12.

3K 324 251
                                    

შედარებით ჩაწყნარებულ, "მოწმენდილ", დარბაზში მეხივით გაისმა ახალშემოსულის წამოძახილი,

"ადგა ჯარი, პაპი მოვიდა."

იმდენად განიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა რომ ლამის კარების ჩარჩოში გაიჭედა, მაგრამ მადლობა ღმერთს მის უკან ფეხაკრეფით მოდიოდა უკვე ლოყებაღაჟღაჟებული ყმაწვილი, რომელმაც დასიებულ შუბლზე ხელი შემოირტყა, ოდნავ წინ უბიძგა და მჭიდროდმიბჯენილი კბილების მიუხედავად მაინც მოახერხა ჩასისინება,


"ჯინ, ისედაც ყველა ფეხზე დგას. თუ ღმერთი გწამს, ჩუმად იყავი."


სარკეებიან დარბაზში ნახევრად შესული ყმაწვილი მყისვე უკან გატრიალდა, ცალი წარბი აზიდა და საჩვენებელი თითი ნამჯუნისაკენ გაიშვირა,


"პაპს ნუ ატყუებ, შე ვირიშვილო."


ნამჯუნმა ისე ჩაუარა შეყვარებულს თითქოს მისი ნათქვამი სრულებითაც არ გაუგონია ოთახში მყოფ თითოეულ ადამიანს, ერთი თავისთვის კი აიხედა მაღლა განათებებისკენ და ჩაილაპარაკა, "ღმერთო, შენ მიშველე", მაგრამ ფეხთა სვლა არ შეუნელებია. გონებაში ისიც კი გაიფიქრა, რომ წინა დღეს ევროტურის ხელახლა ყურება კარგი იდეა ნამდვილად არ იყო.

"ჰიონ, მოასწარით მოსვლა!" ჯონგუკმა კბილები დაკრიჭა და სიხარულისაგან ლამის ადგილიდან ახტა.

"მეგონა კიდევ დიდიხნით გაგაჩერებდნენ." ჯიმინმა ნამჯუნს გახედა და თან მაჯის საათზე დაიხედა, რათა დრო შეემოწმებინა.

"კიმ სოკჯინის შარმს ვერავინ უძლებს." ხელი მხარზე გადახვია და მთელი თავისი წონით საწყალ ნამჯუნს დაეყრდნო. "განყოფილებაში ერთ-ერთი ოფიცერს ვევასე და მეჩალიჩებოდა, ხოდა, ვუთხარი ნომერს მოგცემ და გაგვიშვი-მეთქი."

"და მერე მართლა მიეცი ნომერი? ნამჯუნის წინ სხვას ეფლირტავე?" ჯონგუკმა შეიცხადა და თვალები იმ ბავშვივით გაუფართოვდა, რომელსაც ახლახანს უთხრეს, რომ ძვირფასი სანტა კლაუსი არ არსებობდა.

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now