ბათუს გაეცინა და კესანეს შეხედა, მაგრამ გოგო სულაც არ იწუხებდა თავს რომ შეეხედა.
სამივე მეგობარი ამჩნევდა ამას, უბრალოდ ჩუმად იყვნენ და ორივეს აკვირდებოდნენ.

ბათუმ გაკვეთილი ახსნა.
მართალია ის და ანდრია გამუდმებით ხუმრობდნენ რაღაცაზე, მაგრამ მაინც მშვენივრად ახსნა გაკვეთილი.
ტასო თავის ყელსაბამს ეფერებოდა და თან რეზიზე ფიქრობდა.
დეაც ბათუსთან საუბარში იყო ჩართული.
კესანე კი...
კესანეს ანდრიას მხარზე ჰქონდა თავი დადებული და ჩაფიქრებულიყო.
ადრიამ მას ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა, მერე ისევ განაგრძო ბათუსთან საუბარი.

ბათუ არასასიამოვნოდ შეიშმუშნა.
ნუთუ ერთი გამოხედვის ღირსიც არ იყო?

"დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ"

"შენ არ წამოხვალ?
მაკში ვაპირებთ გასვლას"-ჰკითხა ანდრიამ.

ბათუმ საათს დახედა და ისევ ანდრიას შეხედა.

"სკოლის უკან დამელოდეთ.
რაღაც საქმე მაქვს და ჩამოვალ"

ბავშვები წამოდგენენ და კესანეც ზლაზნვით გაუდგა გასასვლელის გზას.

"კესანე, შეგიძლია ერთი წუთით გაჩერდე?"-იკითხა ბოხი ხმით.

გოგონებს ჩაეცინათ.
ანდრიამ კესანეს გახედა, რომელიც ძირს იყურებოდა და მერე მას შეხედა.
ანდრიამ გაუღიმა და კარიც მოხურა.

კესანე ბათუსკენ შეტრიალდა.
ბიჭი მას შეჰყურებდა თვალებში და ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

"გაჩერდი ბათუ!"

"რა?"

"უნდა გაჩერდე. გესმის?
ახლავე უნდა გაჩერდე და შეწყვიტო ეს სისულელე"

"რომელ სისულელეზე მელაპარაკები?"-სიმწრით გაეცინა ბათუს.

"ამ სისულელეზე ბათუ.
ვერ ხვდები?"

გაჩუმდა.
კალამი რომელიც ხელში ეჭირა მაგიდაზე დადო და კედელს თავი მიაყრდნო.

"თვითონაც უნდა ხვდებოდე რომ საშინელებას ვაკეთებთ"-ამოიჩურჩულა კესანემ.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now