7.

3.5K 359 162
                                    

ბევრჯერ ამოგვიკითხავს ნოველებში ან ფილმებსა თუ სერიალებში გაგვიგონია ფრაზა, "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბევრჯერ ამოგვიკითხავს ნოველებში ან ფილმებსა თუ სერიალებში გაგვიგონია ფრაზა, "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ." მართლაც, ვანთესა და ჯონგუკისათვის დღეები უბრალო რიცხვებად იქცა, ვინაიდან ამ მცირე დროის განმავლობაში ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, როგორც შესაძლოა ადამიანი რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შედეგადაც ვერ მიეჯაჭვოს მეორე ინდივიდს.

რამდენი დღე გაუთენებიათ მიმოწერაში, რამდენი ჩაცინება და სიხარულის ცრემლები გაუზიარებიათ ერთად. მართალია, ფიზიკურად ვერ ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ კავშირს ეს არც სჭირდებოდა. მონათესავე სულთათვის ისიც საკმარისია, რომ ერთი ცის ქვეშ არიან.  თუმცა რადგანაც ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ ჯონგუკს თავში აზრმა გაუელვა, იქნებ შეხვედრა ეთხოვა? ნერვიულობდა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე, მაგრამ როდესაც რჩევისათვის ბუზღუნა ჰიონს მიაკითხა და მან მის ერთ-ერთ გამოსვლაზე მიწვევა შეთავაზა, ნამდვილად მოეწონა ეს იდეა. მისდა გასაკვირად ვანთე დათანხმდა... არ მოელოდა ქალღმერთისაგან ასეთ პასუხს, მაგრამ როგორც ჩანს ისიც ისე ძლიერ ლამობდა მათ შეყრას, როგორც თავად ყმაწვილი.

 არ მოელოდა ქალღმერთისაგან ასეთ პასუხს, მაგრამ როგორც ჩანს ისიც ისე ძლიერ ლამობდა მათ შეყრას, როგორც თავად ყმაწვილი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now