი მომავალი ცხოვრებისათვის, ჯიმინს კი მეგობრის ნამღერზე თვალები აუწყლიანდა და აღტაცებით შეხედა ჯონგუკს, რომელიც თანდათან ვანთესაკენ მიდიოდა.

ვერ გავძელი და მოვედი ამ გრძნობების შესახებ რომ გიამბო


ნამჯუნი უბრალოდ პირამოკერებული იდგა და ვინ უწყის გონებაში რამდენჯერ ეკითხებოდა ღმერთს, თუ რა შესცოდა ცხოვრებაში ასე მწარედ, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერასდროს იტყოდა, რადგან იცოდა შეყვარებული რასაც უპასუხებდა.

და სულ ყველას გასაგონად მინდა გითხრა ჩემო ტკბილო ვანთე


ჰოსოკი და ჯინი უბრალოდ პირდაღებულნი იდგნენ, მაგრამ გაურკევველი მიზნით, სანამ ჯონგუკი ბოლო სიტყვას წარმოთქვამდა, ყველამ ერთიანად ამოიღო ხმა და ტკბილად წაიღიღინეს,

ვააანთეე  ♪ 


მელოდია დასრულდა. ჯონ სინამ კი მხარზე შემოდებული დინამიკი ნელ–ნელა ჩამოიღო და ამაყი მამისავით დაუწყო მეგობრებს ყურება. 


"ღმერთო, არ მეგონა ეს თუ ასეთი მშვენიერი იქნებოდა, ჯონ." სლუკუნს შორის ძლივს წარმოთქვა სიტყვები ყმაწვილმა, რის შედეგადაც შვიდივე თავი მისკენ მიტრიალდა.

Is he gay or just Vante? [✓]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ