21.

2.5K 249 402
                                    

a/n რეკომენდირებულია დალინკული ვიდეოების ყურება.


"როდესაც თქვი, რომ პეინტბოლი უნდა გვეთამაშა..." ჰოსოკმა დაღებული პირით ირგვლივ მიმოიხედა, თუმცა წინადადება არ გაუგრძელებია, რადგან ჯინმა დაასწრო.

"არ მეგონა თუ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოგვიყვანდი, ჯონ." თეძოებზე ხელები შემოილაგა და გახედა ჯონს, რომელიც ხან ერთ ფეხზე აყრდნობდა მთელ თავის წონას, ხან კი – მეორეზე.

"რატომაც არა? რა ჯობია ბუნებაში ყოფნას? განა ჩვენც ბუნების ნაწილნი არ ვართ?" ნამჯუნმა აღტაცებით თქვა და ნაძვზე ნელ–ნელა მიმავალი ციყვის ფაფუკ კუდს დააკვირდა.

"ამ ერთხელ მიპატიებია შენთვის." ჯინმა თავისთვის ჩაიბუტბუტა და  ნამჯუნის გამომეტყველების შემხედვარე თავადაც გაიღიმა. "თუმცა ჩემს სილამაზეს არცერთი ნაკრძალი შეედრება." იმდენად მცირე ხმით წარმოთქვა, რომ ლამის სიტყვები ჰაერმა შთანთქმა.

"რაო, რა მინდაო?"  ჯიმინმა ცნობისმოყვარე თვალებით იუნგის გახედა.

"არაფერი, ცოდვილი ვარო." მობეზრებით გახედა მინმა შეყვარებულს, ბაგეები ენით დაისველა და თავისი თლილი თითებით პაკს თმები აუჩეჩა.

"თავს მარტო მე ვგრძნობ ახლა მარტოსულად?" განაცხადა ჰოსოკმა, რომელიც მინისა და პაკის შუაში იდგა. "არა, სერიოზულად მურმანის ეკალი ვარ, ჰარუკოც ვერ წამოვიდა და ამ საცოდავებთან მარტო დავრჩი." სამეგობრო წრეს გადახედა. ჯინი, ნამჯუნი, ჯონგუკი და თეჰიონი წითლებში იყვნენ ჩაცმულნი, იუნგი, ჯიმინი და თავად ჰოსოკი – თეთრებში. 

"მაგრამ ჩვენ უფრო მეტნი ვართ და თანაბარძალიანი იქნება ეს თამაში?" თეჰიონმა ჯონს გახედა.

"არ ინერვიულო, იუნგიში ორი სული ბუდობს. ერთი მისი ჩამკვდარი ახალგაზრდული იერია და მეორე 89 წლის ჯმუხი კაცი."

"აჰაჰაჰ, ჯონ, ჰოსოკს შეუერთდი და იუმორინაში გადით."  იუნგიმ თვალები აატრიალა.

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now