"რამე გაწუხებს?"

ბიჭმა თავი გააქნია უარის ნიშნად და ტუჩის კვნეტით მიაშტერდა კედელს.

"მითხარი.
რამე მოხდა?"

"არა,არა..."-ფეხზე წამოდგა-"უბრალოდ...
უი,ნახე ხელის კრემი დაგლევია"-ხელში ვარდისფერი კოლოფი აიღო და ქალს გაუღიმა-"ახალს გიყიდი,ოღონდ ცისფერს"

"ჰო ჰო.
ეგრე ჯობია.
რამდენი წლისაა?"-ღიმილს ვერ იკავებდა ქალი.

"კარი რა დედა"-მობეზეებულმა ამოილაპარაკა ბათუმ და სკამზე დაჯდა.
ხელები მუხლებზე დაიწყო და მოიხარა.
ნერვიულად აამოძრავა ფეხები და დედას გახედა-"ეგრე ნუ მიყურებ"

"მითხარი"

"17 წლისაა"

"17?"-გაუკვირდა ქალს-"რა ქვია?"

"კესანე"

"როგორც ყვავილს"-გაიღიმა ქალმა სასიამოვნოდ და თავი ბალიშზე მიასვენა.

"ჰო..."

"მერე?
ის რას გრძნობს?"

"არ ვიცი"

"არ იცი?
როგორ თუ არ იცი?"

"აი ასე.
არ ვიცი.
უბრალოდ არაფერი არ გამოაქვს სააშკარაოზე.
თავის გრძნობებს მის მეგობრებსაც არ ანახებს და მე რა ვთქვა არ ვიცი"

"მერე უთხარი"

"რა ვუთხრა?"

"რასაც გრძნობ.
შენ რა,მას უთხარი შენი გრძნობების შესახებ და ზურგი გაქცია?"

"არა,მაგრამ..."

"მერე ნუ მეწუწუნები აქ!
შენ რა გგონია,ადვილია ვინმეს ნდობა?"

"არა,მაგრამ ის მის პრინციპებს არ აბიჯებს.
თან არც მე ვცდილობ"-ბოლოს ამოიჩურჩულა.

"რატომ?"

"მისი დატოვება მომიწევს.
არ მინდა მასაც და მეც გული ზედმეტად გვეტკინოს"

"ტკივილს უნდა გაუძლო.
თუ ამას შეუშინდი,იმ გრძნობას დაკარგავ,რომელსაც მერე ვერასოდეს იპოვი"

"ხელი რომ მკრას?"

"ამას არ იზამს"

ბიჭმა ხელებში ჩარგო თავი და ამოიოხრა.
მერე კარების ხმა გაიგონა და იქითკენ გაიხედა,საიდანაც მერაბმა შემოაბიჯა.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now