14.

2.9K 287 208
                                    


Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.


"უფ, რა ძალიან მიყვარს მანი–ქაშა! ახლა წინ ასი ცალი ჯამი რომ დამიდო, ყველას შევჭამდი!" ბლანტი მოკრემისფრო სითხით გაწებილ ბიჭს კბილები ჰქონდა დაკრეჭილი და ბაგეები ისე ჰქონდა აზიდული, რომ მისი პირი თითქოსდა კვადრატის ფორმასაც კი იღებდა. სადილის დრო იყო, ამიტომაც ბაღში ბავშვები ჩვეულებრისამებრ წრიული მაგიდის გარშემო შეკრიბილიყვნენ, მუხლებში მოხრილიყვნენ და გაწერილ საზიზღარ, ნუ ყოველ შემთხვევაში კიმ თეჰიონის არჩათვლით, საჭმელს მიირთმევდნენ.

"რა დამთხვევაა!" მირამ გაღიმებისას სახეზე ფოსოები გამოაჩინა, ოდნავ სკამიდან წამოიწია, საჩვენებელი თითი დასვრილი ბავშვისაკენ გაიშვირია და წამოიყვირა, "მამაჩემსაც ძალიან უყვარს! სულ ამბობს ხოლმე, აი ლაბ მანი–ო, თუ რაღაც."

მინამ ტყუპისცალს ქვედაბოლოზე მოქაჩა და ისევ ადგილზე დასვა, სანამ უმცროსისათვის რაიმეს თქმას მოახერხებდა, იქამდე სხვამ დაასწრო.

"მანი ინგლისურად ფულს ნიშნავს და არა საჭმელს, სულელო!" 

ახალი ინფორმაციის გაგებამ ბავშვებში აჟიოტაჟი გამოიწვია, თითოეულმა მათგანმა პირი დააღო და აღტაცებით მიაშტერდა ახლადშემოსულ ბიჭს, მხოლოდ თეჰიონმა გახედა მას ოდნავ სკეპტიკურად.  საპასუხოდ მანაც გახედა და გაუღიმა, თუმცა კიმის მსგავსად ჩაწიკწიკებული კბილები არ გამოუჩენია, ზედა ორი ცენტრალური კბილი საერთოდ არ ჰქონია.

ხელის უკანა მხარით თეჰიონმა მოთხვარული პირი მოიწმინდა და ბიჭს უთხრა, "კბილები არ გაქვს", რაზეც მეორემ უბრალოდ ყურები ჩამოიბერტყა და ლამის სლუკუნით დაეთანხმა. არ იცოდა რატომ, მაგრამ ამაზე თეჰიონს ოდნავ შეეკუმშა გული, ამიტომაც გაიღიმა, ხელი მაისურზე შეიწმინდა, ფეხზე წამოდგა და ბიჭს მხარზე შემოადო, "არაუშავს, მალე ამოგივა და ბაჭიას დაემსგავსები!"

Is he gay or just Vante? [✓]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang