1.

10.3K 485 225
                                    


- ღმერთო ჩემო, ჯონგუკ, ტელეფონი ხელშიც კი არ გიჭირავს, მაგრამ წყლიდან ახლადამოყვანილი თევზისავით პირი გაქვს დაღებული. ლამის ჩემი ახლახანს გაპრიალებული ფეხსაცმლის ძირები შენს დორბლის წუმპეში ჩავადგი. - მის ჩალაპარაკებას ყმაწვილისაგან რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომაც დახლიდან გაზეთი აიღო, ერთი კარგად ოთხჯერ გადაკეცა და პირდაპირ შუბლის ცენტრში მიარტყა.

- აჰ, ჰიონ, მეტკინა! - როგორც იქნა ტრანსიდან თავის დაღწევა შეძლო, თავისი უთხელესი ბაგეები ერთამენთს შეაწება და შემდეგ იმ პატარა ბავშვივით წინ გამობერა, რომელიც სათამაშო მაღაზიის მწკრივების შორის დგას და ხელების ქნევითა და წუწუნით დედას ბარბების ყიდვას სთხოვს.

- მეც მტკივა ის, რომ უკვე ოთხი საათია აქ ვარ, სახლს გილაგებ და საჭმელს გიმზადებ და შენ ყურადღებასაც არ მაქცევ!

ჯონგუკმა ხელები მუხლებზე შემოიდო, ძალისხმევა მოიკრიბა, ამოიხვნეშა და წამოდგა. ნელ-ნელა ნაბიჯების გადადგმასთან ერთად იატაკმა ჭრაჭუნის ხმასაც უმატა, - სიყვარულმა იცის. - ჯიმინისაკენ ახლა სულ ორიოდე ნაბიჯიღა აშორებდა, ამიტომაც თავისი კარგად ნავარჯიშები ხელი მაღლა აწია და ქერა თმებზე ხელის გული ნაზად გადაუსვა,  - არაუშავს, ახლა მცალია შენთვის, კონკიავ.

ჯიმინს მარცხენა თვალი აუთამაშდა და ორგანიზმში სისხლმა გამალებით დაუწყო თქრიალი, - კონკია, ვინ არის შე-

ჯონგუკმა ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი,  მისი ხალისიანი იერის შემხედვარე ჯიმინის განრისხებამაც ოდნავ იკლო, მაგრამ ამ რეპლიკიკას გონებიდან მაინც არ ამოიშლიდა.

- ჯონგუკ, არ გინდა, რომ გაიცნო?

- ჰაჰ? - თვალები თოფის ლულის ქვეშ მოქცეული ირმისავით დაჭყიტა, თავისი ბაჭიისმაგვარი კბილები კი სრულებით დამალა, ნაცვლად უბრალოდ მის ხორბლისფერ გამოყვანილ ლოყებს ბაცი ვარდისფერი გადაეკრა. - ხო, იცი, მაგას ვერასდროს გავბედავ.

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now