თავი 13.

2.6K 148 125
                                    

არსებობს ადამიანის ცხოვრებაში მომენტები, რომლებშიც რაღაცის შიში გააჩნიათ.
მაგალითად, ბავშვობაში მონსტრების...
ყოველი ეტაპი უფრო და უფრო რეალური შიშებით ივსება.
ყოველი ეტაპი უფრო მიწიერი ხდება.

მერაბიც ამ ეტაპთაგან ერთ-ერთზე იყო.
თეთრ კედლებში ფერმკთალ ქალთან ერთად.
ქალს ქერა თმები გაეშალა და მისი ფერმკთალი სხეული საწოლისთვის ჰქონდა მიბარებული.
გამომშრალ ტუჩებს ენით ისველებდა და მის წინ მჯდომ დასუსტებულ მამაკაცს მისჩერებოდა.
ცისფერი თვალები აწყლიანებული ჰქონდა და თეთრ ქუთუთოებზე გადმოსვლას ლამობდა.

"მერაბ"-ხმა დასუსტებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა თავისებური ხიბლი.

"გისმენ ქეთი"-კაცმა თვალებში შეხედა.

"ასე ნუ ხარ გთხოვ. ასე არ შეიძლება"

"როგორ არ შეიძლება ქეთი?
მალე ალბათ ჭკუიდან შევიშლები"

"მალე გამოვალ ამ საავადმყოფოდან, აი ნახავ. და არსადაც არ წავალ.
შენთან დავრჩები.
სულ შენთან"-თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა და თავი გაატრიალა.

კაცს გაკვირვება და გაოცება დაეტყო.
თვალებში ნაპერწკლები აუთამაშდა და ფეხზე წამოდგა.
ქალის საწოლს ცალი ხელით დაეყრდნო და დაიხარა.
ქერა თმაზე მოეფერა და ტუჩზე იკბინა.
ძლივს იკავებდა მოწოლილ ემოციევს და ყელში გაჩხერილ ბურთს ვერ შველიდა.

"ქეთი...
შემომხედე..."-სახეზე უხეში, დამჭკნარი თითებით მოეფერა.

ქეთიმ კაცის თითები მისსაში მოიქცია და ტუჩები მიაწეპა.
მერე ლოყაზე მიიდო და ცისფერი თვალებით ახედა მამაკაცს.

"შენთან მინდა მერაბ.
არსად აღარ წავალ.
აღარ დაგტოვებ გესმის?"

თითქოს მერაბის გულის ბზარები მთელდებაო ისეთი შეგრძნება ჰქონდა.
თვალები დახუჭა და ქალს შუბლით ლოყაზე მიეკრო.
ჩაისუნთქა და ერთი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now