13.

2.9K 298 181
                                    

თეჰიონის ბოხი ბარიტონის გაგონებისას, ჯონგუკმა მყისვე დაქაჩა თვალები და ვანთეს თეძოებს ხელები გაუშვა, მაგრამ ყმაწვილის ფეხები უხეშად ნამდვილად არ მოუშორებია. მაგრამ, აი, თავისი  თითები კი მაგრად ჩასჭიდა მის მხარ–ბეჭს და კიდევ უფრო მიანარცხა რკინის კარადასთან, თავად კი ორიოდე ნაბიჯი ოდნავ აკანკალებულმა უკან  გადადგა.

"რ–რ–რას ნიშნავს რა მეგონ–ნე?"  შეპყრობილისავით წინ და უკან არ დაუწყია სიარული, უბრალოდ ადგილზე იყო გაყინული და თითებს უხეშად თმებში წინ და უკან ისრიალებდა.

"რა იყო, შეჩემა," თეჰიონმა პარიკის აწეწილი კულულები არ გაისწორა, ნაცვლად უბრალოდ ხელის ნაზი მოძრაობით მოიშორა და თავისი ნუშისფერი მოკლე თმები გამოაჩინა. "გეგონა ნაშა ააგდე?" კაბის აწეული ნაჭერი თეძოების დასაფარად ჩამოიწია, "არა, ანუ ახლა თავს არ ვაკნინებ, მეც არ გამოვიყურები ცუდად." გაიხედა ჯონგუკისაკენ, რომელსაც, როგორც ჩანს, ენა ჩაუვარდა და უბრალოდ ლამის გარსიდან გადმოყრილი თვალებით აჩერდებოდა მის წინ დამდგარ ქალ–, არა, კაცს.

"ვახ, არ მეგონა ყველაფერი თუ ასე განვითარდებოდა," ვანთემაც აიჩეჩა თავისი ფაფუკი თმები და ტკბილი ხმით ჩაილაპარაკა, "მიყვარხარ, ჯონ ჯონგუკ."

ჯონგუკის ტვინში თითქოს ჩამრთველი გადატრიალდა, მომენტალურად აზრზე მოვიდა და გაშლილი მტევანი წინ, ვანთესაკენ, გასწია. "ახლა დაიცა!" ადგილიდან არცერთი ინაცვლებდა, ორივე გაყინული იდგა და ერთმანეთს თვალებში აშტერდებოდნენ. თეჰიონის მზერაში თუ სიტკბოებისა და სიყვარულის გარდა ვერაფერს ამოიკითხავდი, ჯონგუკისაში უბრალოდ სრული დაბნეულობის გარდა არაფერი ჩანდა.  "ქალღმერთი კაცია...." თავისთვის ჩაიბუტბუტა და ჯერ თავის შარვლის ელვისაკენ დაიხედა და შემდეგ თეჰიონს გახედა ფეხებს შუა.  ოდნავ ლოყები აუწითლდა, ამიტომაც თავი გააქნია და სწრაფად რამდენჯერმე თვალები დაახამხამა. რატომღაც მზერა ისევ მის კაბის უბეს მიაპყრო და როგორც ჩანს თეჰიონი ამას მიხვდა, ამიტომაც თავისი ხელი მიიახლოვა და ადგილი დაიფარა.  სამაჯურის დანახვისას წამიერად ჯონგუკმა წარბები აზიდა, ერთი პატარაზე ჩაახველა და ისევ ვანთეს ახედა.

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now