თავი 18.

Začít od začátku
                                    

"ცუდ დროს შემოვედი?"

"არა,არა.
მე უკვე მივდივარ"-ფეხზე წამოდგა ბათუ.

მერაბმა გაბედულად გადმოდგა ნაბიჯი და ხელში პატარა ყოჩივარდებიც გამოაჩინა.
ქეთის ყურებამდე გაეღიმა.
მერაბმა,ჯერ კიდევ ფრთხილად შეავლო თვალი ბათუს და მის რეაქციას დააკვირდა.
ბიჭმა სიცილით გააქნია თავი და ღიმილით შეხედა დედას.

"თქვენც ბავშვები ხართ რა"-ამოიხარხარა ბოლოს.

"ბათუ!"-ტუქსვით მიუგო ქეთიმ და კაცს ყოჩივარდები გამოართვა.

"გარეთ გამოდი ბათუ.
რაღაცაზე უნდა გელაპარაკო"-თავით ანიშნა მერაბმა და ბათუმაც დედას ქერა თმაზე აკოცა,შემდეგ კი კაცს გაყვა.

დერეფანში გავიდნენ.
ბათუ კედელს აეკრო,მერაბი კი მის წინ დადგა და ტელეფონი ამოიღო.

"ახლა გიზავნი მისამართს..."

"ქალებში მიშვები მერაბ?"-მხიარულად მიუგო ბათუმ-"მარტო არ გამიშვა წამო შენც..."-გაიცინა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.

"დაამთავრე?"-ბოხი ხმით კითხა.
ბათუმ თავი დაუკრა-"დღეს კესანე მარტოა სახლში.
გოგოები მასთან არიან.
მთელი ღამე მარტო არიან,გესმის თუ არა"-წარბი აუწია.

"გავიგე"

"ვსო.
თავისუფალი ხარ"

ბათუმ თვალები ყლიპა.

"რა ვსო.
ახლა რა ვქნა"-სასოწარკვეთილად მიუგო.

"დანარჩენი შენზეა"

მხარზე ხელი დაჰკრა და პალატაში შევიდა.
ბათუმ ამოიოხრა და კედელს თავი მიადო.

*
"აბაა წავიდააა.
აუწიე გოგო ხმას"-დაჭექა ტასომ და ლოგინზე დაიწყო ხტუნვა.

"ნუ დახტიხარ ფეხი ახლახანს მოგირჩა"-დაუწივლა კესანემ.

"ოოოო ერთი თვე გავიდა უკვე"-დაიწუწუნა.

"ვაიმე დედა.
ვეღარ ვსუნთქავ.
იმდენი ვიცინე და ვიცეკვე,მგონი 5 კილო დავიკელი"-ამოიოხრა დეამ.

ალუბლის ტუჩებიKde žijí příběhy. Začni objevovat