18.

2.5K 275 208
                                    

"ოე, ნამჯუნ," საჯდომით სკამი უკან  ჭრჭიალით გაწია, თავად კი წელი წინ მოხარა, იდაყვები მაგიდის ზედაპირს დააყრდნო და ნიკაპი ხელისგულებში ჩაირგო, "ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?"

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

"ოე, ნამჯუნ," საჯდომით სკამი უკან ჭრჭიალით გაწია, თავად კი წელი წინ მოხარა, იდაყვები მაგიდის ზედაპირს დააყრდნო და ნიკაპი ხელისგულებში ჩაირგო, "ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?"

ფურცლებზე ნაბეჭდი სიტყვებისაგან თვალი ნამჯუნს არ მოუშორებია, ამოუხედავად უპასუხა, "ვერა."

"ჰაჰ," ყმაწვილმა ცალი წარბი აზიდა. "ვერა ქალის სახელია, ბანძო."

ნამჯუნმა ღრმად ჩაისუნთქა, სათვალეები გაისწორა და გადაფურცლა. "მეტყველებაში არსებობს იდენტური სიტყვები, რომლებსაც ომონიმების სახელით მოვიხსენიებთ. შესაძლოა მათი ბგერითი შემადგენლობა ემთხვეოდას, მაგრამ მნიშვნელობა და წარმოშო–"

"მოდი, ჩუმად იყავი და უბრალოდ მკითხე თვითმფრინავი თუ ვარ."

ნამჯუნმა წარბები შეჭმუხნა, მაგიდაზე შემოდებული სანიშნი აიღო, გვერდებს შორის მოათავსა და წიგნი დახურა. წარბები შეჭმუხნა და საზურგეზე გადაიწია, რის შედეგადაც ტკაცუნის ხმა გაისმა.

"რა გკითხო?"

"თვითმფრინავი თუ ვარ."

ნამჯუნმა ჭერისაკენ მიაპყრო თვალები, შემდეგ ძირს დაიხედა და ირგვლივ აუჩქარებელი მოძრაობით მიმოიხედა. სწრაფად დაახამხამა თვალები, ისევ ზემოთ აიხედა და თავი მარცხნისაკენ ზუსტად ორმოცდახუთი გრადუსით გადახარა, "თვითმფრინავი ხარ?"

"არა." ბიბლიოთეკის გაღებული ფანჯრიდან შემოიდოდა მანქანის მინის წმენდის ხმა, თუ ამ უჩვეულო ბგერებს მის წინ დამჯდარი ყმაწვილი გამოსცემდა, ნამჯუნმა ნამდვილად არ იცოდა. სოკჯინი მხრებს ზემოთ და ქვემოთ დაარწევდა და თან ისტერიკული სიცილისაგან მაგიდაზე ხელსაც არტყამდა, რამდენიმე წამი ნამჯუნი გაშტერებული უყურებდა მას, თუმცა შემდეგ თავადვე მოლბა და ბოხ ხმაზე ჩაიცინა. როდესაც სოკჯინმა სული მოითქვა და ქრაშს გახედა, ნამჯუნმა ცოტა უხერხულად ჩაიცინა. "იცი, აუცილებელი არ იყო აქ გამომყოლოდი. სამეცადინო მაქვს, თანაც შენც საქმე გაქვს."

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now