17.

2.8K 283 159
                                    


ფინჯანი მაქსიმალურად ჰქონდა ცხვირთან მიბჯენილი და ცდილობდა მოხარშული მარცვლების არომატის ბოლომდე შეგრძნებას

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ფინჯანი მაქსიმალურად ჰქონდა ცხვირთან მიბჯენილი და ცდილობდა მოხარშული მარცვლების არომატის ბოლომდე შეგრძნებას. იუნგი გაბრუებული იყო ყავის სურნელით, აჰ, მართლაც როგორ უყვარდა კოფეინი. დღეში ოთხ ჭიქას მაინც თუ არ დალევდა, ტვინი უბრალოდ არ უფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დღე ახლახანს, სულ რაღაც შუადღის ხუთ საათზე, დაწყებულიყო, უკვე მეორე ჭიქით ექცეოდა ჰიპნოზის ქვეშ, მაგრამ ტრანსიდან უეცრად მაგიდაზე ავიბრირებულმა ტელეფონმა გამოიყვანა. ეკრანი განათდა და მორიგი შეტყობინება გამოუჩნდა პაკ ჯიმინისგან, არადა იფიქრა, რომ იმ საწყალი ფლირტის მცდელობის შემდეგ ვეღარაფერს გაუბედავდა, მაგრამ შეცდა. ფინჯანი მაგიდაზე განათავსა და ნაცვლად თითები ტელეფონს შემოხვია,  ცხვირთან გაისწორა მრგვალი სათვალეები და მოწყობილობა ზემოთ აწია,

 ფინჯანი მაგიდაზე განათავსა და ნაცვლად თითები ტელეფონს შემოხვია,  ცხვირთან გაისწორა მრგვალი სათვალეები და მოწყობილობა ზემოთ აწია,

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თვალები სწრაფადვე დაახამხამა და თავი მარცხნისაკენ გადაწია დაღებული პირით. "ახლა ამას უნდა, რომ ვუპასუხო...?" წარბები შეჭმუხნა და მოულონდელი ვიბრირებისაგან ოდნავ დაფრთხა. როგორც ჩანს, პაკი ხაზზე ყოფილა და კიდევ ერთი მესიჯი გაუგზავნა, ამ დროს კი მინს მოთმინების ფიალა აევსო და სწრაფადვე დაბლოკა ყმაწვილი.

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now